 |
 |
 |
 |
 |
|
თვის ბოლოს თხუთმეტ ოჯახს ახალი ბინაში ექნება |
ქალაქის მერი რობერტი ჩხაიძე თანაქალაქელების პრობლემების გაცნობის მიზნით მოსახლებასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად იგი შავშეთის ქუჩის #19/25 სახლის მცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობის განცხადებით, პრობლემა, რომელიც ოცდახუთი წლის განმავლობაში მათთვის გაუსაძლისი იყო, ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, მალე მოგვარდება. ე.წ `ჩაძირული სახლის~-ს პირველი სართულის მცხოვრებლები ახალ ბინებში გადავლენ საცხოვრებლად.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში რობერტ ჩხაიძემ აღნიშნა, გასულ წელს პრობლემის მოსაგვარებლად თანხა გამოიყო, რომლითაც `ჩაძირული სახლზე~ დამატებითი სართული უნდა აშენებულიყო. სამუშაობი უკვე მიმდინარეობს და მშენებლობა თვის ბოლოს დასრულდება.
_ სახლი ჩვეულებრივ ნიშნულზე ქვემოთაა და ამიტომ ყოველი წვიმის შემდეგ პირველი სართული იტბორებოდა, _ განაცხადა ქალაქის მერმა _ მერიის გადაწყვეტლებით, დაშენებულ სართულზე, თხუთმეტი ბინა განთავსდება და ყველა მათგანი გადაიხურება, ჩაისმება მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯარა, მოწესრიგდება კომუნიკაციები და ელექტროობა. მოსახლება მხოლოდ შიგა კოსმეტიკური სამუშაობისთვის გაიღებს საკუთარი ხარჯებს. ასე რომ თვის ბოლოს თხუთმეტი ოჯახი ახალ ბინაში გადავა საცხოვრებლად.
რობერტ ჩხაიძის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ შავშეთის ქუჩაზე მოწერიგდება სანიაღვრე არხები, კეთილმოეწყობა ეზოები, დაწყება გაზიფიცირების სამუშაოები.
ახალი სართულის დასაშენებლად მშენებლობისთვის მერიამ 260 ათასი ლარი გამოყო.
14.04.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
20 |
| : |
Thank God! Someone with brinas speaks! |
| : |
მალადეც ბათუმის მერს. ყველა ჩხაიძე კარგია |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|