მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
2012.05.01    კინაღამ შემდგარი დუელი გურულ იტალიელ ბიზნესმენთან
"ვეძებ ცოლს, შეიძლება სხვისიც, ოღონდ დიდი მკერდით"! _ "ადნოკლასნიკებში" განთავსებული ამ ორიგინალური განცხადების ავტორს გურულ იტალიელს, ბატონ თემურ კილაძეს რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის "ჭადრების ბაღში" შევხვდი, ვესაუბრე და ნატაშას გულისთვის დუელშიც გამოვიწვიე...
2012.05.01    სამოქალაქო რეესტრში კომპიუტერები მოიპარეს
ლანჩხუთის სამოქალაქო რეესტრის კაბინეტიდან გასულ ხუთშაბათს, ღამით ორი კომპიუტერი თავისი აღჭურვილობით მოიპარეს.
2012.05.01    ჩემი გულისტკივილი
აგრარული უნივერსიტეტის ჩამოყალიბების მიზნით ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში ჩატარდა თანამშრომელთა ეტაპობრივი შემოწმება. საბოლოო საფეხურს წარმოადგენდა მეცნიერ-მუშაკებთან გასაუბრება თავისუფალ უნივერსიტეტში, რის შემდეგაც ჩვენი ინსტიტუტის დირექტორთან შეთანხმების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გარკვეული კატეგორიის ხალხის განთავისუფლების შესახებ. შედეგად მიღებულ იქნა ინსტიტუტის გაუგებარი მოდელი, რომელშიც ფაქტობრივად ლიკვიდირებულია სამეცნიერო საქმიანობის წარმმართველი ბიოქიმიის, ტექნოლოგიისა და ახალი სახის პროდუქტების და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ლაბორატორია, მაშინ როცა შემცირება ფაქტობრივად არ შეხებია მექანიზაციისა და სხვა ლაბორატორიებს.
2012.05.01    `ამ გათვლებით კოლეჯის დამფუძნებელი და მფლობელი გახდება ბენდუქიძე~
,,სულ ცოტა ხნის წინ, პროფესიული კოლეჯი ,,ჰორიზონტი" გარემონტდა და პომპეზურედ გაიხსნა. სასიხარულო ფაქტია რაიონში პროფესიული სასწავლებლის არსებობა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ახალგაზრდების მიგრაციის დონე არის მაღალი. აღნიშნულ სასწავლებელში დასაქმებულია 30 თანამშრომელი და საწავლებელ მოემსახურება 220-250 სტუდენტს. აღსანიშნავია, რომ გახსნის დღიდან ის ექვემდებარებოდა განათლების სამინისტროს, ხოლო სულ რაღაც ერთი კვირის წინ ის გარდაიქმნა ა.ი.პ.-ად. Gგახსნის დღეს გაჟღერდა განათლების მინისტრის მხრიდან, რომ კოლეჯი და ა.ი.პი. ,,საქართველოს განათლების აგრარულ უნივერსიტეტი,~ მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ
2012.05.01    Lლელა ნაცალაძემ კოტე შარაშენიძეს `ვითომ ოპოზიციონერი~ უწოდა
ლელა ნაცვალაძემ `ქართული ოცნების~ ოფისს ოზურგეთში ნაციონალური მოძრაობის ფილიალი უწოდა. Mმან გუშინ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ოფისის ხელმძღვანელს, კოტე შარაშენიძეს ხელისუფლებისაგან ,,ხელდასმული", გუშინდელი `პოლიტიკური ბარტყი~ და `ვითომ ოპოზიციონერი~ უწოდა. თქვა, რომ ოზურგეთის მოსახლეობა აგროვებს ხელმოწერებს იმისთვის, რომ კოტე შარაშენიძე აღარ იყოს ოფისის ხელმძღვანელი. ნაცვალაძის ინფორმაციით, 500-მდე ხელმოწერა უკვე შეგროვებულია. Mმისი თქმით, მუხტი, რომელიც მოსახლეობაში იყო, ახალი ძალის გამოჩენის შემდეგ, შარაშენიძის დანიშვნის გამო შემცირდა.
2012.05.01    ხელისუფლების პოზიცია საშვის შემოღებასთან დაკავშირებით ურყევია
2003 წლის ნოემბერში `ვარდების რევოლუციის~ მომდევნო დღეებში ახალმა ხელისუფლებამ მთავრობის სახლის გარშემო რკინის მესერი მოხსნა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას და მოსახლეობას შორის ბარიერები აღარ იქნებოდა. ადრე ხელისუფლება იცავდა თავს ხალხისაგან, ახლა ხელისუფლება დაიცავს ხალხს... როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შენობაში შესვლაზე საშვი შემოიღეს, სწორედ ზემოთქმული ამოტივტივდა გონებიდან. Pპირველი, რამაც დამაინტერესა, ის იყო, გამეგო, თუ ეს შეზღუდვა მარტო ოზურგეთში ხდებოდა, თუ სხვა მუნიციპალიტეტებიც.
2012.05.01    სკოლის დირექტორი, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად გასულ არჩევნებს ასახელებს
_ტენდენციებს რომ არ ვხედავდე, მაშინ არ შეგაწუხებდით, _ ასე დაიწყო მელექედურის საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა ნათელა თოხაძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული პრესკონფერენცია და სამსახურიდან გათავისუფლების მთავარ მიზეზად ბოლოს მაინც მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა. მისი თქმით, ყველაფერი იქედან დაიწყო, რაც მისი და სოფლის ყოფილი გამგებლის შეხედულებები გაიყო.
2012.04.30    "გამარჯობა, ხალხო" და გაუმარჯოს ვარსკვლავებს!!! - გაბრიელ მდინარაძის, ამირან ქადეიშვილისა და ვასილ ჩიგოგიძის ვარსკვლავები ოზურგეთის თეატრში
ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის, ბატონი გაბრიელ მდინარაძის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ბატონი ამირან ქადეიშვილისა და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ბატონი ვასილ ჩიგოგიძის ვარსკვლავები გაიხსნა.
2012.04.30    "ქართულ ოცნებას" ვერ გაურკვევია ანასეული სოფელია თუ ქალაქი - დავით ბერძენიშვილმა გურიის რეგიონში შეხვედრები დაიწყო
კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გურიის რეგიონის პოლიტიკურმა კოორდინატორმა დავით ბერძენიშვილმა 27 აპრილს ოზურგეთში შეხვედრა გამართა კოალიციის ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელებთან.
2012.04.30    კოტე შარაშენიძემ პოზიციები გაიმაგრა თბილისში ჩასული კახა კეჭაყმაძე დაიწუნეს
"ქართული ოცნების" ადგილობრივ ლიდერად კოტე შარაშენიძე რჩება. ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ამ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს. `გურიის მოამბე~ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარისაგან ყველამ თავი შეიკავა.
2012.04.30    მელექედურის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ერთი სხდომის ორ ოქმს აპროტესტებს
იურისტი მიხეილ შილაკაძე ნათელა თოხაძის ბრალდებას პასუხობს: "არანაირი ორი ოქმი არ არსებობს, პირველი ვარიანტი იყო სამართლებრივად გაუმართავი, მე ვალდებულება მქონდა, წესრიგში მომეყვანა ყველაფერი, ეს იყო პროექტი და არა ოფიციალური დოკუმენტი".
2012.04.30    რა გახდა გობრონიძეების სახლის ნგრევის მიზეზი, არამყარი საფუძველი თუ გზაზე მომუშავე სატვირთოები?!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში გობრონიძეების 6-სულიანი ოჯახი, 3 წელია ავარიულ, ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობენ. ოჯახის წევრები სახლის დაზიანების მიზეზად ოზურგეთი-ურეკის ცენტრალური გზის შეკეთების სამუშაოების დროს, მძიმე სატვირთო მანქანების აქტიურ მოძრაობას ვარაუდობენ, რისგან გამოწვეულმა რყევებმაც სახლს ჯერ ბზარები გაუჩინა, შემდეგ კი მისი უკანა ნაწილის მთლიანად ნგრევა გამოიწვია:
2012.04.30    შესაძლოა საკრებულოს დეპუტატებს საშვთა სისტემა აღარ შეეხოთ
ოზურგეთის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე პეტრე სალუქვაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე თემაზე სასაუბროდ_საშვთა სისტემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც დაახლოებით თვენახევრის წინ, როგორც საცდელი პროექტი ინდივიდუალური იურიდიული აქტის საფუძველზე ამოქმედდა, მის თაობაზე ნორმატიული აქტი, კი წინა კვირაში გამართულ საკრებულოს სხდომაზე განიხილეს, გადაცემა ფლიპ-კამერაში მოვიწვიეთ.
2012.04.30    თავსურებში ღელეს ადიდებამ პანიკა გამოიწვია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თავსურებიდან 10 კილომეტრში, ვანის მუნიციპალიტეტის საზღვართან, ინფანტელეს ღელეს ადიდებამ, ზემო ჩოხატაურის სუფსის პირა სოფლებში პანიკა გამოიწვია.
2012.04.30    120 წელი ამერიკასა და ევროპაში გურული მოჯირითეების მოგზაურობიდან - ირაკლი მახარაძე: "თუ ხარ გურული, უნდა იყო ქართველი, თუ ხარ ქართველი უნდა იყო გურული"
120 წელი შესრულდა ამერიკასა და ევროპაში გურული ცხენოსნების მოგზაურობიდან. ამ საუბილეო თარიღის აღნიშვნის პატივი ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ხვდა წილად. `პირველი დესპანები ამერიკაში~, ასე ერქვა ღონისძიებას და მართლაც გურულები იყნენ პირველები, ვინც, ამერიკაში გაიტანეს ქართული კულტურა, ფოლკლორი, ცხენოსნობის ისტორია და თავისდაუნებურად გარკვეული წვლილიც შეიტანეს ამერიკული შოუ-ბიზნესის განვითარებაში.
<<   1234567 >>
ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.