 |
 |
 |
 |
 |
|
ტრენინგები მასწავლებელთა გადასამზადებლად |
მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებლად ტრენინგები ტარდება ცალკეული საგნების მიხედვით. ამჯერად ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში ტრენინგი უცხო ენების მასწავლებლებს ჩაუტარდათ. მწვრთნელი - ლამარა ჩინჩალაძე, პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. "ეროვნული სასწავლო გეგმის" უცხოური ენების ჯგუფის წევრი...
_რას ითვალისწინებს ტრენინგები და რაში დაეხმარება ის მასწავლებლებს სერტიფიცირების გამოცდებში, ამ საკითხებზე გვესაუბრება ქ-ნი ლამარა.
_საქართველოში განათლების რეფორმას საფუძველი ჩაეყარა, დაახლოებით, 10 წლის წინ. თავდაპირველად შემუშავდა და დამტკიცდა " ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები" (2004 წ), მათ საფუძველზე კი "ეროვნული სასწავლო გეგმა" იქნა შედგენილი (2006 წ.). ამ უკანასკნელის სრულყოფის მიზნით საქართველოს 100 სკოლაში დაიწყო მისი 3-წლიანი პილოტირების დანერგვის პროცესი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მწვრთნელები 2 წლის განმავლობაში მასწავლებლებს უტარებდნენ უფასო ტრენინგებს, სადაც მათ საშუალება ეძლეოდათ, გასცნობოდნენ სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს, რათა ნელ-ნელა მომზადებულიყვნენ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის. ამ მიზნით შეიქმნა "მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი" _"პროფესიული ცოდნის, პროფესიული უნარ-ჩვევის, ძირითადი ღირებულებებისა და ვალდებულებების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მაღალკვალიფიციური მასწავლებელი".
_ თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად აგვიხსნათ, რას ითვალისწინებს პროფესიული სტანდარტი.
_ პროფესიული სტანდარტის მიხედვით მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს ცოდნა და უნარ_ჩვევები შემდეგ "საკითხებში"
1) Gგანვითარებისა და სწავლის თეორიები; 2) სწავლება და შეფასება; 3) პროფესიული გარემო.
მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული სფერო.
"განვითარების თეორიები _ მასწავლებელმა იცის ბავშვის ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების კანონზომიერებები; აცნობიერებს მოსწავლეების განვითარების ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს და მათ გავლენას სწავლებასა და სწავლაზე; იცის და ითვალისწინებს ოჯახური, საზოგადოებრივი და სხვა ფაქტორების გავლენას მოსწავლის განვითარებასა და სწავლაზე;
"სწავლის თეორიები _ მასწავლებელმა იცის, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით; იცის, თუ როგორ დაეხმაროს მოსწავლეს ცოდნის აგებაში, დამოუკიდებლად სწავლის, დამოუკიდებლად აზროვნების უნარ-ჩვევის განვითარებაში.
სწავლება და შეფასება
1. სასწავლო გარემო _ მასწავლებელი აცნობიერებს პასუხისმგებლობას, თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე; იცნობს ინკლუზიური განათლების პრინციპებს და იყენებს მას პრაქტიკაში; იცის, როგორ ჩამოაყალიბოს მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობები და მოაგვაროს კონფლიქტები მათ შორის, როგორ მოაწყოს სასწავლო ფიზიკური გარემო ეფექტური სწავლისთვის; იცის გაკვეთილის დროის მართვის ეფექტიანი სტრატეგიები, მოსწავლეების ქცევის მართვა წყვილებში, დიდ და მცირე ჯგუფებში, როგორ ასწავლოს თანამშრომლობითი ურთიერთობები...)
2. მოტივაცია და კომუნიკაცია _ იცის სწავლის მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები, იცის და იყენებს კომუნიკაციის სხვა სტრატეგიას კონკრეტული სასწავლო მიზნის მისაღწევად...)
3. სასწავლო პროცესი _ იცის სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად; შეუძლია გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმების შედგენა., იცის, როგორ დაგეგმოს სწავლება კოლეგებთან ერთად....
4. შეფასების მეთოდები _ იცის შეფასების სხვადასხვა ფორმა, როგორ უნდა გამოიყენოს შეფასების მეთოდები შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისათვის;
5. სწავლების მეთოდები _ შეუძლია სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება თითოეული მოსწავლის ეფექტიანი სწავლისა და წინსვლისთვის, მოსწავლეებში შემეცნებითი და სოციალური უნარების გასავითარებლად;
პროფესიული გარემო _ კოლეგებთან ურთიერთობა, თვითშეფასება და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია, მე-2 თავი; "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი; "ეროვნული სასწავლო გეგმა"..
_ უკვე რამდენიმე ტრენინგი ჩაუტარდათ ოზურგეთელ მასწავლებლებს.
_ ოზურგეთში პირველი ტრენინგები "უცხოური ენების დიდაქტიკის ცენტრმა" (ხელმძღ.: პროფესორი ეკა შავერდაშვილი) ჩაატარა მიმდინარე სასწავლო წლის სექტემბრის თვეში ინგლისურ, გერმანულსა და რუსულ ენებში; ამჯერად რუსული ენის მასწავლებლების ახალ ჯგუფს ტრენინგი ჩაუტარდათ მე-4 საჯარო სკოლაში. აღსანიშნავია, რომ შეხვედრები ყოველთვის ტარდება ძალიან ორგანიზებულად, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს კოორდინატორს, ქალბატონ ლია შილაკაძეს. თქვენი გაზეთის მეშვეობით მას დიდ მადლობას ვუხდი ენების ცენტრის სახელით. მინდა მადლობა გადავუხადო, ასევე, სკოლის დირექტორს, ბატონ ტარიელ კალანდაძეს ტრენინგის ჩატარებაში ხელშეწყობისთვის. ყველა მასწავლებელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, გაცნობიერებული პასუხისმგებლობისთვის, საკუთარი პროფესიისადმი სიყვარულისთვის (იყო შემთხვევები, როცა ზოგიერთი სოფლის სკოლის მასწავლებელს ფეხით უხდებოდა დიდი მანძილის გავლა);
განსაკუთრებით მისასალმებელია, მათ მიერ რუსული ენის კარგი ცოდნის გამოვლენა (რაც მოსწავლეთა სწავლების დონეზე პოზიტი ურად აისახება);
_ სერთიფიცირებულ მასწავლებლებს პრივილეგიებს ჰპირდებიან.
_ ცხადია, რომ სერთიფიცირებულ მასწავლებელს ყოველთვის ექნება უპირატესობა იმათთან შედარებით, ვინც ვერ აიმაღლა კვალიფიკა ცია . პირველ რიგში, მას უფლება ეძლევა, "გამოზარდოს ახალბედები". სადღეისოდ არსებული ინფორმაციით, ხელფასზე გარკვეული დანამატი ექნება. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული თავმოყვარეობა, რომელიც, სერთიფიცირების შემთხვევაში, შეულახავი იქნება.
და ბოლოს, ჩემს კოლეგებს კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო: Dითანამშრომლეთ! ერთობლივად დაგეგმეთ, დაესწარით ერთმანეთის გაკვეთილებს და გაარჩიეთ როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მხარეები; სასურველია, კათედრის სხდომებზე ხშირად განიხილოთ შეძენილი ცოდნა-გამოცდილება, გამართოთ დისკუსიები. ამ სახის თანამშრომლობა დაგეხმარებათ ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნასა და სერტიფიცირებისთვის უკეთ მომზადებაში.
_ გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის.
ნინო ნიკოლაიშვილი
გაზეთი ალიონი
26.05.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ოზურგეთი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
-2 °C
|
+ 1 °C
|
|
ღამით |
-10 °C
|
-7 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|