მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ოზურგეთის თეატრის გასტროლები ჭიათურაში
ახლახან ალ. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ქ. ჭიათურაში იმყოფებოდა, სადაც ზემო იმერეთის მაყურებელს ინგმარ ბერგმანის `შემოდგომის სონატა~ აჩვენეს.
თეატრის დირექტორი ზაზა ჯინჭარაძე ამის გამო უპირველესად მადლობას მხარის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უხდის, რომლებმაც ეს გასვლა დააფინანსეს.
_ინგმარ ბერგმანის `შემოდგომის სონატა~ ჯერ-ჯერობით საქართველოს არცერთ თეატრს არ დაუდგამს. ოზურგეთის თეატრში იგი დადგა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ახალგაზრდა რეჟისორმა ლელა ლაშხმა. Pპრემიერა 16 აპრილს წარმატებით ჩატარდა, რაც ჩვენი მსახიობების მაღალი პროფესიონალიზმის შედეგია.
18 ივლისს ამ სპექტაკლით მიგვიწვია ჭიათურის სახელმწიფო თეატრმა. 32 წელია ჭიათურას არ უმასპინძლია ჩვენი თეატრისათვის. Kძალინ კარგი ფაქტია, როცა თეატრები ცვლიან მოედნებს. არაჩვეულებრივი შეხვედრა მოგვიწყვეს. Uუნდა აღინიშნოს, რომ ოზურგეთის თეატრი ერთადერთია რეგიონებში, რომელიც გასვლებს ახერხებს, რაც ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურებაა.
სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სპექტაკლით მიწვეული ვართ თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე თბილისში, რომელიც 29 სექტემბერს გაიხსნება. სულ რეგიონებიდან სამი თეატრია მიწვეული. Oოქტომბერ-ნოემბერში იგეგმება ჩვენი გასვლა აჭარაში.
ჭიათურაში მიღებულ შთაბეჭდილებებზე გვასაუბრა ყველასათვის საყვარელი მსახიობი ბელა კიკვაძე:
_ეს იყო ძალიან კარგი განცდა, გულთბილად მიგვიღო იქაურმა მაყურებელმა. Mმოგვიხსნა ის ბარიერი, რომ ჩვენ სხვა ქალაქში ვიმყოფებოდით. Mიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არცერთ კუთხეზე არ ითქმის უცხო, მაგრამ მაინც ყველა მაყურებელს თავისი თვალთახედვა აქვს, თუმცა სხვანაირად არ შეიძლება, რადგან იქ, თეატრის ფასადზე იჯდა კაცი_აკაკი წერეთელი, რომლის დედა გურიელი იყო.
მე ვფიქრობ, მთელი საქართველო ისე უნდა იყოს შეკრული, როგორც ეს თეატრს სურს.
თეონა ჩხარტიშვილი.

გაზეთი ალიონი
26.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.