მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
მდინარე ჭახვათაზე ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ოზურგეთი-ნატანების საავტომობილო გზის მე-14 კილომეტრზე, მდინარე ჭახვათაზე არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სამშენებლო კომპანიამ სააქციო საზოგადოება ”ხიდმშენმა” (ხელმძღვანელი ჯიმი მამალაძე) გაიმარჯვა. ახალი ხიდის ასაგებად სახელმწიფო ბიუჯეტმა 651 ლარი გამოყო. აიგო 43 მეტრი სიგრძის სამმალიანი ხიდი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 7 მეტრია. ახალაშენებულ საავტომობილო ხიდზე მოეწყო ახალი ბურჯები, ტროტუარები და მოაჯირები. ხიდის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო საგზაო ნიშნები და შესრულდა სავფალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. მისასვლელთან დამონტაჟდა თვალამრიდი ძელები. აღნიშნული ხიდი შეუფერხებლად გაატარებს ყველა სახის ავტოტრანსპორტს.

12 იანვარს ახალი ხიდის საზეიმო გახსნას საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი დაესწრენ.

- ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ ხიდების მშენებლობაში. ჩოხატაური უკვე ”გადავაშავეთ” (იგულისხმა ახალი ასფალტის დაგება) ახლა ოზურგეთის ჯერია. გაზაფხულიდან ოზურგეთში ახალი მშენებლობები გაჩაღდება. მარტში დავიწყებთ ოზურგეთი-ჯუმათი-ლანჩხუთის 25 კილომეტრიანი ბეტონის საფარით გზის დაგებას, სადაც 22 სოფელია. გაგრძელდება ოზურგეთი –შემოქმედი-გომისმთის გზის მშენებლობა - თქვა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

ჩვენთვის კვლავ გაუგებარი დარჩა, რატომ უცვლიან თბილისელი გზის მშენებლები ჩვენს მდინარეებს სახელებს. შარშან გაზაფხულზე მდინარე ბჟუჟი (უფრო სწორი ფორმა ”ბჟუჯია”) ”ბჟუჟა” დაარქვეს. ახლა მდინარე ”ჭახვათა” ”ჯახვათათ” მონათლეს.

გაზეთი ალიონი გაზეთი ალიონი
18.01.2010
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.