მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
მედია ხელისუფლების ზეწოლისაგან უნდა გათავისუფლდეს
გასულ ორშაბათს, გაზეთ `გურია ნიუსმა~ სათაურით `ბრძოლა `გურია ნიუსის~ წინააღმდეგ ახალ ფაზაში შევიდა!~ მიმართვა გაავრცელა საქართველოს მოსახლეობისადმი, საქართველოში მოქმედ საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, საქართველოს სახალხო დამცველისადმი, საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებისადმი, ყველა იმათ მიმართ, ვისაც დამოუკიდებელი მედიის არსებობისათვის გული შესტკივა.
`ჟურნალისტების დაშინება, ფიზიკური შეურაცხყოფა, გადაბირება, ოჯახის წევრების დევნა, მიზანმიმართული შანტაჟის პოლიტიკა, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა და გაუსაძლისი ფსიქოლოგიური წნეხის სახე მიიღო, საკმარისი არ აღმოჩნდა `გურია ნიუსის~ გასაჩუმებლად, ამიტომ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო ღია გახადა ბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. მასიური სახე მიიღო `გურია ნიუსის~ დისტრიბუტორებზე ზემოქმედების ფაქტება...~ რედაქცისა ზემოთ დასახელებულ ორგანიზაციებისაგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს.
`გურია ნიუსის~ ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ორიოდ დღეში ოზურგეთის პოლიციის უფროსმა გია ურიდიამ და მისმა მოადგილემ ლაშია ბაკურაძემ გაზეთ `გურიის მოამბეს~ კორესპონდენტი ირაკლი დოლიძე მას შემდეგ დააკავეს, როცა ჟურნალისტი პოლიციის თანამშრომლების ჯგუფს ფოტოსურათს უღებდა. გურიის გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის ჩარევის შემდეგ ჟურნალისტს ჩამორთმეული აპარატურა დაუბრუნეს.
გაზეთ `ალიონის~ რედაქცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ, ძალოვანმა სტრუქტურებმა უნდა გაითავისოს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების მთავარი მონაპოვრის_მედიის თავისუფლების აუცილებლობა.
გურიაში ბოლო პერიოდში მედია საშუალებების დაშინება, დისტრიბუციაზე ხელშეშლა, ჟურნალისტების გადაბირება გახშირდა. გაზეთებს უფრო და უფრო მეტ პრობლემებს უქმნიან, რაც შარშან გაზეთ `ალიონის~ სინამდვილეშიც ჰქონდა ადგილი. ხელისუფლების ცალკეული მაღალჩინოსნების ამ კუთხით გააქტიურება და ოზურგეთის პოლიციის ინციდენტი მიუთითებს, რომ ჟურნალისტებს არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით გარკვეულ გაფრთხილებას უკეთებენ და მომავალში უფრო დიდ პრობლემების მოსალოდნელ შექმნაზე მიანიშნებენ.
გაზეთი `ალიონი~ შარშანაც აცხადებდა, რომ ხელმოწერაზე ხელს უშლიდნენ, მაგრამ ამას არანაირი რეაგირება არ მიჰყოლია. გაზეთ `გურია ნიუსის~ განცხადებამ კი კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, გაზეთების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია გრძელდება.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გურიის ხელისუფლების გავლენიანი ჩინოვნიკები კვლავ გეგმავენ მათთვის სასურველი ჟურნალისტებისათვის `ახალი სამუშაო ადგილების~ შექმნას_ პატარ-პატარა ირგანიზაციებში პრესსამსახურებში დასაქმებას. `გათიშე და იბატონეს~ მეთოდს აშკარად იყენებს გურიის ზოგიერთი მაღალჩინოსანი, რომელთათთვის გაზეთების და ჟურნალისტების ლანძღვა_შევიწროება (განსაკუთრებით `ალიონს~ მოიხსენიებენ სხვადასხვა ბრუნვაში) ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.
მედია ექსპერტის ია ანთაძე მიიჩნევს, რომ `რეგიონულ მედიაში დიდი გაჭირვებაა. არ მგონია, რომ რამე იდეოლოგიური, ან მსოფლმხედველობითი მიზეზები ჰქონდეთ, როცა ჟურნალისტები გადადიან პრესცენტრებში, ძირითადად ეს არის ეკონომიკური ფაქტორი, რომლის წინაშე ისინი უძლურნი არიან.~
თუ რამდენად დაცულნი არიან ქართველი ჟურნალისტები, ამას საქართველოდან დევნილი ჟურნალისტის, ვახტანგ კომახიძის მაგალითი მოწმობს.
გაზეთ `ალიონის~ ჟურნალისტები მოითხოვენ, შეწყდეს ჟურნალისტების დევნა, მედია ხელისუფლების ზეწოლისაგან უნდა გათავისუფლდეს!
თავისუფლება სიტყვას!
გაზეთი `ალიონის~ რედაქცია

გაზეთი ალიონი
14.02.2010
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: Wonderful epxlantaoin of facts available here.
ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.