|
დაიწყო ერთიან სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლის უფლების მოსაპოვებლად მაგისტრატნტობის კანდიდატებს ეროვნულ საგამოცდო ცენტრში ზოგად უნარებში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება. სპეციალობის შესაბამის დისციპლინაში ტესტირებას იმ უმაღლეს სასწავლებელში გაივლიან, სადაც უშუალოდ სწავლის გაგრძელება სურთ.
წინა წლისაგან განსახვავებით, საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ევალებათ. 2010-2011 სასწავლო წელს სახელმწიფო მაგისტრანტის სწავლას 2 მილიონით დააფინანსებს. 1000 კონკურსანტი 1000-დან 2250 ლარამდე სრულ გრანტს მიიღებს, რომლის განაწილების წესი უცვლელია. თანხის 10 პროცენტია გათვალისწინებული რეიტინგული სიის მიხედვით უმაღლესი აკადემიური მაჩვენებლის მქონე მაგისტრანტებზე, 40 პროცენტი თანაბარდ გადანაწილდება შემდეგ მიმართულებებზე: ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, ხელოვნება, ჯანდაცვა, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები. რაც შეეხება დარჩენილ 50 პროცენტს, მოხმარდება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს. კერძოდ: ჰუმანიტარული, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყევლო მეცნიერებებს. ამით, როგორც ახალგაზრდბის ისეთი დარგებით დაინტერესებაც, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის.
საერთო სამაგისტრო გამოცდა წელსაც ორ ნაწილად, ორ დღის განმავლობაში ჩატარდება. ტესტის სტრუქტურაც უცვლელია და შედგება ოთხი მიმართულებისაგან. წაკითხულის გააზრება წარმოაჩენს მაგისტრანტობის კანდიდატის უნარს, თუ რამდენად შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა და აზრის გამოტანა, მოვლენებსა და გაქტებს შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირიბის დანახვა, ძირითადსა და მეორეხარისხოვანის, ფაქტისა და ვარაუდის ერთმანეთისგან გამიჯვნა. აპლიკანტს მოეთხოვება თვალსაზრისის დასაბუთება, კრიტიკული ანალიზი და ლოგიკური მსჯეობა, რასაც ანალიტიკური წერის და ლოგიკური დასკვნის საშუალებით წარმოაჩენს. რაც შეეხება რაოდენობრივი სახით იწოდებული ინფორმაციის დამუშავებას ამის ცოდნას რაოდენობრივი მსჯელობა გამოავლენს. ტესტის პირველი ნაწილის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კვლავ 30 პროცენტია, ხოლო მეოთხე ნაწილი - 25. გამოსაცდელს კონკურსში მონაწილეობის მიღება სამ ნაწილიში მინიმალური ზღვრის გადალახვის შემთხვევაში ეძლევა, ხოლო თუ რომელია მათგან სავალდებულო, ამას უმაღლესი სასწავლებელი განსაზღვრავს. ერთიანი სამაგისტრო გამოცდაზე მიღებული ქულების გამოყენება სამი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
მაგისტრატურაში მიღება აჭარაში მოქმედმა ხუთივე უმაღლესმა სასწავლებელმა გამოაცხადა. ვაკანტური 657 ადგილია, რომლის ძირითადი ნაწილი - 463 ვაკანსია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაა განსაზღვრული. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი 105 მაგიიტრანტს ელოდება, ბათუმის საზღვაო აკადემია 45-ს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი 39-ს და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი - 5-ს.
06.05.2010 |