 |
 |
 |
 |
 |
|
`ხელისუფლება საიმედოს არაფერს გვთავაზობს, ოპოზიცია რატომღაც დუმს, და მედია?...~ |
ასეთი მოსაზრებები საკმაოდ გახშირდა გურიაში. საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, მოისმენთ იმას, რომ ქვეყანა თავზე გვენგრევა, გურია არავის ახსოვს, რასაც ადასტურებსც სატელევიზიო ეთერით გაჟღერებული ფრაზები პრეზიდენტისა _ გურულებმა დედაქალაქს კი არ უნდა მიმართონ სამუშაოს საშოვნელად, არამედ ბათუმსა და ფოთს, რომლებიც მალე მეგაპოლისებად ჩამოყალიბდებაო. თვლიან იმასაც, რომ ყოველივე ზემოთთქმულსა და კიდევ უფრო მეტზეც რეაგირება მედიის ვალდებულებაა და ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, მხოლოდ ჟურნალისტებმა უნდა თქვან, რადგან თავად საკუთარი ვინაობის დასახელებას დაუცველობის გამო ერიდებიან. ჩვენ გარკვეულწილად გვესმის მათი, მაგრამ გაცხადებული ფაქტები დასაბუთებისა და კონკრეტული ადრესატების გარეშე რომ მხოლოდ ჭორის დონეზე აღიქმება, ესეც ცხადი უნდა იყოს ყველასთვის.
ეს წერილიც ამ საზოგადოების დაკვეთით იწერება. მართლა გვენგრევა თუ არა ქვეყანა თავზე, (თუმცა ყველა ასე არ თვლის, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც მშვენიერი კომფორტი შეუქმნეს საკუთარ თავს, მათ ნაკლებად ძალუძთ სხვათა გასაჭირის გათავისება), გამოსავლის ძიების რას გზებს გვთავაზობს ხელისუფლება, შესაძლებელი გახდება თუ არა უკიდურესი სიდუხჭირის გამო ხშირად ღირსებაწართმეულმა ადამიანებმა ბათუმსა და ფოთს მიმართონ თუ ადგილებზევე შესძლონ ლუკმა-პურის მოძიება, ამ საკითხებზე ხელისუფლების წარმომადგენლები გვესაუბრებიან.
`ჩვენ გვინდა ყველაფერი ერთბაშად და უცებ იყოს მაგრამ ასე არ ხდება~
ვალერი ჩიტაიშვილი, პრეზიდენტის რწმუნებული გურიის რეგიონში,
_ რადგან გურია ტერიტორიულად სწორედ ბათუმსა და ფოთს შორის მდებარეობს, ამ ქალაქების განვითარება ჩვენი რეგიონისთვის მეტად მნიშვნელოვანია. თუნდაც ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. როცა დასაქმებაზეა საუბარი, მე ვერ ვხედავ პრობლემას. გურიიდან რატომ არ შეიძლება დასაქმებულნი იყვნენ ადამიანები ფოთსა და აჭარაში. ეს ისტორიულად ასე იყო. გურულებიც მუშაობდნენ იქ და გურიაშიც ჩამოდიოდნენ სამუშაოდ. დასაქმებასთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულები თავიდანვე იყო ასეთი; თუ არ იქნებოდა ინფრასტრუქტურა შესაბამისად მოწესრიგებული, იგივე გაზი, იგივე შუქი თუ გზები, შესაბამისად აქ არავინ იფიქრებდა ინვესტიციების განხორციელებაზე. ასე ადვილად არ ჩნდება სამუშაო ადგილები. დეტალურად საკმაოდ განვითარდა ინფრასტრუქტურა. უკვე საბავშვო გასართობ ცენტრ `ციცინათელაში~ ასეულობით ადამიანია დასაქმებული. Qმალე დაინახავთ, რომ გრიგოლეთის მიმართულებით რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილი გაჩნდება. ჩვენ გვინდა ყველაფერი ერთბაშად და უცებ იყოს, მაგრამ ასე არ ხდება.
ასევე იგეგმება მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარება. აგრობიზნესცენტრმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოდან მოიპოვა საკმაოდ დიდი თანხა გრანტის სახით. ლიხაურში შენდება და ძალიან მალე დამთავრდება ხილის მიმღები პუნქტი, სამაცივრე საწყობი, რომელშიც 100 ტონამდე ხილი შეინახება. ეს არის 190 000 ევროს ღირებულების თანამედროვე დანადგარები. დაგეგმილია პატარა სანერგე მეურნეობის მოწყობა. ამჟამად სხვადასხვა დატვირთვით მუშაობს ანასეულის, ზვანის, შემოქმედის, მერიის ჩაის ფაბრიკა, თხილის გადამამუშავებელი საწარმო, წისქვილკომბინატი, მცირე საწარმოები. მე ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ეს ყველაფერი თანდათან იკრებს ძალას და თუ ადამიანები დაინტერესდებიან გურიაში ინვესტიციები ჩაიდება. შეიძლება ერთბაშად 20 000 ადამიანი ვერ დავასაქმოთ, მაგრამ ეს თანდათან მოხდება.
როცა რომელიმე რეგიონის განვითარებაზეა საუბარი, ეს არ არის ჩაკეტილი სისტემა და ერთი რეგიონის განვითარება მეორესაც წაადგება.
`განგაშის ზარის შემოკვრის საჭიროებასაც ვერ ვხედავ~
ავთანდილ მექვაბიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი,
_ მოგეხსენებათ გურია მცირემიწიანი რეგიონია და ოდითგან ოჯახის მამაკაცი სამუშაოს საძებნელად ბათუმში, ფოთსა და ტუაფსესიც კი მიდიოდა. სამუშაოს საძებნელად დაიწყო ცნობილი ცხენოსნების გასვლაც კი. დღეს საუბარი არ არის საზღვრების ჩაკეტვაზე. თუ ადამიანი თვლის, რომ გავიდეს საზღვრებს გარეთ და იმუშაოს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მაგრამ რა თქმა უნდა უკეთესია შესაბამისი ანაზღაურებით ადგილზე მუშაობა. რაც შეეხება მიგრაციას, არ ვთვლი, რომ დროებით გასვლა სამუშაოს საძიებლად, მიგრაცია იყოს.
დღეს ბევრი რამ იგეგმება დასაქმების თვალსაზრისით: იგეგმება მდინარე ბახვისწყალზე 4 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ელსადგურიის პროექტირება ხდება ასევე ნატანებში. სერიოზულად იგეგმება გაზის ქსელის გაფართოება. გზების შეკეთება რამდენიმე მიმართულებით. წყალსადენის მშენებლობა ნარუჯაში, რომელიც წელსვე დამთავრდება. ყოველივე ეს მოითხოვს მუშახელს და დასაქმდება მოსახლეობა. ბუნებრივია კომუნიკაციების გაუმჯობესება ადამიანთა მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.
ასევე მეციტრუსეებმა ციტრუსის ჩაბარებით წელს კილოგრამზე 10 თეთრით მეტი მიიღეს. მომავალში ადგილებზევე მოხდება მწარმოებლისგან ციტრუსის ჩაბარება. თანხა შესაბამისად გაიზრდება, ან დრო დაიზოგება.
დასაქმების კუთხით მართალია, გასაკეთებელი კვლავ ბევრია, მაგრამ განგაშის ზარის შემოკვრის საჭიროებასაც ვერ ვხედავ.
_ ბატონო ავთო, თქვენ წეღან ახსენეთ, რომ გურია მცირემიწიანია, რა მდგომარეობაშია ამჟამად ზღვისპირა ზოლთან მდებარე სასაზღვრო სადაო მიწის ნაკვეთის ბედი?
_ იმ 70 ჰექტარზეა საუბარი? ეს არის ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილება. თუ გაიტანს აუქციონზე, თავად გაყიდის. . რა კავშირშია ამჟამად ეს?
_ იმ კავშირში, რომ გაყიდვის შემთხვევაში თანხას რომელი მხარის ბიუჯეტს მიაკუთვნებს ეკონომიკის სამინისტრო. თუ ტერიტორია არ დარჩება ოზურგეთის კუთვნილებდ, თანხაც თავისთავად დაკარგული იქნება ოზურგეთის ბიუჯეტისთვის.
_ თქვენ სწორს ამბობთ. თანხის გარკვეული პროცენტი იმ ადმინისტრაციული ერთეულის ბიუჯეტში შევა, რომელსაც მიეკუთვნება შესაბამისი მიწის ნაკვეთი.
_ და კონკრეტულად მაინც ვის მიეკუთვნება?
_ ამაზე უკვე გაფორმებულია მემორანდუმი და შესაბამისი კომისია უკვე მუშაობს, რათა საზღვრები გაირკვეს ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად. ამის გარკვევამდე აუქციონი არ გაიმართება . ეს ხანგრძლივი დროის ამბავია და ამას ერთი და ორი ადამიანი ვერ გადაწყვეტს. ასეთი პრობლემა ბევრგან არის და საკმაოდ ძნელი მოსაგვარებელია.
და ამის შესახებ ატეხილი განგაშიც, მიმაჩნია ცრუ განგაში იყო. რასაც ოპოზიცია ხშირად აკეთებს. გინდათ მართალი გითხრათ? მათი რეიტინგი 5%-ზე მეტი არ იქნება. თავისთავად დამარცხდებიან არჩევნებზე და მერე თავის გასამართლებლად დაიწყებენ მტკიცებას, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბაო...
`მოსალოდნელ მიგრაციასთან დაკავშირებით კატასტროფას ვერ ვხედავ~
ლადო სურგულაძე ოზურგეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,
__ მუნიციპალიტეტს მიზნად აქვს დასახული თავისი ეკონომიკური გეგმის განხორციელება, ფაქტობრივად ბევრი გაკეთდა, ჩვენ გვაქვს ჩამონათვალთა ნუსხა. რაც გაკეთდა, რაც გასაკეთებელია. მოსახლეობას თავად ვეკითხებით, სოფლებში რა პრობლემა დგას და რა არის მათთვის პრიორიტეტული. ძირითადად ისინი სასაფლაოების შეღობვას, წყლის პრობლემის მოგვარებას ასახელებენ. საკრებულოში ამისთვის სპეციალური კომისიაა შექმნილი. ისინი ადგილებზე მიდიან, მოსახლეობასთან შეთანხმებით წყვეტენ ამ საკითხებს. ასე, რომ მოსალოდნელ მიგრაციასთან დაკავშირებით კატასტროფას ვერ ვხედავ.
_ გურიაში თვლიან, რომ ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა.
_ ჩვენი პროგრამის განხორციელებისას ძირითადად ხდება სოფლის მოსახლეობის დასაქმება. ჩვენ მხოლოდ მასალების შეძენაში ვეხმარებით. ინდმეწარმე, რომელსაც ხელშეკრულებას გაუფორმებს მონიტორინგის ჯგუფი, სამუშაოს შესრულებას უწევს ცონტროლს, თორემ თავად სამუშაოებს ასრულებს ადგილობრივი მოსახლეობა. ხელფასსაც ისინი ღებულობენ. მართალია ეს არის ეტაპობრივი, მაგრამ კვლავ ვგეგმავთ სერიოზული სამუშაოების შესრულებას.
რას ფიქრობს ყოველივე ამაზე და რატომ დუმს ოპოზიცია, ამაზე თავად ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსაზრებებს შემოგთავაზებთ.
`ხელისუფლებამ იცის, რომ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებთა ყიდვა საარჩევნოდ უფრო იაფი დაუჯდება~
შოთა გოგიბერიძე, პოლიტიკური გაერთიანება `ეროვნული ფორუმის~ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ტავმჯდომარე.
კარგია, როცა საპორტო ქალაქები მეგაპოლისებად ჩამოყალიბდება, მაგრამ ვფიქრობ გურიის რეგიონს ხელისუფლების განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, დღეს გურია უმძიმეს ვითარებაშია. მე აქ ვგულისხმობ უპირველეს ყოვლისა მოსახლეობის ეკონომიკურ სიდუხჭირეს. რადგან გურია ძირითადად არსებობდა ჩაისა და ციტრუსის კულტურებით. რეალობაა ისიც, რომ ალბათ სტატისტიკის მონაცემები რომ არსებობდეს, სურათი იქნება უმძიმესი. 10-12 წლის წინ გურიის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 17-18 % იყო მიგრირებული. შემდეგ არა თუ გამოსწორდა ვითარება, არამედ დამძიმდა. სარჩო-საბადებლის საძიებლად ზოგმა უცხოეთს მიაშურა, ზოგმა დედაქალაქს. ხელისუფლებამ იცის, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა ყიდვა საარჩევნოდ უფრო იაფი დაუჯდება. დათრგუნული ვიყავი, როცა თბილისში ვნახე ჩვენგან წასული შუა ხანს მიღწეული, უაღრესად განათლებული ქალბატონები, რომელთაგან ერთი რესტორანში მიმტანად მუშაობდა, მეორე კაზინოში _ დამლაგებლად, რათა ოჯახისათვის ლუკმა-პურის ფული გამოეგზავნათ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ საშუალება მიეცემოდათ სახლში დაბრუნებისა. მე არ მიკვირს საქართველოს პრეზიდენტის ასეთი დამოკიდებულება. ის შეწუხებულია თბილისით, რადგან თბილისი იქცა თავკომბალად. არ უყვარს დედაქალაქი, რადგან ის არის გაჭირვებული ადამიანებით სავსე.
ან თუნდაც ახალი პროექტი პროფესიული სასწავლებლების გააქტიურებისა, რომ მაქსიმალურად გამოზარდონ ბევრი ბარმენი, ოფიციანტი, მიმტანი, რომ მიემსახურონ უცხოელ სტუმრებს. ვინ უნდა ჩამოვიდეს ჩვენთან, როცა ქვეყანაში არ არის სტაბილური მდგომარეობა. სამწუხაროდ უმუშევრობის დონის ამაღლებას ხელისუფლება ოპოზიციას აბრალებს, რომელსაც მიტინგზე ერთი შუშის ბოთლიც არ გაუტეხავს. რეგიონის განვითარების კომპლექსური საკითხია. გურიის რეგიონის განვითარება რომ მოხდეს, ქვეყანაში არ უნდა შემოდიოდეს ათეულ ათასობით ტონა ჩაის პროდუქტი. ვგულისხმობ არა მარტო გადამუშავებულ ჩაის, არამედ ნაყენ პროდუქციას. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის ის რეგიონი, რომელიც გურია გახლავთ საჭიროებს ხელისუფლებისაგან უფრო პრიორიტეტულ დახმარებას. ყველა განვითარებული და ძლიერი ქვეყანა სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას აკეთებს. რადგან ეს დარგი თითქმის ყველგან დოტაციურია. თუ გვინდა მოსახლეობა გურიის რეგიონში გაძლიერდეს და არ დაიცალოს სოფლები, სადაც უმეტესად ხანდაზმული ადამიანები არიან დარჩენილები და ბევრი სახლი დაკეტილია, ჩვენ, ეროვნულ ფორუმს რეგიონული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სხვა, ძალიან საინტერესო პროგრამები გაგვაჩნია, რომლის პრეზენტაციები მალე დაიწყება. ეროვნული ფორუმის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების სწორი მიდგომების შემთხვევაში, 18 თვეში შეიძლება ისეთი ძვრების მიღწევა, რითაც დაიწყება ქვეყანაში ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურების ფეხზე დაყენება. სამწუხაროდ, ყოველგვარი შესაძლ;ებლობა წაგვართვეს, რომ ხმა მივაწვდინოთ ხალხს. ყველაფერი რამდენიმე ადამიანის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით მიმდინარეობს, რომელთაც ძალიან კარგად ვიცნობ. ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენი რეგიონის მიმართ, რომლებიც ცდილობენ სხვა ქალაქებში გადაამისამართონ ადგილობრივი მოსახლეობა, არაერთხელ დაფიქსირდა. ეტყობა აქ საარჩევნო რესურსი არ არის ისეთი დიდი, რომ ხელისუფლებამ პრიორიტეტულად მიიჩნიოს მისი განვითარება. გავიხსენოთ თითქოს ტექნიკურ შეცდომად დაშვებული `ციცინათელას~ გახმაურებული მიკუთვნება აჭარისადმი. რასაც დაემატა მთავრობის განკარგულება, შავიზღვისპირა ზოლის აჭარის რეგიონისათვის გადაცემისა, რაც ჩვენი საპროტესტო მოთხოვნების შემდეგ გაუქმდა. კარგია ხელისუფლების მხრიდან მოწოდებული ტურიზმის განვითარების პროგრამები, მაგრამ მხოლოდ ამაზე აგება ქვეყნის კეთილდღეობისა, არ წარმოადგენს სწორ მიდგომას ქვეყნის განვითარებისათვის. ამიტომ ასე იმედიანად ვერ ვუყურებ მათ მიერ წარმოდგენილ გეგმებს.
`როგორი ფასადურიც არის ხელისუფლება, ისეთ ფასადურ საქმეს აკეთებს~
მარინა სუნგულია, რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე,
_ თბილისი რომ არ იქცეს თავკომბალად, ეს ხალხი უნდა გადაანაწილონ ბათუმსა და ფოთში. თბილისი თავკომბალად რომ არ უნდა იქცეს, ამაში ნამდვილად ვეთანხმები პრეზიდენტს, მაგრამ ბათუმსა და ფოთში წასვლაზე უფრო გონივრული ხომ არ იქნებოდა გურულებისთვის შემოეთავაზებინა გურიის განვითარების გეგმა. მე არ ვამბობ მხოლოდ ზღვის მხარეს და მთას. რა თქმა უნდა ესეც კარგია, მაგრამ გურია ოდითგანვე იყო აგრარული კუთხე. ხომ არ უნდა მიგვეხედა სერიოზულად სოფლის მეურნეობისათვის, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ გურიას აქვს პერსპექტივები, რომელზედაც მსოფლიოშიც არის მოთხოვნა. თუნდაც ლურჯი მოცვისა და სხვა, მსგავსი საკითხებით დავინტერესებულიყავით გურიაში. ასევე საუკეთესო ხარისხის ბენტონიტური თიხის `ასკანიტის~ წარმოების შეჩერება, სადაც უამრავი ოზურგეთელი იყო დაკავებული და რაც დღეს სახელმწიფოსაგან იგნორირებულია. უამრავი ასეთი თემაა, რაც პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ. თუ ადამიანები მასიურად წავლენ ბათუმსა და ფოთში, ეს ქალაქებიც გადაიქცევა თავკომბალად. გურია კი დარჩება მოხუცებულთა მოსასვენებელ ადგილად.
ყველა ქალაქსა და რაიონს სჭირდება თავისი განვითარება, რათა ადგილებზე მოხდეს მოსახლეობის დაკავება და დასაქმება. ხელისუფლების ნების გამოხატვით სეგრძნება გვიჩნდება, რომ გურია დავიწყებული მხარეა და მხოლოდ საარჩევნო პიარის დონეზე რჩება. თუნდაც ვიძახით გზები გაკეთდაო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქის ცენტრში. დაგებულია მთავარი ქუჩა, ნახეთ რა მდგომარეობაა შესახვევებში. როგორი ფასადურიც არის ხელისუფლება, ისეთ ფასადურ საქმეს აკეთებს. 10 მეტრს გაივლით პომპეზური შენობიდან და შეიძლება თხრილში ჩავარდეთ. ან თუნდაც ყბადაღებული წყლის თემა. ამბობენ წყალი 12-ე სართულზე ადის, ყველამ ვიცით, რომ ოზურგეთს წყალი ნორმალურად არ მიეწოდება და ისიც წვიმის დროს იმღვრევა, რადგან მდინარის სათავე პირდაპირ არის მიშვებული. შეიჭამა უზარმაზარი თანხა, პასუხი კი არავინ აგო. ყველა საკითხში ასეთი დამოკიდებულებაა გურიისადმი და მსგავსი პასუხებიც არ ახალია.
დუმილთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ საზოგადოებას ასეთი შეხედულება გაუჩნდეს ოპოზიციის მისამართით. სატელევიზიო სივრცე მხოლოდ სატელიტი ოპოზიციისთვისაა გახსნილი.
_ ჩვენ შეცეცადეთ უკომენტაროდ შეგვეთავაზებინა მკითხველისთვის ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსაზრებები. სასურველი იქნება ამ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მეტი აქტიურობა.
ნინო ნიკოლაიშვილი.
გაზეთი ალიონი ნინო ნიკოლაიშვილი გაზეთი ალიონი.
10.02.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
20 |
| : |
A few years ago I'd have to pay someone for this ifnoarmtion. |
| : |
I could read a book about this wthiout finding such real-world approaches! |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|