|
"გურიის მოამბე". შეხვედრა მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში შედგა, სადაც თავი მოიყარეს, როგორც მოქმედმა პოლიციელებმა, ასევე ვეტერანებმა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პოლიციის ყოფილ ხელმძღავნელ, ბესო ტაბიძესთან ერთად ახალი შეფი, ტარიელ ცერცვაძეც იმყოფებოდა. პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გვირგვინით შეამკეს პოლიციის მდებარე სკვერში სპეციალური მემორიალი.
საღამო ღონისძიების ავტორმა და ხელმძღვანელმა, ვეტერანმა ჟურნალისტ-პოლიციელმა ქალბატონმა ლალი ლომაძემ გახსნა. მის მიერ პოლიციელებისადმი მიძღვნილი ფუნაგორიები პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს. გაიხსენეს ის თანამშრომლები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. ესენია: ტარიელ ხოფერია, დავით ციცვიძე, ელდარ ჩხაიძე, თენგიზ ცინცაძე, თემურ ძაძამია, მიხეილ ბარამიძე, ოთარ ურატაძე, ერემო გოგუა, როლანდ (კუკური)ჩხაიძე.
ღონისძიებას მუსიკალურ ფონს გოგი დოლიძის სახელობის სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელები (ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე) და კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ტრიო ალამაზებდა. ამ ლამაზი საღამოთი კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ადგილობრივი პოლიცია თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლის სადარაჯოზე დგას.
მაკა სულაბერიძე
18.11.2009 |