მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
საუბრები ჯეკ ლონდონზე

ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში  აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში ცნობილი ამრიკელი მწერლის ჯეკ ლონდონის ლიტერატურული საღამო  გაუმართა.

ჯეკ ლონდონმა თავისი პირველი მოთხრობა სან-ფრანცისკოს გაზეთ `კოლის~ მიერ გამოცხადებული კონკურსისათვის დაწერა. ეს იყო `ტაიფუნი იაპონიის ნაპირთან~, რომელმაც პირველი ჯილდო მიიღო. შემდგომ იყო სან-ფრანცისკოს ჟურნალი  `ოვერლენდ მანზლი~, რომელშიც გამოაქვეყნა მისი პირველი ჩრდილოური მოთხრობა `მათთვის ვინც გზაშია~. ამას მოჰყვა სხვა მოთხრობები, რომლებიც `ჩრდილოეთის ოდისეასთან~ ერთად 1900 წელს ერთ კრებულად გამოიცა სახელწოდებით `მგლის შვილი~. მალე ჯეკ ლონდონი სახელგანთქმული მწერალი გახდა. მის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი რომანები როგორიცაა: ,,მგლის შვილის’’,  ,,მის წინაპართა ღმერთი~, ,,ყინვის შვილები’’, ,,ადამიანის რწმენა~,  ,,ქალის სიძულვილი’’ "სიცოცხლის სიყვარული’’, ,, დაკარგული სახე’’,  ,,სმოკბელიუ’’ ,,თოვლის ასული’’ , ,,წინაპართა ძახილი’’,  ,,თეთრი ეშვი’’ `დიდი სახლის პატარა დიასახლისი~ და უმარავი მოთხრობა..

ჯეკ ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება რომანი `მარტინ იდენი~, სადაც თავი მოიყარა მწერლის ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, მისმა ნააზრევმა და განცდილმა, პირადმა და საზოგადოებრვმა. თვითონ ავტორსაც არ უარუყვია, რომ ამ რომანის გმირი მისი მსგავსებაა, მაგრამ რა თქმა უნდა იგი მეტად განზოგადებული.

ლიტერატურულ საღამოზე ,,ამერიკული კუთხის’’ მკითხველები და საჯარო სკოლების მასწავლებლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ამერიკელი მწერლის ბიოგრაფია და მისი ნაწარმოებებიდან მნიშვნელოვანი გამონათქვამები ქართულსა და ინგლისურ ენაზე წაიკითხეს.

- ახლოს გავეცანი ამ გენიალური მწერლის ტრაგიკულ ბიოგრაფიას. განვიხილეთ მისი ნაწარმოებები, რომლებიც თითოეული მკითხველისთვის საინტერესო და მიმზიდველია. ასევე ვისაუბრეთ მისი გამონათქვამების შესახებ, - გვითხრა #14 სკოლის მოსწავლე მარიამ დარახველიძემ.

- დღევანდელი საღამო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი,  ჩემი საყვარელი მწერლის ცხოვრების სიღრმისეულ დეტალებს  გავეცანი, - აღნიშნა #1 საჯარო სკოლის მოსწავლემ თეონა მენაბდემ, - ძალიან მომწონს ,, დიდი სახლის პატარა დიასახლისი’’ და ,,მარტინ იდენი’’, ორივე რომანში  სიცოცხლისა და სიკდილის  დაპირისპირებაა, რაც მარადიული და ამოუწურავი თემაა.

- ჯეკ ლონდონი საქართველოში ძალიან პოპულარული უცხოელი მწერალია, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,ამერიკული კუთხის’’ კოორდინატორმა ლია გოგიტიძემ. - ამიტომაც შევარჩიეთ კვირეულის თემად მის შემოქმედება, რასაც დღემდე ინტერესით ეცნობა როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი  ახალგაზრდობა. თითქმის 95 წელი გავიდა ჯეკ ლონდონის   გარდაცვალებიდან და მისი 24 რომანი ვრცელი ტირაჟით ყოველწლიურად იბეჭდება.


06.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: 20
: That's not even 10 miutnes well spent!
: I'm not easily imepssred. . . but that's impressing me! :)
ukan
amindis prognozi
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 4 °C + 3 °C
ღამით -2 °C -1 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.