მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
უზენაესმა სასამართლომ ოზურგეთელ მსჯავრდებულებს სასჯელი გაუნახევრა
 
"გურიის მოამბე". რამდენიმე თვის წინ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საქმე, სადაც მსჯავრდებულებს ზ.ს.-სა და კ.ქ-ს ბრალად ედებოდათ ოზურგეთში კულტურის სახლის შენობიდან თუნუქის სახურავის ეგრეთ წოდებული ,,გოფრისებული” ფირფიტების მოპარვა.
 
პირველად მსჯავრდებულებმა დაუდგენელ პირებთან ერთად, სოფელ შემოქმედის კულტურის სახლის შენობიდან მიისაკუთრეს 50 ცალი თუნუქის სახურავი, ზ.ს.-მ აქედან 5 ცალი ფირფიტა იმავე სოფელში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარა, ხოლო დანარჩენი ფირფიტები სახლში მიუტანეს და მიჰყიდეს იმავე სოფელში მცხოვრებ ზ.გ.-ს. მიუხედავად იმისა, რომ ზ.გ-სთვის ცნობილი იყო, რომ ფირფიტები დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული, მან მაინც შეიძინა ისინი 500 ლარად. იმავე ღამეს მათ იგივე ქმედება გაიმეორეს და ამჯრად 58 ცალი ფირფიტა მოიპარეს და ისევ ზ.გ.-ს მიჰყიდეს.

გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე, მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება დაკვალიფიცირდა ორ დამოუკიდებელ ეპიზოდად და თითოეული ეპიზოდისათვის მათ ბრალი დაედოთ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისათვის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, მათ სასჯელი დაენიშნათ თითოეული ეპიზოდისათვის, ხოლო საბოლოო სასჯელი განესაზღვრათ დანიშნულ სასჯელთა შეკრების პრინციპიდან გამომიდინარე.

ზ.გ.-ს ანუ იმ პიროვნებას, რომელსაც მიჰყიდეს მოპარული ქონება, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეათა 1 წლის და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ იმავე განაჩენით, ჩადენილი ქმედებისათვის ზ.ს.-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, ხოლო განსასჯელს კ.ქ-ს, რომელსაც ადრე ჰქონდა ჩადენილი სხვა დანაშაული, პირველი ინსტაციის სასამართლომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 14 წლისა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა – 8000 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ საქმე კი უკვე 2009 წლის 11 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ განიხილა გასაჩივრების საფუძველზე. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულების კ.ქ-ს და ზ.ს-ს მიერ ჩადენილ იქნა ერთი დანაშაული და მათი დანაშაულებრივი ქმედება შესაბამისად წარმოადგენდა ,,ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებათ” გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა. მითითება კ.ქ-ს და ზ.ს.-თვის ქურდობის ორ ეპიზოდში დამნაშავედ ცნობის და მათვის სასჯელის დანიშვნა მათ სასჯელის შეკრების პრინციპით გააუქმა.

აღნიშნულის შედეგად კ.ქ.-ს შეუმცირდა სასჯელი და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 9 თვის ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ოთხი ათასი ლარის ოდენობით. ხოლო ზ.ს.-ს, ასევე შეუმცირდა სასჯელი და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.მიუხედავად იმისა, რომ ზ.გ.-ს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო ინსტანციის განაჩენი, საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება. შეაფასა რა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ზ.გ.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა თხუთმეტი ათასი ლარის ოდენობით და იგი მთლიანად გათავისუფლდა ზემოთ აღნიშნული სასჯელის მოხდისგან. 


ირაკლი დოლიძე
18.11.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „გურიის მოამბე“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.