 |
 |
 |
 |
 |
|
მსოფლიომ ჯანდაცვის დღე აღნიშნა |
არასამთავრებო ორგანიზაციათა კოალიციამ ,, მომავალი სიღარიბის გარეშე’’ ჯანდაცვის მსოფლიო დღეს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. კონფერენციაზე მიწვეულ ჟურნალისტებთან მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე. კოალიციის ერთ-ერთი წევრის სიმონ გაბრიჩიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამის ნათელ მაგალითად გაბრიჩიძემ პროექტი `100 ახალი საავაადმყოფოს~ ფაქტობრივად ჩავარდნა დაასახელა. ასევე გაამახვილეს ყურადღება სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე.
მსოფლიო ჯანდაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სპორტული მარათონით დასრულა. ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთმეტრიან დისტანციაზე გარბენში უნივერსიტეტის ორმოცდაათამდე სტუდენტი შეეჯიბრა ერთმანეთს.
_ ჯანდაცვის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იმართება სემინარები. მსგავსი ღონისძიებები საქართველოს ყველა ქალაქში ჩატარდა. _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო გვაინიშვილმა, _ რადგან სპორტი და ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია, ჩვენი აქტივობა სპორტული მარათონით დავასრულეთ.
სხავდასხვა საპრიზო ადგილებზე ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა. მათ სადაზღვევო პოლისები, სასტუმრო `ინტურის ტპალასი~-ს საცურაო აუზის ვაუჩერი და სასპორტო მაღაზია `Nიკე~-ს სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ.
16.04.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
20 |
| : |
Very true! Makes a cahgne to see someone spell it out like that. :) |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|