|
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში მშენებარე ღია ტიპის საკონცერტო დარბაზი დაათვალიერა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, 10 000 კაციანი საკონცერტო დარბაზი უახლოეს მომავალში გაიხსნება და იქ ფართო მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებები, ფესტივალები, კონცერტები ჩატარდება. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული დარბაზი საქართველოსთვის ევროპული ხიდი იქნება.
16.09.2010 |