მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
მოსახლეობის პრობლემების  გაცნობის მიზნით ქალაქის მერი რობერტ ჩხაიძე  თამარის დასახლების #2 და 5 სახლებში  მცხოვრებლებს შეხვდა.  ღოგორც მოსახლეობამ განაცხადა, მათ დასახლებაში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა არის  საკითხები, რომლებიც  კვლავ მოსაგვარებელია. Pრობლემად რჩება  ბუნებრივი აირის მილების გაყვანა და მრიცხველების დამონტაჟება,  ასევე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა. თამარის დასახლებაში მცხოვრებლები სოციალური პრობლემების მოგვარებასთან ერთად დასაქმებასა და ქალაქის მერს, თბილისის მერიის საპენსიო პროგრამის მსგავსად,  პენსიების გაზრდას თხოვენ.
     როგორც ქალაქის მერმა რობერტ ჩხაიძემ განაცხადა, თამარის დასახლებაში მცხოვრებთა პრობლემების შესახებ აღნიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერიას წერილობით აცნობებს, რის შემდეგაც მათი ეტაპობრივად მოგვარება დაიწყება. რაც შეეხება გლობალურ საკითხებს, ამაზე სახელწიფომ უნდა იზრუნოს, რადგან მსგავსი პრობლემები  მუნიციპალიტეტის დონეზე ვერ გადაწყდება. Qქალაქის მერის თქმით, მერია ყველაფერს გააკეთებს სოციალურ პრობლემებტან დაკავშირებით მოსახლეობის დროული ინფორმაციისთვის, რაც მათი პრობლემების გადაჭრას დააჩქარებს და დაარეგულირებს.
      შეხვედრისას გაჟღერებულ ინფორმაციას, თითქოსდა სამომავლოდ ზღვისპირა ზოლში მდებარე კორპუსების აღება იგეგმება, ქალაქის მერმა  წინა საარჩვენოდ ოპოზიციის მორიგი დეზონფორმაცია უწოდა.
     _ ჩვენს უბანში ბოლო სამი წლის განმავლობაში მართლაც ბევრი გაკეთდა, _ გვითხრა თამარის დასახლების მკვიდრმა ნათელა ანთაძემ. _ მოასფალტდა ეზოები, გაგვიკეთეს სკვერები, მოწესრიგდა კანალიზაცია, მაგრამ ჩემისთანა  მოხუცების ერთადერთი მოთხოვანა პენსიების გაზრდაა.
      _ პენსიის მატებასთან დაკავშირებით, მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ ერთი ქალაქის მასშტაბით, ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, ამაზე სახელმწიფომ უნდა  მიიღოს შესაბამისი განკარგულება.  თუმცა ვიმედოვნებ, ეს მალე მოხდება და მოსახლოება გაზრდილ პენსიას მიღებს._ განაცხადა ჟურნამისტებთან საუბარში  რობერტი ჩხაიძემ.
     ქალაქ ბათუმის მერი იმავე დღეს  ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის მცხოვრებლებსაც შეხვდა.

22.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
ukan
amindis prognozi
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 4 °C + 3 °C
ღამით -2 °C -1 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.