მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
საშობაო საჩუქარი გარემოვაჭრეებს ორი ბაზრის მოვაჭრეების სხვადასხვა პოზიცია

შობის დილას, ყოფილ აგრალურ ბაზარში მისულ მოვაჭრეებს ”საშობაო საჩუქარი” დახვდათ. ბაზრის შუაგულში ღორღისა და ტალახის გროვები დახვდათ. როგორც, მოვაჭრეები ამბობენ, ეს ტალახი კი არა ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან წამოღებული ნაგავია.

ყოფილი ბაზრის მოვაჭრეები და კერძო ობიექტების მფლობელები პრობლემებზე კი საუბრობენ, მაგრამ ვინაობის გამხელისაგან თავს იკავებენ:

- ეს არის ჩვენი უფლებების დარღვევა და შეურაცხყოფა. ჩვენ არაფრად არ გვაგდებენ, ადამიანებად არ გვცნობენ, გვამცირებენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუშაობას მაინც ვაგრძელებთ. გარემოვაჭრეებიც ხელს გვიშლიან. დღეს ადამიანებს დროის დეფიციტი აქვთ, ბაზარში შემოსვლაზე აღარ კარგავენ დროს, პირდაპირ ქუჩაში ვაჭრობენ. ან რა უნდა ქნან აქ ობიექტების მფლობელებმა. აქ თუ ბაზარი არ იქნება, ვინ მივა მათთან სავაჭროდ? დღეს სამი ადამიანი განაგებს ოზურგეთს, ისინი ჩვენი პირობების გაუმჯობესებაზე კი არა, იმზე, რომ ლუკმა პურიც წაგვართვან. ახალ სავაჭრო ცენტრში საკმარისი ადგილები არ არის, იქ ყველა ვერ დავეტევით. ვინც გარეთ დავრჩით, რა ვქნათ, მშივრები ვიყოთ?

რატომ არ შეგვახვედრეს პრეზიდენტი? ინფორმაცია რეგიონიდან არ გადის. არავინ არაფერი არ იცის, ჩვენთან ნამდბილად რა ხდება.

* * *

ჩვენ ახალ აგრალურ ბაზარში გადასულ მოვაჭრეებსაც გავესაუბრეთ. ისინი შეთავაზებული კომფორტული პირობებით კმაყოფილი არიან, მაგრამ მყიდველების ნაკლებობას უჩივიან:

- პირობებით კმაყოფილი ვართ, აქ ყველაფერი კეთილმოწყობილია, მაგრამ ხალხი ნაკლებად შემოდის. ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება. ძალიან გვიკვირს, ის მოვაჭრეები რატომ არ გადმოდიან აქ, ჩვენთან ბევრი ადგილი ცარიელია. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ერთი ბაზარი იქნება და მყიდველიც ყველას გვეყოლება. გვინდა მადლობა ვუთხრათ ახალი ბაზრის ხელმძღვანელობას, ისინი ჩვენს მიმართ ძალზე ყურადღებიანი არიან.

ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება, ჩვენს პატარა ქალაქს ორი ბაზარი არ სჭირდება. არც ქუჩაში იდგნენ მოვაჭრეები. უნდა იყოს ერთი ბაზარი, სადაც მყიდველსაც და გამყიდველსაც ყველანაირად კარგი პირობები ექნება.



გაზეთი ალიონი მარიკა ტუღუში, თეონა ჩხარტიშვილი
18.01.2010
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.