მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
საკრებულოს ახალი რეგლამენტი დაამტკიცეს
ოზურგეთის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს.
სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილმა მოკლედ ისაუბრა ბაზრის მოვაჭრეებთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობამ 10 დღის ვადაში გარკვეულწილად უნდა მოაგვაროს გარე ვაჭრობის აკრძალვის საკითხები.
უხმაუროდ განიხილეს დეპუტატის ადგილმონაცვლეობის, სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიებში პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების საკითხები.
სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარედ პეტრე სალუქვაძე აირჩიეს.
საკრებულოს დებულების დამტკიცებისას, Mმომხსენებელმა ავთანდილ მექვაბიშვილმა აღნიშნა, რომ დებულებაში ბევრი ცვლილება შევიდა, რაც ითვალისწინებს შეუსაბამობის აღმოფხვრას რეგლამენტსა და ორგანულ კანონს შორის.
_` მუშაობისას ჩვენ გამოვიყენეთ საკრებულოს ძველი რეგლამენტი; საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შექმნილი ვერსია, და იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით შევიმუშავეთ ახალი რეგლამენტი.~ მომხსენებელმა ისაუბრა რეგლამენტში შესაძლო ცვლილებებზე, თუ რა თქმა უნდა, ამისი საჭიროება გაჩნდება.
საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კომისიას გაწეული მუშაობისათვის და აღნიშნა, რომ ეს არის ნორმატიული აქტი, რითაც უნდა იმუშაოს ახალმა საკრებულომ. Aდა რაც ასევე მთავარია, მუშაობისას გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მოსაზრებები და წინადადებები.
დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ წარმოდგენილი პროექტით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ რეგლამენტი, ეს არის საკრებულოს სამაგიდო წიგნი და კარგი იქნება, თუ მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი არ დარჩება და საკრებულო მას გამოიყენებს მუშაობისას.
შესვენების პერიოდში `კივიტას გეორგიკას~ წარმომადგენელმა დავით გოგიჩაიშვილმა სპეციალური ანკეტები დაურიგა დეპუტატებს შესავსებად, რასაც გაითვალისწინებს მათი ორგანიზაცია დეპუტატებთან მუშაობის პერიოდში.
განიხილეს პროექტი ქალაქის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისა და მოსაკრებლის განაკვეთის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ.
წარმოდგენილი ტარიფი ითვალისწინებს ერთ სულ მოსახლეზე 50 თეთრის გადახდას. სხვა ტარიფებია გათვალისწინებული დიდ წარმოებთან მიმართებაში.
დეპუტატმა კახა ღლონტმა დააყენა საკითხი, გადასახადის გადახდისას შეღავათის დაწესებისა მრავალშვილიან და მრავალსულიან ოჯახებზე.
ხმაური გამოიწვია საკითხის განხილვამ, რომელიც ითვალისწინებდა კურორტ ურეკის ტერიტორიულ სარეკრიაციო კომპლექტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განასენიენების რეგულირების წესის დამტკიცებას.
დეპუტატმა თემურ სალუქვაძემ აღნიშნა, რომ საკითხის კარგად შესწავლის გარეშე ამ საკითხის დამტკიცება არ შეიძლება, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი საზღვაო კურორტი და ხელისუფლების არასწორმა ქმედებებმა ძალიან ცუდი შედეგები გამოიღო. Mმან კოლეგებსაც მიმართა, რომ კარგი იქნებოდა მხარი არ დაეჭირათ ამ კანონპროექტის დამტკიცებისათვის. -`ვერავინ დაიცავს ჩვენს რეგიონს ჩვენზე უკეთ. Aაუცილებელია, მოვიწვიოთ სპეციალისტები და მათი მუშაობისა და დასკვნების შედეგად მივიღოთ გადაწყვეტილებები. Kკარგად გავითავისოთ, რას ვუტოვებთ ჩვენს შვილებს.~ მიუხედავად თემურ სალუქვაძის მოთხოვნისა, კენჭისყრის შედეგად, საკრებულომ კანონპროექტი დაამტკიცა.
ავთანდილ ხინთიბიძე: _` 30 ჰა. Mმიწა წაგვართვეს მელექედურლებს და თქვენ მეუბნებით ხელი ავწიო იმის თანხმობაზე, რომ ვიღაც ინვესტორი მოვა ჩვენს მიწაზე და სახლს ააშენებს თუ არა?~
ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ისაუბრეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გია ტაკიძის მიერ წარმოდგენილი საკითხის შემდეგ, რომელიც დახმარებების გაცემას შეეხებოდა. 50 000 ლარის განაწილება უნდა მოხდეს სხვადასხვა სახის დახმარებებზე. კერძოდ ონკოლოგიურ ავადმყოფთათვის დასახმარებლად გათვალისწინებულია 11,500 ლარი; შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის 13000 ლარი; მატერიალური დახმარება შვილის დაბადებისას 13 000 ლარი; ერთჯერადი დახმარებები - 22 000; უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი 500 ლარი; საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის - 5200 ლარი.
ნინო ნიკოლაიშვილი.

გაზეთი ალიონი
26.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.