მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
თბილისის მოდის კვირეული - 2009
კვირეულის ღონისძიებები 24-25 ოქტომბერს ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობდა თბილისობის პარალელურად. კვირეულის ფარგლებში მოეწყო იკა ბობოხიძის და თეონა თავრთქილაძის 2009/10 წლის ზამთრის კოლექციის, ჯიჯი რეჯინის ფოტოპროექტის ` მე მიყვარს თბილისი~, ნინო არზიანის გრაფიკული ნამუშევრების, თამუნა ონგოროყვას 2010 წლის გაზაფხულის კოლექციისაა და ავთანდილ ცქვიტინიძის 2010 წლის გაზაფხულის-/ზაფხულის უახლესი კოლექციის ჩვენება. 
"გურიის მოამბე" ავთანდილ ცქვიტინიძის სტუმარი გახლდათ. ჩვენება გაიმართა 25 ოქტომბერს, საღამოს ათ საათზე, განახლებულ სასტუმროში `ივერია~, რომელსაც ძველებური სიმაღლე შემორჩა მხოლოდ. `ივერიას~ სასტუმრო `რადისსონ შAშ Iვერია~ ჰქვია. ჩვენება პირველ სართულზე დიდ დარბაზში (ბალლროომ), შედგა. 
კვირეულის პარტნიორები არიან თბილისის მერია და თბილისობა, მედია პარტნიორი _ ჟურნალი `ამარტა~. ორგანიზატორები _ კომპანიების `ჯორჯიან ივენტსის~ აღმასრულებელი დირექტორი, მაკა ყუბუსიძე და `ჯეომოდელსის~ დამფუძნებელი თაკო ჩხაიძე.
სახელთა ეს მოკლე ჩამონათვალიც უკვე საინტერესოა. სამწუხაროდ, ინტერვიუების ჩაწერის საშუალება არ მომეცა, თუმცა ჩემი სამოყვარულო ფოტოაპარატის ობიექტივმა ბევრი საინტერესო სახე დააფიქსირა. აქვე მადლობას ვუხდი ჯურნალ `პირველის~ ფოტორეპორტიორს ნათია ვარძელაშვილს, რომელმაც თავისი პროფესიონალი კამერის ფოტოები შემოგვთავაზა. 
ავთანდილ ცქვიტინიძის კოლექციაში სჭარბობდა თეთრი, შავი, კრემისფერი ფერები, კაბების უმრავლესობა გაწყობილი იყო სხვადასხვა ზომის მარგალიტებით, მოდელების სამკაული ძირითადად მსხვილი მარგალიტებისაგან აცმული გრძელი მძივები იყო, რომლებიც ხან ორიგინალურად ვარდებოდა უკან. კაბების სილუეტები შეიცავდა აპლიკაციებს, `ნაოჭებს,~ `პლისებს~, მაგრამ არა ქვედა ბოლოზე. ბუნებრივობის, ქალურობის ხაზგასმა ხდებოდა ქსოვილის არჩევანითაც. გამოყენებული იყო ძირითადად აბრეშუმი. ჩვენებას შავი, ორნამენტით გაწყობილი საორსულო კაბით უძღვებოდა თაკო ჩხაიძე. დასასრულს პოდიუმის დასაწყისში გამოჩნდა ავთანდილი მხრებზე შემოსკუპული თავისი ფერიასავით ქალი-შვილით და მადლობის ნიშნად თავი დაუკრა მაყურებლებით გადაჭედილ დარბაზს. ჩვენება ოვაციით დასრულდა. 

 `თბილისის მოდის კვირეული~ არის კერძო ინიცაიატივა, რომლის მიზანია ადგილი დაიმკვიდროს აღმოსვლეთ ევროპაში, როგორც პრესტიჟულმა ღონისძიებამ. იგი გაიმართება წელიწადში ორჯერ და ორიენტირებული იქნება _ მოიზიდოს მოდის სამყაროს წამყვანი დიზაინერები, საცალო მოვაჭრეები და პრესა; შექმნას პლატფორმა საქართველოში მოდის – ჰაუტე ცოუტურე ანდ პრეტ ა პორტერ _ ჩვენებისათვის; ხელი შეუწყოს თბილისში მოდის ინდუსტრიის განვითარებას, სადაც ნაჩვენები იქნება პოდიუმის სიახლე, ტენდენციები კერძო მომხმარებლებისათვის (კლიენტებისათვის), მედიისა და განსა-ზღვრული საზოგადოებისათვის. ასევე კვირეულის მისიაა ჩატაროს ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენება. 
კვირეულის კონცეფცია ეფუძნება მოდის კვირეულების ორგანიზების მსოფლიო გამოცდილებას და ემსახურება თბილისის, როგორც კულტურისა და მოდის ისტორიული ცენტრის სტატუსის აღდგენას კავკასიის რეგიონში, რომელიც მდებარეობს ისტორიული აბრეშუმის გზის გზაჟვარედინზე და განიცდის ევროპული და აზიური კულტურული ინოვაციების გავლენას. 
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ `თბილისის მოდის კვირეული _ 2009~ აღმოჩნდება ყოველწლიური პრესტიჟული ჩვენების იღბლიანი დებიუტი. 


ლია კილაძე
10.11.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „გურიის მოამბე“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.