 |
 |
 |
 |
 |
|
ოქტომბერში გურიაში დიდი სტუმრიანობა იქნება |
საუბრობენ, რომ მმართველმა პარტიამ ნამდვილად სწორი გათვლა გააკეთა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატად გურიის აგრობიზნესცენტრის ხელმძღვანელი ალეკო მამეშვილი დაასახელა. ამჟამად ალეკო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა და საზოგადოება მისგან სიახლეებს ელოდება.
არასამთავრობი სექტორში მოღვაწეობისას მან მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა გურიაში სოფლის მეურნეობის აღდგენისათვის. მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში. ძალზე მნიშვნელოვანია ჩეხების დახმარებით სოფ. ლიხაურში მშრალი ხილის გადამამუშავებელი პავილიონის გახსნა.
შემოდგომაზე, 9-10 ოქტომბერს, ოზურგეთში გურიის რეგიონის ეკონომიკური ფორუმის მოწყობა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილს ვესაუბრეთ:
_ ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით ჩატარდება. თანადამფინანსებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებული იქნება. Fფორუმის მონაწილეებს ველოდებით ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვადან, მოლდავეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან. Fფორუმის პირველ დღეს კონფერენცია გაიმართება, სადაც გურიის რეგიონის ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე და განვითარების პერსპექტივებზე, საქართველოს რეგიონების განვითარების 2010-2012 წლების პერსპექტივებზე და სხვა საკითხებზე იქნება მსჯელობა.
ფორუმის მეორე დღეს გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ნერგები, ხილი, ჩაის პროდუქცია, ნატურალური თაფლი და ა.შ. გაიმართება ლიხაურის ხილის მიმღების პრეზენტაცია.
ვფიქრობთ ფორუმში 15-18 გურული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. Aაქ იქნება როგორც სოფლის მეურნეობა, ისე ტურიზმი, კულტურა და ხელოვნება.
Fფორუმს დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ჩეხეთის ელჩები.
ორი დღის განმავლობაში დაიდება საინტერესო ხელშეკრულებები, ხელი შეწყობა სართო ურთიერთობების გაძლიერებას სხვადასხვა ქვეყნებთან.
ვფიქრობთ, ასეთი ფორუმები ყოველწლიური გავხადოთ - აღნიშნა ბ-ნმა ალეკომ.
Nნუგზარ ოთარიშვილი.
გაზეთი ალიონი გაზეთი ალიონი
26.07.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|