|
"გურიის მოამბე". წინასწარი ინფორმაციით ოზურგეთში მიმდინარე სამხარეო და რაიონული პოლიციის ახალი ოფისის მშენებლობა ამ კვირაში დასრულდება და ამ კვირაშივე უნდა მოხდეს მისი ოფიციალური გახსნა.
თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა რა თქმა უნდა.
როგორც "გურიის მოამბეს" სამხარეო პოლიციიდან აცნობეს განახლებული ოფისის გახსნა მშენებლობის ოდნავ გაჭიანურების გამო რამდენჯერმე გადაიდო, ბოლო თარიღად კი 10 ნოემბერი სახელდებოდა.
თუმცა როგორც ზემოთავღნიშნეთ საბოლოოდ ოფიციოზი ან შსს-ს ხელ-მძღვანელობა ნოემბერის ბოლოსთვის შეჯერდა.
პოლიციის ახალი შენობა, როგორც ხედავთ, ისევე როგორვ სხვა ახალაშენებული ძალოვანთა ოფისები, მთლიანად შუშაშია. და ის ოზურგეტს ლამაზი დიზაინითაც დაამშვენებს.
სავარაუდოდ პოლიციის შენობის გახსნას შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შესაძლოა ქვეყნის პრეზიდენტიც დაესწროს.
როგორც მომსახურეობის სააგენტოს პრეზენტაციისას (სოფელი ოზურგეთი 2007 წელი) მინისტრი სარიტუალო ნაწილტან ერთად ჩამოვა და მაყურებელი ანუ ადგილობრივი მოსახლეობა კარგ სანახაობას იხილავს.
გურიის მოამბე
18.11.2009 |