|
"ალიანსი
საქართველოსთვის" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ემზადება - ყოფილი სახალხო
დამცველი სოზარ
სუბარი "ალიანსში"
გაწევრიანდა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობას აპირებს,
ირაკლი ალასანია
თბილისის მერობის
კანდიდატად დასახელდა.
"ალიანსის სამომავლო
გეგმებზე წევრი
დავით ბერძენიშვილი
გვესაუბრება:
- ჩვენ დავიწყეთ
ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებისთვის მზადება.
2006 წელს სააკაშვილმა
თვითმმართველობის არჩევნები მოულოდნელად დანიშნა, თუმცა, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ეს არჩევნებიც 2010 წლის 30 მაისს ჩატარდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სექტემბრის ბოლოდან ვიყოთ საარჩევნო რეჟიმში.
- ხელისუფლება დიდი ხანია ემზადება არჩევნებისთვის.
შეძლებს ოპოზიცია
რეალური კონკურენცია
გაუწიოს მას? საზოგადოება იმედგაცრუებულია და არავის აღარ სჯერა.
- ჩვენ საარჩევნო
მანქანა, პრაქტიკულად,
მზად გვყავს.
"ალიანსს" ყველაზე
დიდი განფენილობა
აქვს მთელ საქართველოში, ასევე
საჭიროდ ჩავთვალეთ,
რომ თბილისელები
ინფორმირებულები იყვნენ, თუ ვის ვთავაზობთ მერობის
კანდიდატად. ჩვენთვის
სერიოზული წარმატებაა
სოზარ სუბარის
"ალიანსში" მოსვლა - ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში
ნდობის რეიტინგში
პირველია. ასევე
საზოგადოებაში საკმაოდ
რეიტინგულია ირაკლი
ალასანია. ასეთი
ორი პოლიტიკური
ფიგურა შევთავაზეთ
თბილისელებს ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებზე.
- ქვეყნის პოლიტიკურ
ცხოვრებაში რა ცვლილება შეიძლება შეიტანოს ადგილობრივმა არჩევნებმა?
- ჩვენ ამ არჩევნებს ვუყურებთ, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხების აუცილებელ ნაბიჯს. "ალიანსმა" გამოაცხადა:
ჩვენ მოვიგებთ
თბილისს, ჩვენ მოვიგებთ მთელ საქართველოს! ამიტომ ამ არჩევნებს დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მზად ვართ შევებრძოლოთ "ნაციონალურ
მოძრაობას".
- ქართული ოპოზიცია
დაქსაქსულია, არ შეინიშნება აქტიურობა, რაც ხელისუფლების სასარგებლოდ
მუშაობს.
- "ალიანსს" სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსტრუქციული ურთიერთობა
აქვს. საერთოდ,
ბოლო წლებში
ქართულმა ოპოზიციამ
ისწავლა ერთმანეთთან
კორექტული დამოკიდებულების
დამყარება. ჩვენ ვახერხებთ, რომ ხელისუფლება არ გავახაროთ შიდაოპოზიციური კინკლაობით. გვაქვს ერთმანეთისგან განსხვავებული
ტაქტიკა. რაკი
"ალიანსი" ძლიერია,
ჩვენ არ გავურბივართ რთულ კითხვებზე პასუხებს. შესაძლებელია თუ არა ვანო მერაბიშვილის
პირობებში სამართლიანი
არჩევნების ჩატარება?
ჩავერთეთ ამერიკის
დემოკრატიის ინსტიტუტის
მიერ ორგანიზებულ
საარჩევნო კოდექსზე
მუშაობაში და მაქსიმალურად ვცდილობთ საარჩევნო გარემო ასატანი იყოს.
- არჩევნების გაყალბების
ტექნოლოგიები ხელისუფლებისათვის
კარგად ნაცნობია,
შეიძლება ახალი
ნოვაციაც მოიფიქრონ.
- არ გვაქვს
იმის ილუზია,
რომ სააკაშვილის
ადმინისტრაცია სუფთა
არჩევნებს ჩაატარებს.
იმისთვის, რომ ხელისუფლების ხელში შემცირდეს გაყალბების მექანიზმი, უნდა გამოვიყენოთ საშინაო და საგარეო ფაქტორი.
ასეთ ვითარებაში
მცირეა იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება თბილისში გაიმარჯვებს.
- ოპოზიციიდან რომელ
ძალებს აქვთ გამარჯვების შანსი მთელი საქართველოს მასშტაბით?
- ივნისის მეორე
ნახევარში ქვეყნის
მასშტაბით ჩატარებულმა
კვლევებმა გვიჩვენა,
რომ "ნაცმოძრაობა"
და "ალიანსი
საქართველოსათვის" პირველ-მეორე ადგილზე არიან, მესამე-მეოთხეა ლეიბორისტები და "ფორუმი". მეხუთე - "ქრისტიან-დემოკრატები".
ქართული პოლიტიკური
სპექტრის ხუთეული
უცვლელია, თუმცა
მეექვსე პროტოპარტიის
შესაძლებლობაც ჩანს
- ეს არის ლევან გაჩეჩილაძის მოძრაობა
"დაიცავი საქართველოა!"
ბურჯანაძის, ოქრუაშვილის
და ზურაბიშვილის
პარტიები აპრილი
მაისის აქციების
დროს იყვნენ
მკვეთრი და მათ ხალხში გააჩინეს
მოლოდინი, რომ მიშა წავა. რადგან
ეს ლოზუნგი
არ იქნა რეალიზებული, ამიტომ ისინი მეტად დაზარალდნენ,
ვიდრე სხვები.
თუმცა რჩებიან
ჩვენს პოლიტიკურ
პარტნიორებად. ხელისუფლებას
აწყობს შიდაოპოზიციური
დაპირისპირება, ამიტომ
ვცდილობთ, ვიყოთ
კორექტულები.
- ასეთ მცირე
ვადაში შესაძლებელია
საარჩევნო გარემოს
გაუმჯობესება?
- არ ვფიქრობთ,
რომ რამდენიმე
თვეში შესაძლებელია
ქვეყანაში დემოკრატიული
ოაზისის შექმნა.
სააკაშვილი იძულებული
ხდება ჯერ იმიტაციური ქმედებებით, შემდეგ კი, რეალურად წამოვიდეს დათმობაზე _ ეს იქნება რეპრესიული მანქანის შემცირება, თუ მედიის გათავისუფლების
პროცესი, ვგულისხმობ
სამივე ნაციონალურ
არხს. ჰილარი
კლინტონთან შეხვედრის
დროს, მან პირდაპირ უთხრა სააკაშვილს, რომ მთავარია ორი საკითხი - ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატიზაცია. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ,
რომ ამერიკელები
განსაზღვრავენ საქართველოში
პოლიტიკურ დღის წესრიგს, ხელისუფალი იქნება ის, ვისაც ქართველი ხალხი
აირჩევს - ვინც ხალხს არ უნდა,
მას ვერავინ
ვერ დაგინიშნავს.
2008 წლის იანვარში
დასავლეთისთვის მოულოდნელი
იყო ლევან
გაჩეჩილაძის ასეთი
შედეგი - ისინი,
ფაქტობრივად, მას არ იცნობდნენ. ამიტომ
დროზე ადრე გამოაცხადეს სააკაშვილი გამარჯვებულად. შემდეგ
საპარლამენტო არჩევნების
შედეგებზე დაიდო
ეუთოს ნეგატიური
დასკვნა. ამჯერად
სააკაშვილს საარჩევნო
თვალსაზრისით დასავლეთისგან
ისეთი კარტბლანში
არ ექნება,
როგორიც აქამდე
ჰქონდა.. ვინც თბილისს მოიგებს, ის პოლიტიკური ძალა დააჩქარებს მთელი საქართველოს მოგებას. ქართული ოპოზიცია არის სერიოზული გამოცდილების
მქონე, ამიტომ
არის დიდი ალბათობა, რომ მან ცალკეული დიდი ქალაქები წაართვას სააკაშვილს, რასაც მოჰყვება ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ის რომ ჭკვიანი
კაცი იყოს,
საპარლამენტო არჩევნებს
დანიშნავდა და არა თვითმმართველობის, რადგან თბილისი ვერ ყალბდება ქვემო
ქართლის, თუ ჯავახეთის მოპარული ხმებით. როცა თვითმმართველი დიდი ქალაქები და ბევრი რაიონული ცენტრი
გამოეცლება ხელიდან,
მაშინ სიცრუის
მანქანა მნიშვნელოვნად
სუსტდება.
- თვითმმართველობა საქართველოში არ არის დამოუკიდებელი და ცენტრალური ხელისუფლების მარწუხებშია მოქცეული. რა შეიცვლება სამომავლოდ?
- უნდა შეიქმნას
თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების
ბალანსი. გამარჯვებული
პოლიტიკური ძალა აიძულებს ხელისუფლებას, რომ უფლებამოსილებების გადაცემა მოხდეს. ახლა მერიას აქვს ყველა ფუნქცია, საკრებულოებს
კი - ნომინალური.
ჩვენ დიდი შანსი გვაქვს ბათუმში,
ფოთში, ქუთაისში,
სადაც შეიძლება
ჩატარდეს მერის
პირდაპირი არჩევნები.
"ალიანსი" არ აპირებს კონცენტრირებული იყოს მხოლოდ თბილისში - ბრძოლა იქნება
მთელი ქვეყნის
მასშტაბით.
- რატომ გადაწყვიტა
ხელისუფლებამ მომდევნო
მოწვევის პარლამენტის
ქუთაისში გადატანა?
არ არის ხარჯები გათვლილი, მიზანი არ კონკრეტდება.
- სააკაშვილს არ სურს პარლამენტის სხდომები
ტარდებოდეს თბილისში.
ეს არის გაქცევა. ეს მკვდრადშობილი პროექტია,
რომელიც ხელისუფლების
მორიგი პიარაქციაა
სხვა თემების
გადასაფარავად. ქუთაისელებს
არ აქვთ მოთხოვნა, რაც შეიძლება მეტი დამლაგებლის ადგილი იშოვონ, პარლამენტის აპარატში მომუშავეები კი დარჩებიან სამსახურის
გარეშე. სააკაშვილი
თბილისზე იმდენად
გაღიზიანებულია, "უოლ სთრით ჟურნალს"
განუცხადა, რომ კენჭს იყრიდა ქალაქში,
რომლის 80%-ს ეზიზღებოდა. ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნების
ამოცანა არის პოლიტიკური, ასევე ინსტიტუციური მშენებლობისთვის წინგადადგმული ნაბიჯი,
სხვანაირად ქვეყანა
ვერ განვითარდება.
ჩვენ ბრძოლაში
ალასანია-სუბარის
დუეტი არის დომინანტი, რომლებიც ორ გამოცდილ პარტიასთან,
"რესპუბლიკელებთან" და "ახლებთან" არის ინტეგრირებული. საზოგადოება
თავად გადაწყვეტს,
თუ ვის დაუჭიროს მხარი.
ლელა სურმავა
06.10.2009 |