 |
 |
 |
 |
 |
|
გიგლა (გიორგი) ლომჯარია_60 |
წელს, 5 თებერვალს, გიგლა ლომჯარიას, ყოფილი სსრკ სპორტის ოსტატობის კანდიდატს, გურიის ჭადრაკის ფედერაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ღვაწლმოსილ მწვრთნელს და საჭადრაკო მოღვაწეს, 60 წელი შეუსრულდებოდა.
უკვე ხუთი წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ ჭადრაკის მოყვარულებში, მის მეგობრებში და ყოფილ მოსწავლეებში, ამ ნათელი პიროვნების სახე დავიწყებას ოდნავადაც არ მისცემია.
ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ოზურგეთში ჭადრაკის განვითარების საქმეში. პირველად ოზურგეთში, სწორედ ბატონ გიგლას უშუალო ინიციატივით და ძალისხმევით ჩამოყალიბდა საჭადრაკო კლუბი იურიდიული პირის უფლებით, სადაც საფუძველი ჩაეყარა ჭადრაკის თანამედროვე მეთოდებით სწავლებას, ახალგაზრდა პერსპექტიული მოჭადრაკეების გამოვლენას და შემდგომ დაოსტატებას.
პროფესიით ინჟინერ-მელიატორმა, სულ რამდენიმე წელი იმუშავა სპეციალობით, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოსტატ მზია წერეთელთან ერთად შექმნა ოჯახი, მთელი ცხოვრება ჭადრაკს დაუკავშირა. მოყვარული მოჭადრაკე მალე პროფესიონალი საჭადრაკო მოღვაწე გახდა.
როგორც მწვრთნელს და აქტიურ მოთამაშეს, მეუღლესთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან საჭადრაკო ღონისძიებაში მიუღია მოანაწილეობა Yყოფილ საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჭადრაკის პროპაგანდისა და პოპულარიზაციისათვის მათ რამდენჯერმე აქვთ მოვლილი ჩვენი რაიონის თითოეული სოფელი და ორგანიზაცია-დაწესებულებები, სადაც მართავდნენ ლექცია-სეანსებს და ადგილობრივი მნიშვნელობის საჭადრაკო ტურნირებს. ბატონი გიგლა იყო საჭადრაკო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების კარგი ორგანიზატორი. მის სახელთანაა დაკავშირებული ოზურგეთში პირველი დიდი, საკავშირო მნიშვნელობის რეიტენგული ტურნირის_`ოზურგეთი 90~-ის ჩატარება, რომელშიც საერთაშორისო და სსრკ ოსტატები მონაწილეობდნენ. მაშინ ქალთა ტურნირში მზია წერეთელმა იმარჯვა, რომელმაც პრინციპულ პარტიებში სძლია მოსკოვის ოლქის ჩემპიონს მარინა სოკოლოვას, (შემდგომში გაერთიანებული გერმანიის ჩემპიონს), ხოლო ვაჟთა პარტიებში გიგლამ მეორედ მოიპოვა კანდიდატის ბალი და ეს წოდებაც დაიმსახურა. იგი ნაყოფიერ ნაყოფიერ სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწეოდა ოზურგეთის სასპორტო სკოლაშიც. მისი, როგორც კვალიფიციურ მწვრთნელს ხელი ნათლად დაეტყო არაერთ ახალგაზრდა მოჭადრაკეს, რომლებიც სერიოზულ წარმატებებს აღწევენ ადგილობრივ, თუ რესპუბლიკურ საჭადრაკო შეჯიბრებებში.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ბატონი გიგლას დამსახურება გურიის ჭადრაკის ფედერაციის დაფუძნებაში, მის წარმატებით ფუნქციონირებაში, რომლის ვიცე-პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე იყო. იყო დრო 90-იან წლებში, ჭადრაკისთვის არავის ეცალა და საჭადრაკო კლუბში ელემენტარული პირობები არ იყო ღონისძიების ჩატარებისა. მან მაშინ ორჯერ გამოიყენა საკუთარი საცხოვრებელი სახლი გურიის რეგიონალური ჩემპიონატის ჩატარებისათვის, რათა ღონისძიება არ ჩაშლილიყო.
ბატონ გიგლას ჭადრაკის სფეროში მოღვაწეობა ძალზე რთულ პერიოდში და პირობებში მოუწია .კლუბს არც ფინანსები ქონდა, არც ინვეტარი და არც კომუნალური პირობები, თუმცა იგი მაინც ახერხებდა ამ კუთხით რაიონში და რეგიონში მუშაობა წინ წაწეულიყო. ხშირად საკუთარი ოჯახის ფინანსურ და მატერიალურ შესაძლებლობებსაც იყენებდა ჭადრაკისათვის.
ბატონ გიგლას მუდამ აწუხებდა დარდი იმაზე, რომ მის მეუღლეს მზია წერეთელს, რომელიც ქართველი ქალ მოჭადრაკეთა კოჰორტაში შედიოდა მუდამ, ვერ შეუწყო ხელი ფართო საჭადრაკო სარბიელზე აქტიურად მიეღო მონაწილეობა და მისი დიდი და სერიოზული შესაძალებლობები გამოევლინა. მართლაც ერთხელ, როცა მაია ჩიბურდანიძე გიგლას ოჯახს სტუმრობდა ოზურგეთში, აღნიშნა, რომ მზიასთან უარყოფითი ბალანსი მაქვსო.
გიგლა, როგორც კარგი საჭადრაკო მოღვაწე, თუ ამხანაგი, კეთილი და ნათელი პიროვნება, მუდამ დაუვიწყარი იქნება ოზურგეთლებისათვის.
გურიის ჭადრაკის ფედერაციამ უკვე ტრადიციული გახადა მის ხსოვნასთან დაკავშირებული მემორიალური ტურნირის ყოველწლიური ჩატარება, რომელშიც რეგიონის წარმატებული და სახელოვანი მოჭადრაკეებიც მიიღებს მონაწილეობას, რომელთა შორის უმეტესობა გიგლას მეგობრები და ყოფილი მოსწავლეები იქნება.
ბიძინა გობრონიძე,
სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი;
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე.
გაზეთი ალიონი
14.02.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ოზურგეთი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
-2 °C
|
+ 1 °C
|
|
ღამით |
-10 °C
|
-7 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|