მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
,თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთელი ლიდერი დააკავეს
,,სამ საათზე დაურეკეს, თქვენი ფერმის დათვალიერება გვინდაო. `ვალინკები~ ჩაიცვა და წაყვა მათ ფერმაში. იქ, როგორც თქვეს, ავტომატი აღმოაჩინეს. ელგუჯა სახლში აღარ დაბრუნებულა, საღამოს ათ საათზე კი სახლის გასაჩხრეკად მოვიდნენ. ჩვენ არ ვიცოდით თუ ელგუჯა ამ დროისთვის დაკავებული ჰყავდათ. ვერაფერი იპოვეს, შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა  საპირფარეშოში წაყოლა მოითხოვა. იმის უკან ქათმის ბუდეა და მათ ,,ფორთოჩკიდან” აქვთ ბუდეში მჭიდი ჩადებული. ქათამმა კვერცხი დადო და მერე ზემოდან მჭიდი დაადო? ან ჩვენ ყოველ დღე მივდივართ ბუდესთან და ვერ დავინახავდით?”, _ გვითხრა ელგუჯა ჩხაიძის მეუღლემ, მადონა ჩხაიძემ.
14 იანვარს პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ლანჩხუთში, პოლიციის შენობის გვერდით მომხდართან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა:
`ჩვენი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუჯა ჩხაიძე საქმისადმი ერთგული და ქვეყნისადმი გამორჩეული ადამიანი, განსხვავებული, კრიტიკული აზრის მატარებელია გურიაში, სწორედ ამიტომ დაიწყო ხელისუფლებამ მისი დევნა. გუშინ ლანჩხუთის პოლიციამ დააკავა, ჩადებული იქნა ავტომატი და მჭიდი მის სახლში. მას დაცვის უფლებასაც უჩერებდა პოლიცია, რაც კანონის დარღვევაა. ასეთი ფაქტები ქართულ საზოგადოებას და ჩვენს მხარდამჭერს ვერ შეაშინებს. ცვლილება, რომელიც მოხდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შეცვლის იმ ხელისუფლებას, რომელიც განსხვავებული აზრის გამო დევნის საკუთარ მოქალაქეებს. გურიაში ქათმებმა კვერცხის ნაცვლად, მჭიდების დადება დაიწყეს, ამიტომაც აღმოუჩინეს მას სახლში ავტომატის მჭიდი.
მინდა ვუთრა პოლიციას: როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, მას ასეთ დავალებას ახალი ხელისუფლება და პრეზიდენტი აღარ მისცემენ. ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებული, გამოვლენ ციხიდან სააკაშვილს, მერაბიშვილს და ადეიშვილს ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება მოუწევთ იმ დანაშაულობებზე, რასაც ახლა ჩადიან. რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, კონკურენტული, სამართლიანი არჩევნების ეშინიათ. იციან, რომ ქართველი ხალხი და საერთასორისო თანამეგობრობა არ გააყალბებინებს არჩევნებს~, _ განაცხადა მთავარმა ტავისუფალმა დემოკრატმა.
ადვოკატის თქმით, ელგუჯა ჩხაიძე 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს, რაც სამ წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ბოლო ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ელგუჯა ჩხაიძეს გირაოდ 12 ათასი ლარის გადახდა შეუფარდა და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

გურიის მოამბე
16.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „გურიის მოამბე“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: That's the best anwser of all time! JMHO
: I could watch Schindler's List and still be happy after reaidng this.
ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.