მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
აშშ ელჩს რეგიონის მედიასაშუალებები ვერ შეხვდნენ
ეს ფაქტი ბევრი ადამიანის გაოცებას გამოიწვევს, რადგან გაზეთები: `ლანჩხუთი პლუსი,~ `ჰო და არა,~ `გურია ნიუსი,~ `ალიონი~ თავიანთი საქმიანობით ეროვნულთან ერთად დასავლურ ღირებულებებს აღიარებენ, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის მთავარ მოკავშირედ მიაჩნიათ და აქედან გამომდინარე დიდი ინტერესი უნდა ჰქონოდათ აშშ ელჩთან ჯონ ბაასთან დაგეგმილი შეხვედრისა. 
თბილისში ვიმყოფებოდი, რომ შემატყობინეს, მომდევნო დღის 3 საათზე გურიის ტელევიზიაში აშშ ელჩს საქართველოში უნდა შეხვდეთო. თან ამიხსნეს, რომ რედაქციიდან მხოლოდ რედაქტორი უნდა ყოფილიყო და შეხვედრის დანიშნულ დრომდე ადრე უნდა მივსულიყავი. თბილისიდან სასწრაფოდ დავბრუნდი და ელჩთან შეხვედრისათვის მოვემზადე.
პარასკევს, დღის სამის ნახევრისათვის სამაუწყებლო კომპანია `გურიაში~ ვიყავი. Mმალე მოვიდნენ სხვა გაზეთების ხელმძღვანელები ლანჩხუთიდან, ოზურგეთიდან. 
Dდრო გადიოდა, ტელეკომპანიის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ავთანდილ გველებიანმა გვამცნო, რომ ელჩს ცოტათი დააგვიანდებოდა... დღის 4 საათისათვის დავინახეთ, აშშ ელჩის ექსკორტი ცენტრალური ტელევიზიების ჟურნალისტებთან ერთად, შემოქმედიდან ქალაქისაკენ გაემართა, ვივარაუდეთ, ზვანში, ჩაის ფაბრიკას მოინახულებდა... როდის მოვიდოდა ელჩი, ჩვენთვის უცნობი იყო. 
თითქმის ორსაათიანი ლოდინის შემდეგ ზემოთდასახელებული გაზეთების ხელმძღვანელებმა ტელეკომპანია დავტოვეთ. ღონისძიების ორგანიზატორმა ჩვენი თხოვნა არ (ან ვერ) შეასრულა და საელჩოს საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი არ მოგვცა იმის გასარკვევად, თუ როდის შედგებოდა შეხვედრა... 
მოგვიანებით აშშ ელჩი ტელეკომპანია `გურიაში~ მივიდა და ტელეკომპანიის თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელჩი გურიის ჟურნალისტებს კი არა, კონკრეტულ მედიასაშუალებას ხვდებოდა, როგორც გავიგეთ, მისთვის არ უცნობებიათ... 
ქეთევან ნაკაშიძე, გაზეთ `ლანჩხუთი პლუსის~ რედაქტორი: _დიდი ხანია გურიის ჟურნალისტები ერთად არ შევკრებილვართ. ორი წლის წინ ზუსტად ტელეკომპანია `გურიაში~ იყო შეხვედრა. Kაშშ ელჩთან ამ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, კონკრეტული წინადადებები მქონდა...
მამუკა ქანთარია, გაზეთ `ჰო და არას~ რედაქტორის მოადგილე: _ დიდი სურვილი მქონდა აშშ ელჩს შევხვედროდი. დათქმულ დროზე მივედით. შეხვედრის ორგანიზატორებმა ვერ გაგვარკვიეს, როდის მოვიდოდა ელჩი, ვერც ელჩის საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი გავიგეთ... 
სამწუხაროდ, აშშ ელჩისთვის ადგილობრივი მედიის პრობლემები უცნობი დარჩა. ჩვენ არც იმის საშუალება გვქონდა ელჩის სხვა შეხვედრებს დავსწრებოდით, როგორც ჩანს ხელისუფლებას ეს არ აწყობდა.  
ვინ დაზარალდა ამით? Uუპირველესად რეგიონის მედიასაშუალებები, რომელთაც უამრავი საერთო პრობლემა აქვთ და მისი აღმატებულება ჯონ ბაასისათვის რეალური სურათის გაცნობა სურდათ... მაგრამ აშშ საელჩომაც ვერ მიიღო ჩვენი რეგიონის მედიასაშუალებებში არსებული პრობლემების ობიექტური სურათი!
ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო და იმედს ვიტოვებთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაინტერესდება გურიის მედიასაშუალებებში შექმნილი მდგომარეობით და შეხვედრაც სხვა ადგილას გაიმართება. 
გაზეთი ალიონი  ნუგზარ ასათიანი გაზეთი ალიონი




გაზეთი ალიონი ნუგზარ ასათიანი გაზეთი ალიონი
19.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.