მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
ვანო მერაბიშვილის არაოფიციალური ვიზიტი ოზურგეთში


გუშინ ქ. ოზურგეთში არაოფიციალური ვიზიტით საქართველოს შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა. როგორც ამბობენ, ბოლო პერიოდში ეს მესამე ვიზიტი იყო გურიაში. ვანო მერაბიშვილთან ერთად ოზურგეთში იყვნენ შსს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და ოპერატიური სამსახურების ხელმძღვანელები. მოგვიანებით მათ საქართველოს რეგიონალური მართვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი შეუერთდა. ვანო მერაბიშვილი გურიის შსს მთავარი სამმართველოს შენობაში სამმართველოს უფროსთან შოთა ჭანუყვაძესთან განმარტოვდა. რამდენიმე წუთში გამოვიდა შენობიდან და თანმხლებ პირებთან, შსს თანამშრომლებთან ერთად გაემგზავრნენ. მათ ამალაში იყვნენ გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, მხარის პროკურორი ილია ჯალაღანია, კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

გაზეთ "ალიონისა" და "გურია ნიუსის" ჟურნალისტების მცდელობას, მიეღოთ რაიმე სახის ინფორმაცია მინისტრის სტუმრობის შესახებ, შედეგი არ მოჰყოლია, სურათის გადაღებაც კი აგვიკრძალეს.

შევეცადეთ გურიის ვიცე-გუბერნატორის ლელა თავართქილაძის საშუალებით (იგი მერაბიშვილის ექსკორტს გაჰყვა კახა ასკურავასთან ერთად) გაგვეგო მინისტრის ჩამოსვლის მიზანი, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.


გაზეთი ალიონი გაზეთი ალიონი
21.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.