|
ოთხივე მობურთალი კამერუნის ქვედა ლიგის წამყვანი გუნდის "ურაგანის" წევრები იყვნენ, მათი მენეჯერია ფოსელ ოსვალდ ნკონო. მათ უკვე რამდენიმე ვარჯიში ჩაატარეს კლუბთან ერთად. განსაკუთრებით მოწონებას იმსახურებს თავდამსხმელი ეპაკუა. საბოლოოდ აფრიკელი ფეხბურთელების გურული მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას "გურიის" სამწვრთნელო შტაბი უახლოეს დღეებში მიიღებს.
როგორც შევიტყვეთ, კამერუნელები თავიდან ქალაქის ცენტრში სასტუმროში ცხოვრობდნენ, ამჟამად კი ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ. ოთხიდან 2 დაოჯახებულია. ლეგიონერებს ძალიან მოსწონებიათ გურული კერძები. არსებული ინფორმაციით, კლუბში კიდევ ერთ კამერუნელს ელიან _ იგი თურმე სამი თვეა 35-ე საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობს.
გურიის მოამბე
02.02.2010 |