მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
ჟურნალისტების აქცია ოზურგეთში
 გუშინ, ქოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე, ადგილობრივმა ჟურნალისტება (გაზეთები `ალიონი,~ `გურია ნიუსი,~`გურიის მოამბე,~ ტელეკომპანია `გურია~) ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მხარდასაჭერი მდუმარე აქცია გამართეს 
`ქართველი ჟურნალისტები ვთხოვთ შვეიცარიის მთავრობას, თანადგომა გაუწიოს და თავშესაფარი მისცეს, პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, საქართველოდან დევნილ ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძეს!~ `შეწყდეს ჟურნალისტების დევნა!~ `თავისუფლება სიტყვას!~ `ჟურნალისტებო, ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები!~ _მოითხოვდნენ ჟურნალისტები.
ჟურნალისტების მხარდასაჭერად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოვიდნენ და ჟურნალისტებთან თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს:
ტიფო მიქატაძე, რესპუბლიკური პარტია: _ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება უკვე საგანგაშო ხდება, სამწუხაროდ დღე არ გავა, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლის, ძალადობის, პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის შესახებ არ გავიგოთ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ცდილობს ავტორიტატორული და ტოტალიტაროლური მმართველობა დაამკვიდროს, სრული კონტროლი დაამკვიდროს საზოგადოებრივი ურთიერთობის ყველა სფეროზე. ეს არ არის სიახლე, ეს ტოტალიტარული მმართველობის ბუნებაა. გვჯერა, რომ საზოგადოება გამოიჩენს კონსოლიდაციას და აიღებს პასუხისმგებლობას, მიიყვანს ამ რეჟიმს ლოგიკურ დასარულამდე.
შოთა გოგიბერიძე, საქართველოს ეროვნული ფორუმი: _სამწუხაროდ გვიწევს იმის გამეორება, რომ არსებული ხელისუფლება არად დაგიდევს ევროსაბჭოს, აშშ ადმინისტრაციის, საერთასორისო ორგანიზაციების დასკვნებს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით. ცნობილი ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძეს აგორებულმა ტალღამ აიძულა თავშესაფარი ეთხოვა შვეიცარიის ხელისუფლებისათვის. ეს ადასტურებს იმას, რომ ჟურნალისტები სერიოზული წნეხის ქვეშ არიან. ამას დაერთო გაზეთების `გურია ნიუსის,~ `ალიონის,~ წინააღმდეგ, `გურიის მოამბის~ ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი აქციები, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშიც რომ გადაიზრდება ხოლმე, ვფიქრობ საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, უნდა დადგნენ ერთად და ხმა აღიმაღლონ ამ საშინელების წინააღმდეგ.
ზურაბ ვასაძე, მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსათვის~:_`ჟურნალისტებზე ზეწოლები გახშირდა, ხდება იმ ადამიანების დაშინება, რომლებიც ხმას იღებს. ჩვენ ყოველთვის დავდგებით ჟურნალისტების გვერდით.~
შორენა ღლონტი, ჟურნალისტი:_`ამ მდუმარე აქციით ვუერთდებით ჩვენს კოლეგებს და პროტესტს გამოვხატავთ ჟურნალისტებისადმი სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ფაქტებზე, რომლებიც უფრო და უფრო საშიშ სახეს იღებს. მერწმუნეთ, თუ ერთად დავდგებით, ნებისმიერ ძალას გაუჭირდება ჩვენი დაშინება- გადაბირება, დაშანტაჟება და ა.შ. მოგიწოდებთ კოლეგებო, ერთად დავიცვათ თავისუფალი სიტყვა, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი უფლებების დასაცავად.
გურიის ჟურნალისტები მხარს ვუჭერთ ვახტანგ კომახიძეს და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მმართველებისაგან, შეწყდეს ჟურნალისტების დევნა; მოვითხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებსაც ბოლო დროს აქვს ადგილი.
თუ დემოკრატიული პროცესები საქართველოში ასე წარიმართა, კიდევ ექნება ადგილი ანალოგიურ ფაქტებს, მრავალი ჟურნალისტი გახდება იძულებული ფიზიკური გადარჩენის მიზნით დევნილის სტატუსის მიმართოს სხვადასხვა ქვეყნებს.~
. ანალოგიური აქცია ქ. ლანჩხუთშიც გაიმართა.
გაზეთი ალიონი
14.02.2010
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: You’re the one with the brains here. I’m wcathnig for your posts.
ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.