მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
სამდღიანი გადაუღებელი უამინდობისა და თოვლის შემდეგ ოზურგეთში გამოიდარა
თოვლის საფარმა სოფლებში ნახევარ მეტრს გადააჭარბა. ქალაქებში კი, მისი სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღწევდა.
ქალაქში და სოფლად ანუ მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკის მობილიზაცია, როგორც გამგებლის მოადგილემ, გია ტაკიძემ ჩვენთან საუბარში აღ-ნიშნა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავდრებამდე რამდენიმე დღით ადრე მოახდინა. 
‘’ჯისიბისა’’ და ‘’ბელარუსის’’ ტიპის ტრაქტორები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის, თემისა თუ დაბის მიმართულებით მოძრაობდა და გაწმენდით სამუშაოებს სპეციალური თოვლის საწმენდი დანებით ახორციელებდა.
სამდღიან თოვას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მატერიალური ზარალი, სახლებისა და სახურავების დაზინება არ მოჰყოლია. 26 თებერვალს ელექტროენერგიის რამდენიმე საათიანი გათიშვა კი, ცენტრალურ ქვესადგურში მომხდარმა ავარიამ გამოიწვია. გარდა რამდენიმესაათიანი შუქის გათიშვისა, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სხვა რაიმე სახის შეფერხება, როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გვითხრა, არ ყოფილა. 
ცენტრალური მაგისტრალები, მთავარი ქუჩები და გზები მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით, როგორც ტაკიძემ აღნიშნა რამდენიმე დღის განმავლობაში იწმინდებოდა. 
 უეცრად მოსულ ნალექზე მეტად, მოსახლეობა დამდმნარი თოვლის შედეგად ქუჩაში დამდგარმა წყლის გუბეებმა კი არა და ‘’მდინარეეებმა’’ შეაწუხა. წყლის ნაკადულების რაოდენობა შეიძლება ნაკლები ყოფილიყო ქუჩების უკეთ გაწმენდით ხელისუფლებას ფეხით მოსიარულეებზეც, რომ ეზრუნა. მაგრამ ამ კითხვით ადგილობრივი ხელისუფლება აღარ ‘"შეგვიწუხებია’’. სავარაუდოდ, ისინი ასკინკილით სიარულს გვი-რჩევდნენ. 


ნინო ვაშალომიძე
02.02.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „გურიის მოამბე“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.