|
შემთხვევა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში გასული კვირის ოთხშაბათს გვიან ღამით მოხდა, 90 წლის მარტოხელა მოხუცს, გოგუცა მეგრელაძეს მეზობლების მტკიცებით, ამავე სოფელში მცხოვრებმა 1982 წელს დაბადებულმა, რამდენჯერმე ნასამართლევმა, ქ-ს ბ-ჭ, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამავე დროს მეგრელიძეების ოჯახის ნათესავია, მოხუცი ჯერ სასტიკად სცემა და შემდეგ გააუპატიურა.
ეჭვმიტანილი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
სოფელში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა ჯერ არ ახსოვთ. გოგუცა მეგრელაძე რამდენიმე წელია სამებაში საკუთარ სახლში მარტოდმარტო ცხოვრობს. მარტოხელა ქალბატონს, რომელიც წლების განმავლობაში კოლმეურნეობაში მუშაობდა და მოწინავე მუშაობისთვის სხვადხსვა სახის მადლობები და მედლები აქვს მიღებული, როგორც თვითონ ყვება ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ ოჯახის ახლო ნათესავი ასეთ საზარელ საქმეს დამართებდა. როგორც დაზარალებულის მეზობლებიდან შევიტყვეთ, გოგუცა მეგრელიძეს რამდენიმე წელია მეზობელი უვლის, რისთვისაც მას დაზარალებულის ძმიშვილები ფულს უხდიდნენ. მომვლელ ქალბატონს მოხუცისთვის მხოლოდ დღისით პატრონობა ევალებოდა და ის ღამით ყოველთვის მარტო რჩებოდა.
90 წლის მოხუცი, ზუსტად ვერ იხსენებს რომელი საათი იქნებოდა, როცა ეს შემთხვევა მოხდა, თუმცა, ამბობს, რომ მომხდარში ეჭვმიტანილი მისი ახლობელი იყო.
"არ ვიცი რომელი საათი იქნებოდა, ვიწექი. ლოგინში კაცი შემომიწვა. კინაღამ გადევირიე, ფული ან რამე არ მოუთხოვია, მთვრალი იყო, იმფერი მთვარალი კაცი მე ჯერ არ მინახია... ყვიროდა და მცემდა, ცხვირ-პირში მირტყამდა. ნაცემი სხეული მტკივა. საჭმელს ვერ ვჭამ იმფერ დღეში ვარ, რა უნდოდა რას მერჩოდა, მთელი ჩემი ცხოვრება პატიოსნობაში გავატარე, არ მიქურდია, გლახა აფერი გამიკეთებია. დიდი დღეი არ მაქ მარა ამფერი ამბის მერე რა მაცოცხლებს?! თან ნათესავია იი, ბიჭი ჩემი და აი, მთლათ მიკლავს გულს."- გვითხრა დაზარალებულმა, გოგუცა მეგრელაძემ.
მეზობლები ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ მოხუცის მომვლელისაგან დილით შეიტყვეს და იმ ღამით არაფერი გაუგიათ.
"იმ ღამეს არაფერი არ გამიგია, დილას ხმა გავიგონე გოგუცას ეკითხებოდნენ - გქცემა ვინმემო? ჩემს ქმარს უთხარი მგონი გოგუცა გაულახია ვიღაცას და წავალ ვნახავ მეთქი. მივედი და დამხვდა ამფერი ამბავი, გალახული და ცხვირ-პირ დასისხლიანებული ქალი, ეს რომ ვნახე კინაღამ გადევირიე, რა მოხდა მეთქი და ვიღაცამ მომვარდა და მცემაო. მერე თქვა, რომ ეს მისი ახლობელი იყო. ვინც უვლის გოგუცას ის მისულა დილით, მეზობლათ ცხოვრობს და მას უნახია. მას პოლიცია გამოუძახია. თვითმხილველი ამ საქმეს არ ყავს. იქ, იმ დროს, არავინ არავინ იყო. ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა. თავი მოგვჭრა იმ ყაზირალმა. ასეთი შემთხვევა ჯერ ჩვენს სოფელში არ მოხდა და გადარეულები ვართ."- გვითხრა დაზარალებულის ახლო მეზობელმა, ციური დოლიძემ.
მომხდარით აღშფოთებული გოგუცა მეგრელიძის მომვლელი, მაია მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქმეში ბრალდებული მამაკაცი ლინჩის წესით უნდა გაასამართლონ და მის მიერ ჩადენილი დანაშაული არანაირ გამოძიებას არ ექვემდებარება.
"პატიოსანი ქალი იყო არავისთვის არაფერი დაუშავებია, მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა. ძმიშვილები უგზავნიდნენ საჭმელს და ხშირად, რადგან ვერ მოდიოდნენ მე ვპატრონობდი, საჭმელს ვუკეთებდი და ვუვლიდი. ღამით სულ მარტო იყო, ამას რაფერ წარმევიდგენდით ვინმე მუუხტებოდა მოხუცებულ ქალს და თან მისი ახლობელი. დილით მივედი ჩეულებრივად და გალახული დამხვდა, რა მოხდა მეთქი, რომ ვკითხე მომიყვა ყველაფერი. გამოვიძახე პილიცია და იმ ღამესვე დაიჭრეს ის ბიჭი. ისეთი გალახულია თუ გადარჩება არ ვიცი. დასაჭერი კიარა მოსაკლავია ასეთი სამარცხვინო ადამინი. ლინჩის წესით უნდა გაასამართლო ის ადამიანი კიარა სადისტია."- გვითხრა გოგუცა მეგრალაძის მომვლელმა, მაია მარგველაშვილმა.
გიორგი სირაძე
01.12.2009 |