მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ერთი თემის ნაცვლად, წლიური ანგარიში
წინასაახალწლო დღეებში ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა საინტერესო იდეა შემოგთავაზა, რომლის მიხედვით 12 იანვრისთვის მედიასაშუალებებს ამ ორგანიზაციის ოფისში თითო თემით ჩვენ-ჩვენი პრეზენტაციები უნდა ჩაგვეტარებინა. თემების თანხვდენილობის თავიდან აცილების მიზნით, ღონისძიების ორგანიზატორებმა საკითხების წინაწარ გაცნობა ითხოვეს. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, წინ თემების თანხვდენილობაზე გაცილებით დიდი `სიურპრიზი~ გველოდა ერთ-ერთი მედიასაშუალებისგან.
ცოტა უცნაური გვეჩვენა `გურია ნიუსის~ წარმომადგენლის მიერ ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გასროლილი რეპლიკა, რომ ისინი ბოლოს გააკეთებდნენ პრეზენტაციას. ამან ღონისძიების მონაწილე სხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები გააღიზიანა. დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, ორგანიზატორებს ვურჩიეთ კენჭისყრით მოეგვარებინათ პრობლემა, ასეც მოხდა და პირველი პრეზენტატორი `გურიის მოამბე~ აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, ღონისძიებამდე და ღონისძიების პროცესშიც გავითვალისწინეთ ორგანიზატორების მოთხოვნა და ქრონომეტრაჟის დაცვით ვთქვით ჩვენი სათქმელი, რაც დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა. ბოდიშის მოხდით, აქვე ვიტყვით, რომ დარბაზში აღმოჩნდა ერთი, უფრო სწორად ერთადერთი ლანჩხუთელი კაცი, ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბატონი დავით გოგიჩაიშვილი, რომელმაც ლანჩხუთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნათია ურუშაძის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული წერილის გამო, ტენდენციურობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში დაგვდო ბრალი, რომ თითქოს არ დავინტერესებულვართ მეორე მხარით, თავიც მოგვაწონა, რომ თურმე ასეთ თემებზე თვითონ ატარებს ტრენინგებს. მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ ამ საქმის გარშემო ჩვენს ვებგვერდზე ახლაც დევს ნათია ურუშაძესთან და მხარეებთან საუბრის სრული აუდიოჩანაწერი და თუ ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, შეუძლია, რედაქციაში მობრძანდეს და მოისმინოს, დემაგოგიური გამოსვლა შეწყვიტა და პროტესტის გათამაშებით დარბაზი დატოვა. ცხადია, ვეჭვობთ, რომ ეს კაცი სხვა მიზნით იყო მოსული თუ მოწვეული მავანის მიერ. სხვათა შორის, ამ საკითხის გაშუქების გამო, ადრე ქალბატონმა ქეთევან ნაკაშიძემ თავისი გაზეთის ფურცლებიდან მოგვაყენა შეურაცხყოფა, მაგრამ პასუხად მაინც კოლეგიალობა შევაგებეთ.
არაფერს ვმალავთ, საზოგადოებისთვის ცნობილია `გურიის მოამბესა~ და `გურია ნიუსს~ შორის მთლად ჯანმრთელი დამოკიდებულება ვერ არის და ჩვენი კონკურენტების მიერ მომზადებულ `სიურპრიზზე~ სიტყვა რომ გავაგრძელოთ, შესაძლებელია, ტენდენციურობაში დაგვწამონ ცილი. თუმცა, არა მგონია, სხვა მედიასაშუალებმა ამ საკითხზე პირში წყალი ჩაიგუბონ. `გურია ნიუსის~ პრეზენტატორებმა შეგნებულად, _ ხაზგასმით ვამბობთ, რომ შეგნებულად, _ არად ჩააგდეს ღონისძიების ორგანიზატორთა მოთხოვნა, და, ნაცვლად ერთი თემისა, გაზეთის წლიური ანგარიშის წარმოდგენით (შორეული ამერიკაც კი აღფრთოვანებული ყოფილა ამ გაზეთით!) თითქმის 40 წუთის განმავლოვაში, ფაქტებისა და კომენტარების ერთმანეთში აღრევით, ლამის ტვინი გაულაყა დამსწრე საზოგადოებას. კითხვაზე _ თუ რატომ გააკეთეს ასე, კოლეგებს უტიფრად განუცხადეს, ჩვენ ასე მოვიფიქრეთ, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათო. ეტყობა, ბატონი ივანიშვილისგან გამორჩეული და ფინანსურად მოღონიერებული (რის გამოც თურმე სხვა მედიასაშუალებები გულზე სკდებიან) `გურია ნიუსი~ მიიჩნევს, რომ თავის ქება კიტრად მაშინ არ ღირდა, როცა კიტრი იაფი იყო, თორემ ახლა, როცა გაძვირდა, არ ღირს კი არა, აუცილებელიცაა. ასეთ ქმედებას სხვა სახელიც მოეძებნება, მაგრამ ახლა მკითხველმა განსაჯოს დაარღვიეს თუ არა `ნიუსელებმა~ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეთიკური ნორმები.
და ბოლოს, `დემოკრატიული ჩართულობის~ ამოქმედებით ოზურგეთში ნამდვილად კარგი საქმე გაკეთდა და დარწმუნებული ვართ კვლავაც გაკეთდება, მაგრამ 12 იანვრის ღონისძიება რომ ჩაუვარდათ, უფრო სწორად, ამ `ღონისძიებით~ რომ დემოკრატიას ჩრდილი მიადგა, ამაში ლომის წვლილი, უპირველესად, ორგანიზატორებს მიუძღვით, თუნდაც იმიტომ რომ მას შემდეგაც კი, რაც `გურია ნიუსის~ პრეზენტატორები თავიანთი `პიონერული მონტაჟით~ გაცდნენ ღონისძიების ფორმატს, მათგან, თუნდაც რეპლიკის დონეზე, არ მოუთხოვიათ არც თემის დაკონკრეტება და არც რეგლამენტის დაცვა.

გურიის მოამბე
16.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „გურიის მოამბე“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.