მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
,,ხალხის არჩევანი’’
8 მაისიდან 28  მაისის ჩათვლით 11:30 წუთზე  ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ და ტელეარხი ,, 25”  მაყურებელს  საარჩევნო თემატიკაზე მომზადებულ  გადაცემას ,,ხალხის არჩევანს’’ პირდაპირ ეთერში ყოველდღე, კვირის გარდა შესთავაზებს.
_პროექტის მიზანია, არჩვენებამდე კანდიდატები  გავაცნოთ  ბათუმელებს.  ისინი  ყოველ საღამოს პირდაპირ ეთერში წარსდგებიან ამომრჩევლების წინაშე და იმ ოლქის პრობლემებზე ისაუბრებენ, სადაც კენჭს იყრიან, ასევე მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილებენ ყურადღებას,  ჩვენ კი,  თითოეულის არჩევის შემთხვევაში,  მათ დაპირებებს გავუწევთ მონიტორიგს._ აღნიშნა ,,დემოკრატიის ინსტიტუტის’’ დირექტორმა გენო გელაძემ.
8 -დან 25 მაისის ჩათვლით საეთერო დრო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაეთმობათ, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი ეთერს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიის პირველი ნომრები დაიკავებენ. გადაცემის ფორმატი კანდიდატების მიერ მოქალაქეების შეკითხვასა  და მაყურებლის სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემას, ასევე მონაწილეთა შორის დებატებს ითვალისწინებს. ,,ხალხის არჩევანში” ერთდროულად მონაწილეობას ერთი რომელიმე ოლქის 3 ან 4 კანდიდატი მიიღებს. გადაცემაში მონაწილეობას მხოლოდ ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და საარჩევნო სიის პირველი ნომრები მიიღებენ.
_ მივესალმებით მსგავსი გადაცემის ეთერში გასვლას, _ გვითხრა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელმა გიორგი კირთაძემ. _ ჩვენი პარტიის თითქმის ყველა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ დებატებში. ამით კიდევ ერთი შანსი გვეძლევა ამომრჩევლთა წინაშე საარჩევნი პროგრამით წარვსდგეთ.
_ ყველას გვექნება საშუალება, რომ საჯაროდ საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მოვახდინოთ, ასევე ვისაუბროთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ საკრებულოშო მოვლის შემდეგ, _ აღნიშნა რესპუბლიკელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, _ უკვე გაჟღერდა,  რომ  მმართველი გუნდის მხოლოდ ხუთი მაჟორიტარი მიიღებს დებატებში მონაწილეობას, ეს მათ სისუსტეზე მეტყველებს.
კანდიდატთა სიმრავლისა და ტელევიზიის მწირი ტექნიკური შესაძლებლობების გამო ტელეარხი პროექტის ფარგლებში საეთერო დროის დათმობას იმ კანდიდატებისათვის ვერ ახერხებს, რომლებიც კენჭს ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებში იყრიან.
არასამთავრობო ორგანიზაციამ პროექტის პრეზენტაციაზ დებატებში მონაწილე საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო სუბიექტების რიგითობის განსაზღვრის მიზნით კენჭისყრა ჩაატარა
პროექტს ,,დემოკრატიის ინსტიტუტი’’  ,,ტელეარხ-25’’-თან ერთად უსაიდ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

06.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: 20
: Stay ifnormaitve, San Diego, yeah boy!
ukan
amindis prognozi
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 6 °C + 4 °C
ღამით + 3 °C -3 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.