|
სამმართალდამცველებმა ეჭვმიტანილს ავტომანქანაში ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი" აღმოუჩინეს. დაკავებულის ახლობლების თქმით მძღოლს კონვერტი, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს, ბათუმიდან ორმა გოგონამ გამოატანა. მძღოლს ტელეფონის ნომერი გამოართვეს და უთხრეს, რომ კონვერტში საპროექტო დოკუმენტები იდო და მას ჩოხატაურში დახვდებოდნენ. თუმცა, როგორც დაკავებულის ახლობლებმა გვითხრეს, გოგონებს მძღოლისათვის თავიანთი ვინაობა არ გაუმხელიათ და არც ის დაუკონკრეტებიათ, ვინ დახვდებოდა მათ მიერ გამოგზავნილ პაკეტს ჩოხატაურში.
ტ.ს. ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
გურიის მოამბე
12.03.2010 |