მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
მინერალური სასუქის გაცემა გრძელდება...
საქართველოს მთავრობის 30 იანვრის #52 განკარგულებით მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს 50 კგ. ამონიუმის გვარჯილა უნდა მიეღო. ამისათვის სახელმწიფომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 17 მილიონი ლარი გამოუყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დასარიგებლად 1300 ტონა სასუქი ერგო.
დაიწყეს ამონიუმის გვარჯილას დარიგება. პირველი უკმაყოფილება რამდენიმე სოფელში მოხდა. აქ არიან გაყოფილი კომლები, რომლებსაც აქვთ თავიანთი საკარმიდამო ნაკვეთები და ცხოვრების სიდუხჭირის გამო ასეთ კომლთა ნაწილი კვლავ მამისეულ სახლში ცხოვრობს. ბუნებრივია ორ ძმას, რომელიც ერთ სახლში ცხოვრობს, ცალკე ელექტრომრიცხველი არ ექნება, არადა მინერალური სასუქების დარიგების დროს ეს იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი.  

რაც შეეხება ქალაქს, აქ დღესაც არ დასრულებულა მინერალური სასუქის დარიგება. ამის მიზეზი არის ის, რომ მისი დარიგება არაორგანიზებულად ხდება.

როდესაც ”ალიონის” რედაქციისათვის გახდა ცნობილი, თუ რა დღე აყარა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ქალაქის ერთ-ერთი უბნის სასოფლო კოოპერატივის თავმჯდომარეს იმის გამო, რომ უბნის მოსახლეობაში თითო ლარს კრეფდა, რათა ტრანსპორტი დაექირავებინა და მოსახლეობისათვის ორგანიზებულად მიეტანა სასუქი. ვიფიქრეთ, ალბათ თავად უფრო კარგი გეგმა ექნება მეთქი, მაგრამ ასე არ არის. ქალაქის დაშორებულ უბნებში სასუქის გადატანა მოსახლეობას ძვირი უჯდება და ბევრი მათგანი მთავარი შტაბის გვერდით გახსნილ მეორე

”შტაბს” 20-25 ლარად აბარებს ერთ ტომარა სასუქს. როგორც ამბობენ, აქ ვიღაცაების ფინანსური ინტერესი დევსო.

შაბათს რედაქცია ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ეზოში მდებარე სასუქის გამნაწილებელ შტაბს ესტუმრა, მაგრამ ფაბრიკის შესასვლელი რკინის ჭიშკარი საგულდაგულოდ იყო დაკეტილი.

ისე, წინა კვირაში სოფ. ლიხაურში ერთ-ერთ ოჯახს მინერალური სასუქი თავად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გურიის ყოფილმა გუბერნატორმა ალეკო ცინცაძემ მიუტანა. ერთი ოჯახი კი გაახარა და კარგი პიარიც გამოუვიდა, მაგრამ ოჯახაშენებულს ისიც ეთქვა ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, რას ითვალისწინებდა მთავრობის განკარგულება.

”ალიონის” რედაქცია ამ თემაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტისაგან ელოდება კომენტარს.


ნუგზარ ასათიანი
31.03.2009
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: Hot damn, looking pretty usfuel buddy.
: Very nice site!
: Hello! efbbdgf interesting efbbdgf site!
: Very nice site!
: Hello! ccaedcd interesting ccaedcd site!
ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.