მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
sakonferencio darbazebi
ახალგაზრდული ცენტრის ”პროგრესი” საკონფერენციო დარბაზი
ახალგაზრდული ცენტრი პროგრესი (არასამთავრობო ორგანიზაცია) საკონფერენციო დარბაზი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრში. დარბაზი იძლევა 20-მდე ადამიანის დატევის საშუალებას. არის სველი წერტილები და ლანჩის მოსაწყობი ადგილი.  

 Targmne.com 
მისამართი: ჩოხატაური, რუსთაველის 10
ტელეფონი: 893 35 34 15
ელ.ფოსტა: zaza-vzu@mail.ru
     
     
ukan
mTavari Tema
2012.05.15    ოპოზიციიდან დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია, ვის დაუპირისპირებს მათ ხელისუფლება
რაც უფრო ახლ;ოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით უფრო ძლიერდება საზოგადოების ინტერესი არჩევნებთან დაკავშირებული თემების ირგვლივ. ერთ-ერთი ძირითადი კი ამ თემებში ისაა თუ ვის კანდიდატურებს წარადგენენ ხელისუფლება და ოპოზიციის წარმომადგენლები მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატების პოსტზე.
2012.05.15    "ხარიტონი" და "ხრიდოლი" მორიგ სკანდალში გაეხვა _ ვანო ჩხაიძემ ოზურგეთის "რა? სად? როდის?" ლანჩხუთიდან გააყალბა? - ინტელექტუალური თამაშები ოზურგეთში სკანდალურად დასრულდა
12 მაისს საქართველოს მასშტაბით, 69 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში `რა?სად?როდის?~ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა გურიის სამივე მუნიციპალიტეტმა მიიღო, ოზურგეთში ინტელექტუალური თამაში შეჯიბრი სახელმწიფო თეატრის შენობაში გაიმართა, სადაც 28 გუნდი მონაწილეობდა, დაგროვებული ქულების მიხედვით პირველ ადგილზე კვირიკეთის საჯარო სკოლა, მეორეზე შემოქმედის საჯარო სკოლა, მესამეზე კი ოზურგეთის #3 საჯარო სკოლა გავიდა.
2012.05.15    "ფლიპ-კამერა” - ტიფო მიქატაძე "ქართული ოცნების" მისამართით გაკეთებული განცხადებების უკან ხელისუფლებისგან მართვად ფსევდოოპოზიციურ ჯგუფებს მოიაზრებს
რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ ლელა ნაცვალაძის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულმა განცხადებებმა, სადაც ის კოალიცია `ქართული ოცნების~ ხელმძღვანელს კოტე შარაშენიძეს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებდა, კოალიციაში შემავალი პარტიის წევრებს კი ამ გაუგებრობებში ხელოვნურად შეყვანილებს უწოდებდა, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუ ერთ ნაწილს ნაცვალაძის განცხადებებში ეჭვი არ შეჰქონდა, გარკვეული ნაწილი მას, როგორც ხელისუფლების დაკვეთის და დავალების შემსრულებლად მოიხსენიებდა. იყო თუ არა მოულოდნელი კოალიციის წევრებისთვის ოპოზიციონერი ქალბატონის განცხადებები, ან რას უპირისპირებენ ნაცვალაძის განცხადებებს, ამაზე `ფლიპ-კამერაში~დღეს ოზურგეთში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე საუბრობდა.
2012.05.15    ჩოხატაურის სოფლების მოსახლეობასთან "ქართული ოცნების" შეხვედრების ექო
30 აპრილს `ქართული ოცნების~ გურიის რეგიონის პოლიტიკურმა კურატორმა დავით ბერძენიშვილმა, კოალიციის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრები გამართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში _ გორაბერეჟოულში, გუთურში, გოგოლესუბანში, დაბლაციხესა და ბუკისციხეში. ბერძენიშვილმა არც თუ ისე მრავლად შეკრებილ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურობისაკენ მოუწოდა და `ქართული ოცნების~ პრიორიტეტებიც გააცნო:
2012.05.15    ჩქაროსნული გზის გურიის მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება _ სამტრედია-გრიგოლეთი-ჩოლოქის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე 5 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება
ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი სამტრედია-გრიგოლეთი-ჩოლოქის საერთაშორისო გზის მშენებლობისთვის საქართველოს დაფინანსებას გამოუყოფენ. ჩქაროსნული გზის გურიის მონაკვეთის მშენებლობის ღირებულებამ 190 მილიონი ევრო შეადგინა, აქედან ევროპის საინვესტიციო ბანკი, საქართველოს სასესხო ხელშეკრულების სახით, გრძელვადიანი და შეღავათიანი პირობებით 170 მილიონ ევროს გამოუყოფს, ხოლო დანარჩენ 20 მილიონ ევროს მშენებლობისთვის გრანტის სახით ევროკავშირი გაიღებს.
2012.05.15    ცნობილმა ოფთალმოლოგმა ოზურგეთში 2 დღეში 30-მდე ოპერაცია ჩაატარა
გასულ კვირას ორი დღის განმავლობაში ოზურგეთის ცენტრალურ კლინიკაში დაახლოებით 30-მდე პაციენტს თვალის ოპერაცია პროფესორმა გიორგი პეტრიაშვილმა გაუკეთა.
2012.05.15    სამორი - ჭანჭათელი "სამორიკას" გზა ვარსკვლავობამდე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანჭათი ბოლო დროს ქართულ ტელესივრცეში ლიდერ პოზიციაზე დგას. გურიაში სხვა სოფლებისგან არაფრით გამორჩეულმა ცნობადობა, იმედის არხზე ახალი პროექტის `ცეკვავენ ვარსკვლავების~ დაწყების პარალელურად შეიძინა, პროექტის გამარჯვებულ სამორი ბალდეს ჭანჭათთან ბავშვობა, დედულეთი და ბავშვობის მეგობრები დღემდე მჭიდროდ აკავშირებს. ადგილობრივები მათთვის გამორჩეულად საყვარელ სამორიკაზე `გურიის მოამბესთან~ სიამოვნებით საუბრობენ და იმ ისტორიებს იხსენებენ, რითიც თითოეულს დაამახსოვრა თავი.
2012.05.07    მედალფამ ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოც შთანთქა - კიდევ ერთი შფოთი მედპერსონალში, ამჯერად 30-მდე მედდა უმუშევარი რჩება
ოზურგეთის ცენტრალურ კლინიკაში სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ბავშვთა პროფილის სტაციონარის ამოქმედების შედეგად ბავშვთა საავადმყოფოს 30-მდე მედპერსონალი უსამსახუროდ დარჩება. ახალი სამუშაო ადგილების შეთავაზებაზე ბავშვთა საავადმყოფოში პედიატრებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მედდების გარკვეულ რაოდენობას კი ახალი სამსახურების ძებნა მოუწევთ, რადგან, როგორც ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი დავით მდინარაძე აცხადებს, ახალ კლინიკას ამ რაოდენობის მედდა ნამდვილად არ დასჭირდება.
arqivi
sad gavCerdeT
ღირშესანიშნაობანი
სასტუმროები
საკონფერენციო დარბაზები
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.