 |
 |
 |
 |
 |
|
ლექსო, არ დაიკარგები |
ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდულ განყოფილებაში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო ცნობილი ლიტერატორის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პოეტის, მთარგმნელის, ირანისტის და ფოლკლორისტის ვახუშტი კოტეტიშვილის ხსოვნას მიეძღნა.
ვახუშტი კოტეტიშვილი იყო უამრავი სამეცნიერო მონოგრაფიის ავტორი, ქართულ ენაზე სპარსული პოეზიის დიდოსტატი მთარგმნელი, ამასთან გადმოქართულებული ჰქონდა გერმანულ, რუსულ და ესპანურენოვანი ლიტერატურა. ცოტა ხნის წინათ გამოიცა მისი ერთი შეხედვით მონოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები, სინამდვილეში კი თვალმოუცილებლად საკითხავი რომანი - ”ჩემი ცხოვრება”. სიცოცხლეში ვახუშტი კოტეტიშვილს მინიჭებული ჰქონდა საფრანგეთის, ავსტრიის და საქართველოს ლიტერატურული პრემიები. ირანის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, კოტეტიშვილი ირანულიდან მთარგმენლთა შორის მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულში მოხვდა და 2007 წელს ირანის სამთავრობო სიგელით დაჯილდოვდა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მიიღო ბოლო ჯილდო, ”საბას” პრემია - ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ქართული ფოლკლორის მოამაგის მიერ შეგროვებული ხალხური პოეზიის ნიმუშების პრეზენტაცია ბათუმის #16, #10 და ,,ელიტარული’’ სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს. შეხვედრა ანსამბლ ,,თოლიას’’ შემოქმედებამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ხალხური ლექსები, ცეკვები და სიმღერებიც იყო წარმოდგენილი.
ხალხური თემატიკა ღონისძიების ავტორებმა სპეციალურად შეარჩიეს. ამ გზით მათ სურდათ ბავშვებში ქართული ხალხური მემკვიდრეობისადმი ინტერესი უმცროსი ასაკიდანვე გაეღვივებინათ.
_ უდავოდ ფასდაუდებელია ვახუშტი კოტეტიშვილის ღვაწლი ქართულ ფილკლორში. მან ფეხით მოიარა მთელი საქართველო, ფოლკლორული ნიმუშები მარგალიტებად აკინძა და ჩვენს თაობას და ქვეყანას დაუტოვა. დღევანდელი საღამოთი, გვინდოდა რომ მოზარდ თაობაში ხალხური პოეზიის პობულარიზაციას ემსახურება, _ გვითხრა საბავშო ბიბლიოთეკის განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ, _ აქედან გასული ბავშვი ერთ ლექსს მაინც ზეპირად თუ დაიმახსოვრებს ჩვენი მისია შერულებული იქნება.
_ დღევანდელი შეხვედრით აღფრთოვანებული ვარ, ბავშვებმა არა მხოლოდ წარმოადგინეს, არამედ გაითავისეს კიდეც ღონისძიების თემატიკა. დარწმუნებული ვარ, თითოეულ მათგანში ქართული ხალხური პოეზია სამომავლოდ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს _ აღნიშნა აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მათე ტაკიძემ.
06.05.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|