მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურიის რეგიონში რამდენიმე პროექტს ახორციელებს

21 აპრილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე და მუნიციპალური პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე გურიას ესტუმრნენ და რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერი ჩიტაიშვილთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ფონდის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ოზურგეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც შეხვედრები დახურულ კარს მიღმა გაიმართა. 
საქართველოს მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი 2009-2010 წლებში გურიიაში 7 მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. Aაქედან ქ. ლანჩხუთისა და ოზურგეთის წყალსადენების ქსელის რეაბილიტაცია ღირებული 855040 და 703639 ლარად, შარშან დასრულდა. Aასევე შარშან, ქ. ლანჩხუთის გზების რეაბილიტაციაზე 1 033 910 ლარი დაიხარჯა; ქ. ოზურგეთის ქუჩებისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციაზე_1 337 078 ლარი. შარშან დაბა ჩოხატაურში წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. ამჟამად დაბა ჩოხატაურში წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის II ეტაპი მიმდინარეობს (სულ ამ სამუშაოებზე 1063522 ლარი დაიხარჯება). სოფ. ინტაბუეთში მინისტრის მოადგილემ გურიის გუბერნატორთან ერთად სწორედ ამ სამუშაოების მიმდინარეობა ნახა. წელს გამოყოფილი გეგმიური 3,5 მილიონი ლარიდან ნაწილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება.
Gგურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:_ `ჩვენ განვიხილავთ იმ პროექტებს, რომლებიც გურიაში მიმდინარეობს. დავათვალიერეთ წყალსადენის მშენებლობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. წელს გურიაში ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 30 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ამ თანხებში შედის არა მარტო მუნიციპალური განვითარების ფონდი, არამედ ეს ეხება სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს. მთავარია, პრიორიტეტულად დავალაგოთ მომავალში გასაკეთებელი საქმეები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ სამუშაოებში დასაქმებულია უამრავი ადგილობრივი, რომლებსაც საკმაოდ ნორმალური ანაზღაურება აქვთ.
რაც შეეხება ნარუჯის წყალსადენს, აქ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იხარჯება 2 მილიონამდე თანხა. ამ სამუშაოებზე ტენდერით გამოვლენილია გამარჯვებული ფირმა და სამუშაოებს მაისის პირველ რიცხვებში დაიწყებს. ეს მშენებლობა წელსვე დამთავრდება და ნარუჯელებს წყლის პრობლემა გადაეჭრებათ. Aასევე პრიორიტეტულად მიგვაჩნია გავაკეთოთ ცალკე პროექტი, რომელიც დაბა ლაითურის წყალმომარაგებას შეეხება. გვინდა წყლის მომარაგება გაუმჯობესებული იყოს დაბა ლაითურისთვისაც~.
Nნუგზარ ასათიანი
გაზეთი ალიონი
28.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.