რაც უფრო ახლ;ოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით უფრო ძლიერდება საზოგადოების ინტერესი არჩევნებთან დაკავშირებული თემების ირგვლივ. ერთ-ერთი ძირითადი კი ამ თემებში ისაა თუ ვის კანდიდატურებს წარადგენენ ხელისუფლება და ოპოზიციის წარმომადგენლები მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატების პოსტზე.
12 მაისს საქართველოს მასშტაბით, 69 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში `რა?სად?როდის?~ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა გურიის სამივე მუნიციპალიტეტმა მიიღო, ოზურგეთში ინტელექტუალური თამაში შეჯიბრი სახელმწიფო თეატრის შენობაში გაიმართა, სადაც 28 გუნდი მონაწილეობდა, დაგროვებული ქულების მიხედვით პირველ ადგილზე კვირიკეთის საჯარო სკოლა, მეორეზე შემოქმედის საჯარო სკოლა, მესამეზე კი ოზურგეთის #3 საჯარო სკოლა გავიდა.
რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ ლელა ნაცვალაძის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულმა განცხადებებმა, სადაც ის კოალიცია `ქართული ოცნების~ ხელმძღვანელს კოტე შარაშენიძეს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებდა, კოალიციაში შემავალი პარტიის წევრებს კი ამ გაუგებრობებში ხელოვნურად შეყვანილებს უწოდებდა, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუ ერთ ნაწილს ნაცვალაძის განცხადებებში ეჭვი არ შეჰქონდა, გარკვეული ნაწილი მას, როგორც ხელისუფლების დაკვეთის და დავალების შემსრულებლად მოიხსენიებდა. იყო თუ არა მოულოდნელი კოალიციის წევრებისთვის ოპოზიციონერი ქალბატონის განცხადებები, ან რას უპირისპირებენ ნაცვალაძის განცხადებებს, ამაზე `ფლიპ-კამერაში~დღეს ოზურგეთში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე საუბრობდა.
30 აპრილს `ქართული ოცნების~ გურიის რეგიონის პოლიტიკურმა კურატორმა დავით ბერძენიშვილმა, კოალიციის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრები გამართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში _ გორაბერეჟოულში, გუთურში, გოგოლესუბანში, დაბლაციხესა და ბუკისციხეში. ბერძენიშვილმა არც თუ ისე მრავლად შეკრებილ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურობისაკენ მოუწოდა და `ქართული ოცნების~ პრიორიტეტებიც გააცნო:
ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი სამტრედია-გრიგოლეთი-ჩოლოქის საერთაშორისო გზის მშენებლობისთვის საქართველოს დაფინანსებას გამოუყოფენ.
ჩქაროსნული გზის გურიის მონაკვეთის მშენებლობის ღირებულებამ 190 მილიონი ევრო შეადგინა, აქედან ევროპის საინვესტიციო ბანკი, საქართველოს სასესხო ხელშეკრულების სახით, გრძელვადიანი და შეღავათიანი პირობებით 170 მილიონ ევროს გამოუყოფს, ხოლო დანარჩენ 20 მილიონ ევროს მშენებლობისთვის გრანტის სახით ევროკავშირი გაიღებს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანჭათი ბოლო დროს ქართულ ტელესივრცეში ლიდერ პოზიციაზე დგას. გურიაში სხვა სოფლებისგან არაფრით გამორჩეულმა ცნობადობა, იმედის არხზე ახალი პროექტის `ცეკვავენ ვარსკვლავების~ დაწყების პარალელურად შეიძინა, პროექტის გამარჯვებულ სამორი ბალდეს ჭანჭათთან ბავშვობა, დედულეთი და ბავშვობის მეგობრები დღემდე მჭიდროდ აკავშირებს. ადგილობრივები მათთვის გამორჩეულად საყვარელ სამორიკაზე `გურიის მოამბესთან~ სიამოვნებით საუბრობენ და იმ ისტორიებს იხსენებენ, რითიც თითოეულს დაამახსოვრა თავი.
ოზურგეთის ცენტრალურ კლინიკაში სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ბავშვთა პროფილის სტაციონარის ამოქმედების შედეგად ბავშვთა საავადმყოფოს 30-მდე მედპერსონალი უსამსახუროდ დარჩება. ახალი სამუშაო ადგილების შეთავაზებაზე ბავშვთა საავადმყოფოში პედიატრებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მედდების გარკვეულ რაოდენობას კი ახალი სამსახურების ძებნა მოუწევთ, რადგან, როგორც ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი დავით მდინარაძე აცხადებს, ახალ კლინიკას ამ რაოდენობის მედდა ნამდვილად არ დასჭირდება.
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.