მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ია ანთაძე: `უნდა შევცვალოთ ვითარება ქართულ მედიაში~
ამ დღეებში ქ. თბილისში საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რაშიც დედაქალაქის და რეგიონების 80-მდე ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის შემდეგ ინტერვიუ ვთხოვეთ მედია ექსპერტს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ქალბატონ ია ანთაძეს. გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს:
_ქალბატონო ია, საქართველოში მედიის მდგომარეობა არ უმჯობესდება. პირიქით, დამოუკიდებელ მედია საშუალებებზე, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების წნეხი ძლიერდება, რაც განსაკუთრებულად იგრძნობა რეგიონებში. რას უნდა ველოდოთ, დასავლეთის მეტ აქტიურობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების დასაჩქარებლად თუ ხელისუფლების ფასადურ განცხადებებს საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ?
_როდესაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა, მას დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ძლიერდება ანტიამერიკული და ანტი დასავლური განწყობები და აქვს თუ არა ამ პროცესების საპირწონედ ამერიკას რაიმე პროგრამა, პროექტი, თუ როგორ უნდა დაეხმაროს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების პროცესს.
Qქალბატონმა ჰილარი კლინტონმა უპასუხა, რომ დემოკრატიის დანერგვა და გაძლიერება საქართველოში, ეს მხოლოდ ქართველების და საქართველოს მოქალაქეების საქმეა, ამიტომ ამერიკას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე პროექტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გააძლიეროს დემოკრატია საქართველოში. Aამერიკელებს შეუძლიათ დაეხმარონ ქართველებს თავისი საუკეთესო მიზნების მიღწევაში. Eეს არ იქნება არავის პროექტი, გარდა ქართველი ხალხისა. Aამიტომ ამასვე იტყვიან მედიის შემთხვევაში. Mმედიის მეტი თავისუფლება, ეს არის ჩვენი პრობლემა. სანამ ჩვენ არ მოვძებნით გზებს, როგორ დავუპირისპირდეთ იმ პრობლემებს, რაც გვაქვს ჩვენ ქართულ მედიაში, მანამდე შეუძლებელია იმის იმედი გვქონდეს, რომ გარედან მოვა ვინმე და გაგვიუმჯობესებს პირობებს. Aამიტომ, პირველ რიგში ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენივე დიდი სურვილი და მცდელობა, რომ შევცვალოთ ვითარება ქართულ მედიაში და შემდეგ დავინახავთ დასავლეთის სურვილს, რომ დაგვეხმარონ ამ პროცესებში.
_როგორ უნდა შევცვალოთ, როცა ხელისუფლებას ამის სურვილი არ აქვს და არსებობის გზებს გვიკეტავს?
_ ყველაზე მეტი, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ, არის ის რომ, ძალიან დიდი ყურადღებით მოვეკიდოთ ჩვენს პროფესიონალიზმს. ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს სალაპარაკო, რომ ქართული მედია არის არაპროესიონელისტების გუნდი და ცენზურა არაფერ შუაშია. ყველაფერი, რაც ხდება ქართულ მედიაში, სწორედ იმის ბრალია, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ ვაკეთოთ ჩვენი საქმე. მე ღრმად მჯერა, რომ ეს ასე არ არის. Mმაგრამ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ძალიან ბევრ რამეს აკეთებს სწორედ იმაზე დაყრდნობით, რომ ჩვენი პროფესიონალიზმი არის დაბალი. რაც უფრო მაღალია ჟურნალისტის პროფესიონალიზმი, მით უფრო ნაკლები ადგილი რჩება ცენზურისათვის. Aამიტომ ჩვენ უნდა გავაფართოოთ ის სივრცე, სადაც ჩვენ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის პროდუქცია შევქმნათ. სხვა საშუალებებს მე ამ წუთას ვერ ვხედავ, რომ ამ სააგიტაციო მანქანას დავუპირისპირდეთ.
_შარშან ჩვენ საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია მივიღეთ. რამდენად იცავენ ჟურნალისტები ეთიკის ქარტიის პრინციპებს?
_მე ვიცი, რომ ჟურნალისტები ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ამ დოცუმენტს, რომელზეც ხელმოწერისას ისინი დაპირდნენ საზოგადოებას, რომ იქმნებიან მაღალი ხარისხის ჟურნალისტური პროდუქციის შემქნელები. რეგიონებში ხელისუფლება კარგადაა ინფორმირებული ქარტიის შესახებ. მაგალითად, კახეთიდან და ქართლიდან მოდის ინფორმაცია, რომ თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები შემოიტანენ განცხადებას საბჭოში, ქარტიის დამრღვევ ჟურნალისტებთან დაკავშირებით. Gგანცხადებების განხილვისას, იყო ორი შემთხვევა, როცა საბჭომ გაამტყუნა ჟურნალისტი და შესაბამისად გაამართლა საზოგადოების წევრი. ზოგადად, ფინანსურად ქარტიას ძალიან უჭირს. ველოდებით დახმარებას სხვადასხვა დონორი ორგაქნიზაციებიდან. იმედი გვაქვს მდგომარეობა გაუმჯობესდება და ჩვენი საბჭო უფრო აქტიურად ჩაერთვება მედიის ცხოვრებაში. Mმე ვთვლი, რომ გვყავს არაჩვეულებრივი საბჭო, ჩვენთან მუშაობენ კარგი ჟურნალისტები. Mმგონი ყველა კმაყოფილია ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით.
ეთიკის საკითხები ქართულ მედიაში არის ნამდვილად საინტერესო, საჭირო და დეფიციტური.
Eესაუბრა
ნუგზარ ასათიანი.

გაზეთი ალიონი
26.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.