მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
`ახლადარჩეული საკრებულო უკვე მართულია მხარის გუბერნატორისაგან~
_ მართალია, ჩვენ გადავწყვიტეთ ზაფხული დასვენებისათვის გამოგვეყენებინა, მაგრამ ოზურგეთში განვითარებული მოვლენები ამის საშუალებას არ გვაძლევს _ განუცხადა პრესკონფერენციაზე მიწვეულ ჟურნალისტებს `სამართლიანი საქართველოსათვის~ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლელა ნაცვალაძემ. მან ვრცლად ისაუბრა პრეზიდენტის ბრძანებულებაზე, რომელიც ეხება საჯარო მოხელეთა ატესტაციას. ყურადღება გაამახვილა, რომ იგი გამოიცა 2009 წლის 5 თებერვალს, ხოლო ძალაში შევიდა 2009 წლის 6 თებერვალს. დასვა კითხვა თუ რატომ გაახსენდა წელიწადნახევრის შემდეგ იგი გურიის გუბერნატორს, რაზედაც მანვე გასცა პასუხი. კერძოდ აღნიშნა რომ ეს მას ხელს არ აძლევდა არჩევნებამდე, რადგან საჯარო მოხელეები გამოიყენა და ახლა გადაწყვიტა მათი მოშორება. ქ-ნმა ლელამ ასევე ეჭვის ქვეშ დააყენა ატესტაციის კომისიის წევრების კომპეტენტურობის საკითხიც.
_ ჩემთვის ნამდვილად მისაღებია პრეზიდენტის ბრძანებულებაში ის მუხლი, რომ ყველა სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს ატესტაცია. ეს ხელს შეუწყობს კადრების გადამზადებას, ცოდნის დონის ამაღლებას, ამის განხორციელება კი ბ-ნმა ვალერი ჩიტაიშვილმა გადაწყვიტა არჩევნების შემდეგ. ფაქტია რომ მას მანამდე არ აწყობდა ამ ხალხის გადაკიდება.
ასევე აღსანიშნავია კომისიის წევრების საკითხიც.
_ საკრებულოს სხდომაზე ალეკო მამეშვილს შევთავაზე ჩემი თავი კომისიის წევრად, რაზედაც მას უარი არ უთქვამს. პირიქით მადლობა გადამიხადა და განაცხადა, თუ ამ კომისიაში ჩავერთვებოდი, ძალიან კარგი იქნებოდა, თქვა ქალბატონმა ლელამ, ამ შემთხვევაში ჩემი ერთადერთი სურვილი იყო, ხალხში ყოფილიყო იმის განცდა, რომ ეს ყველაფერი კანონიერად ჩატარდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მე მას ამის თაობაზე დავურეკე ჩამომითვალა კომისიის წევრები: ირინა საჯაია, პეტრე სალუქვაძე, ნატო აროშიძე და გია ტაკიძე. უნდა გითხრათ, რომ ეს არ არის ალეკო მამეშვილის, არამედ მხარის გუბერნატორის და რამაზ ნიკოლაიშვილის გადაწყვეტილებაა.. ამ კომისიის თავმჯდომარე არის ალეკო მამეშვილი და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ასევე შეიძლება ითქვას ირინა საჯაიაზე და პეტრე სალუქვაძეზე. რასაც ვერ ვიტყვი გია ტაკიძესა და ნატო აროშიძეზე. გია ტაკიძე მუნიციპალიტეტის საკრებულომ აირჩია რაიონის გამგებლად, მართალია მას კანონის მიხედვით 6 თვის განმავლობაში არ უწევს ატესტაციაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ გამოცდაჩაუბარებელმა ადამიანმა როგორ უნდა ჩაიბაროს ეს ატესტაცია. ნატო აროშიძის მიმართ პიროვნულად ცუდად არ ვარ განწყობილი. მე ამ ქალბატონთან წლები მაკავშირებს, მაგრამ იგი არის საჯარო მოხელე, რომელსაც კანონის ფარგლებში თვითონ მოუწევს მისი ჩაბარება.
_ ეს ატესტაცია არის სწორედ იმისკენ მიმართული, რომ გაანთავისუფლონ სამუშაო ადგილები. მაქვს ინფორმაცია, ვინც წინასაარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობას დაეხმარებოდა დაასაქმებდნენ. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ ორი ადამიანი ვინც ვალერი ჩიტაიშვილს არ უნდა, რომ გამგეობაში იყოს არის გურამ ბერძენიშვილი და იურისტი თეა ლომჯარია. უნდა ისინი ამ ატესტაციით მოიცილოს.
პირდაპირ ვიტყვი, მე ახლადარჩეულ საკრებულოზე წარმოდგენა დამეკარგა, რადგან იგი უკვე მართულია მხარის გუბერნატორისაგან. გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ და არ ვუღალატებ იმ ამომრჩეველს ვინც მხარი დამიჭირა.
თეონა ჩხარტიშვილი

გაზეთი ალიონი
26.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.