|
როგორც ნიკოლაიშვილმა გვითხრა საცდელი სამუშაოები სპეციალურად ამ გზის მშენებლობისათვის დამონ-ტაჟებულმა ჯუმათის ბეტონის ქარხანამ უკვე გაიარა.
გზის სიგანე 6 მეტრი, ხოლო სიმაღლე 18 სანტიმეტრი იქნება.
ლანჩხუთის გამგებლის, გია გოგუაძის თქმით:`ეს არის კიდევ ერთი დიდი ინვესტიცია გურიაში, ბოლო წლების განმავლობაში მხარეში სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს და მინდა გითხრათ, რომ ამ გზას, ვინაიდან ის ლანჩხუთის მუნიუციპალიტეტის ათამდე სოფელს გაივლის ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თავი რომ დავანებოთ სამუშაო ადგილებს ეს არის უმოკლესი გზა ოზურგეთთან და ეს გზა მნიშვნელოვან ფუნქციას შესძენს ამ სოფლებს.~
ამ გზის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წელსვეა ნავარაუდევი.
ლადო მენაბდე
19.04.2010 |