 |
 |
 |
 |
 |
|
ექადიელებს სახნავ-სათესი ფართობები `აახიეს~ |
ქ. ოზურგეთის განაპირა უბანში_ექადიაზე 1930 წლიდან არსებობდა კოლმეურნეობა და გარდა ექადიისა, აქაურები ათეულ ჰექტრობით სახნავ-სათესს ფლობდნენ მერიის, ლეკიანის, ნატანების ტერიტორიებზე. Pპრივატიზაციის პროცესში იმის გამო, რომ ნატანებ-ლეკიანის სახნავ-სათესი 3-კილომეტრიან ზოლში იყო, მოსახლეობას არ გადაეცა. ხოლო შემდგომ ჯერ იჯარით გასცეს, ხოლო შემდეგ გაიყიდა. წლების მანძილზე ექადიელთა არაერთი სავარგული მოხდა ქალაქის განაშენიანების თუ ახალი საწარმოს აგების საჭიროებაში. Qმაგ. ოზურგეთის მანქანათმშენებელი ქარხანა ექადიის ყოფილი ბოსტნის ტერიტორიაზე აიგო. Eეს ტერიტორია ლიხაურის კვაჭალათის გაგრძელებაა და გასული საუკუნის 50-იანი, 60-იანი წლებიდან მოყოლებული აქ ცეცხლაძეებს, თავაძეებს, ვასაძეებს, საჯაიას, შავიშვილს, თავდუმაძეს, კუპრაძეს, ძნელაძეს, თუმანიანს, პაპავას თუ სხვა საყანე ფართობის მფლობელს ათეულობით სატვირთო მანქანა ქვა ჰქონდათ ხელით აღებული. ერთ-ერთს_ბედუნი ჯინჭარაძეს იმდენი ქვა-ღორღის აღება მოუწია, ფართობის მიმდებარედ საშუალო სიდიდის ციხე-სიმაგრესავით მოყორილი შეიქმნა.P
პრივატიზაციის დროს აქ 22 ექადიელს ჰქონდა მიწის ნაკვეთი. Qქ. ოზურგეთის საქალაქო საბჭოს თავკაცებმა საპრივატიზაციო კომისიას მაშინ ურჩიეს მანქანათმშენებელი ქარხნის მომდებარე მიწები ოფიციალურად არ გაეცათ, რადგან შესაძლებელია ქალაქის განაშენიანების წითელ ზოლში მოხვედრილიყო. დარჩა ასე 22 ოჯახი გაუფორმებელი სახნავ-სათესით. Mაქედან ნაწილს სხვა საყანე ფართობი არ გააჩნიათ. მათ სულზე მოუსწრო კანონმა `სახელმწიფო ქონების ლეგალიზაციის შესახებ~, მაგრამ...
ექადიელებმა 2008 წლის გაზაფხულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან არსებულ ლეგალიზაციის კომისიას მიმართეს. Kკომისიამ ჩამოუწერა ლეგალიზაციის მსურველებს იმ საბუთების ჩამონათვალი, არც ლეგალიზაციისათვის იყო საჭირო. თან რეკომენდაცია მოაყოლეს, რომ აქ საკმარისი ფართობი იყო იმისათვის, რომ საყანე ფართობის მსურველ, ასევე ექადიელ ნ.ვ-სთვის მიეცათ 0,2 ჰექტარი მიწის ფართობი. (ადრე მისი ბაბუა ფლობდა იქ მიწის ნაკვეთს). ამ საკითხზე იმჟამინდელი მიწის მფლობელებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.
2008 წლის 15 აპრილს შედგა ახალი ამხანაგობის_`ექადია-2~-ის დამფუძნებელი კრება. Aამონარიდი ოქმიდან: `ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი ვაცხადებთ, რა სურვილს `სახელმწიფო ქონების ლეგალიზაციის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად დავაკანონოთ ქ. ოზურგეთში თაყაიშვილის ქუჩაზე, შპს `ოზურგეთის მანქანათმშენებელი ქარხნის~მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული, ამჟამად კი თავისუფალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩვენს ფაქტიურ მფლობელობაშია და რომლის ფართობია 3,77 ჰა, ვქმნით ამხანაგობას, სახელწოდებით `ექადია-2,~დამფუძნებელ ხელშეკრულებაში ნაჩვენები შემადგენლობითა და ლეგალიზაციის ქვემდებარე მიწის ნაკვეთის განაწილებაში ქვემოთ მოყვანილი წილობრივი მონაწილებით..~
Aამხანაგობის წევრებმა პირველ რიგში მიწების ლეგალიზაციასთან დაკავშირებული აზომვითი ნახაზისა და საკადასტრო რუქის ელექტრონული ვერსიის მომზადების საფასური 1190 ლარი შეაგროვეს და 2008 წლის 19 მაისს გადარიცხეს სახალხო ბანკში `ულტრა იეს~-ის ანგარიშზე. Pპარალერულად ნოტარიულად, მოწმეების საფუძველზე დაადასტურეს, რომ კონკრეტულ ფართობებს ისინი ფლობდნენ ათეული წლების მანძილზე.
Lფიზიკური და კერძო იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების გამცემი კომისისიის იმჟამინდელი თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ვალია გირკელიძე და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტები, მიწის ამზომველები რამდენჯერე იყვნენ საყანე ფართობებში. იმჟამად მხოლოდ მიწის მფლობელთა ერთი ჯგუფი ნ.ვ-ძისათვია მიწის ნაკვეთის მიცემაზე ამბობდა უარს, რამაც ეს თემა ცოტათი შეაჩერა. Aამ პერიოდში ლეგალიზაციის კომისიის საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა და კომისიაში განცხადებების და მომზადებული საბუთების მიღება შეწყდა. Aამხანაგობა `ექადია-2~-ის წევრები ამაოდ ელოდნენ კომისიის მუშაობის განახლებას. მათ ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც კი მიმართეს წერილობითი განცხადებით.
Uუნდა აღინიშნოს, რომ მიწის მფლობელები აქტიურად უჭერდნენ მხარს `ნაციონალურ მოძრაობას~ არჩევნებზე და მათი ოჯახების წევრები საარჩევნო კომისიების მუშაობაშიც კი მონაწილეობდნენ. ადგილობრივი დასაპარლამენტო არჩევნების დროს, შეხვედრისას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა შანიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალეკო მამეშვილი და `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ხელმძღვანელები ექადიელებს მიწის გაფორმების პრობლემის მოგვარებას შეპირდნენ, მაგრამ დამთავრდა არჩევნები და დაპირება დაპირებად დარჩა.
შემდეგ ყოველწლიურად შეჰქონდათ ლეგალიზაციის კანონში ცვლილებები. Eექადიელები ხნავდნენ და თესავდნენ მათ მფლობელობაში არსებულ ფართობებს.
შარშან, გაზაფხულზე გივია თარგამაძის `ბლექსი გრუპი~რომ შემოვიდა ექადიაზე და მძლავრი ასფალტის ქარხანა გახსნა, ექადიელებმა თქვეს:_ამათ ვიღაც აუცილებლად მოჰყვება და ჩვენს მიწებს დაადგამს თვალსო.
ვერ გეტყვით, რა კავშირშია ამ საქმესთან `ბლექსი გრუპი,~მაგრამ რამდენიმე დღის წინ ხმა გავრცელდა_ექადიელთა მიწებს ახალი მეპატრონე ჰყავსო.
მართლაც 2012 წლის 16 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში შევიდა შალვა საღირაშვილის განცხადება, რათა მისთვის დაერეგისტრირებინათ აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება_36801.00კვ. მეტრი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი, რაც რეესტრმა 2 დღის შემდეგ დაარეგისტრირა.
Bბატონ შალვას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ფართობი აქვს, კერძოდ ნატანებში (ზღვისპირეთში) 3000,00 კვ. Mმეტრი მიწის ნაკვეთი. იგი საგურამოშიც ფლობს 1104,00კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს.
როგორც გაზეთმა `ალიონმა~მოიკვლია, ექადიელთა მიწებზე საკადასტრო ნახაზები საქართველოს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ქუთაისის რეგიონული ოფისის (დირექტორი შალვა კაპანაძე) ოზურგეთის წარმომადგენლებმა შეასრულეს. (?!) სამუშაოები იმ დროს შესრულდა, როცა იქ ყანები დათესილი იყო.
Aანიკო ცეცხლაძე,_ჩვენი ოჯახი ექადიაზე საუკუნეზე მეტია ცხოვრობს. რა გაჭირვება არ გადაუტანია ჩვენს ოჯახს. აღნიშნულ ფართობს 1960 წლიდან ვამუშავებდით. მთელი ცხოვრება ვშრომობდი, Mმოწინავე მეჩაიე ვიყავი და ორდენი და მედლები მაქვს მიღებული. თუმცა პრივატიზებისას 1000 კვ. მეტრი სახნავ-სათესი ფართობი მომცეს მხოლოდ და ახლა იმასაც მართმევენ. Gგამიხარდა პრეზიდენტისაგან 30-ლარიანი ვაუჩერი რომ მივიღეთ,მაგრამ რა, ახლა მას დანიშნულებისამებრ ვერ გამოვიყენებ...
Lლევან მუჯირის 6-სულიანი ოჯახი პატარა ქოხში ცხოვრობს. ისინი სოციალურად შეჭირვებულები არიან.
_AAამ 1000 კვადრატული სახნავის შემყურე იყო ჩვენი ექვსსულიანი ოჯახი. Aახლა წაგვართვეს, რაღა უნდა ვქნათ_გვითხრა ლევან მუჯირმა.
Kკუკურა თავდუმაძე_ვინც მაგ მიწაზე მუშაობდა უფროსი თაობა, ახლა ყველა მიწაშია. რამდენი ტონა ქვა-ღორღი აქვთ ხელით გამონატანი. 12 წლის ასაკიდან კოლმეურნეობაში ვიყავი და ხედავთ რა დამმართეს. Aამდენი საბუთი ვაგროვეთ, რამდენჯერ ვიყავით მუნიციპალიტეტში. რატომ აღარ აქვეყნებენ აუქციონებს გაზეთებში? ვინ ნახულობს აუქციონს კომპიუტერში, ყოველ შემთხვევაში გლეხი არა. თუ მიწები აღარ შეგვარჩინეს, რა უნდა ვქნათ?
ბიძინა ცენტერაძე,_აფხაზეთშიც ვიბრძოდი და სამაჩაბლოში. ჩემი ოჯახის წევრები, ახლობლები ამ მთავრობის მომხრეები იყვნენ. ესაა მაგათი დაპირება, მაგ მიწებს არ წაგართმევენო?
…ლუიზა ვასაძე;_ჩემი მეუღლე ილუშა ვასაძე ნახევარი საუკუნე მაგ მიწებს ამუშავებდა. Aარც გვაქვს სხვა სახნავ-სათესი. Mმამის სიკვდილის შემდეგ ვაჟს_ ლევანს ოჯახის რჩენის ერთადერთ იმედად ეს სახნავი მიაჩნდა. რა დავაშავეთ, რატომ წაგვართვეს?
Eეს და მსგავსი კითხვები მიწის სხვა მფლობელებსაც აქვთ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მიწების ლეგალიზაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ვალია გირკელიძე თვლის, რომ ოზურგეთის ხელისუფლება არ იყო წინააღმდეგი `მიწების ლეგალიზაციის შესახებ~კანონის შესაბამისად 22 ოჯახს დაეკანონებინა მიწის ნაკვეთები, მაგრამ თავად ვერ მოწყვნენ და არ დაუთმეს ნ.ვ-ს მიწის ნაკვეთი...
Pპეტრე სალუქვაძე, მუნიციპალიტეტის დეპუტატი, მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე:_რატომღაც დამკვიდრდა ტერმინი`ლეგალიზაცია,~სინამდვილეში მიწის კანონში წერია: ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე საკუთრების აღიარება. 2007 წლის 15 სექტემბრამდე, ანუ კანონის ამოქმედებამდე, ვინც დაეუფლა მიწის ნაკვეთებს თვითნებურად, ისინი დღემდე მიმართავს მიწის საკუთრების ამღიარებელ კომისიას და საკითხის განხილვა ხდება ადგილზე. ვათვალიერებთ კონკრეტულ ნაკვეთს, ვიკვლევთ მფლობელობის დადგენა თუ ხდება, შემდეგ განვიხილავთ. Lლეგალიზაციას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი, რომელიც თავისუფალია და თვითნებურად არის დაკავებული. თუ დაინტერესებულმა პირმა, ან პირებმა განცხადება შემოიტანეს ლეგალიზაციის კომისიაში, იგი 2 თვის ვადაში უნდა განეხილათ (შეეძლოთ ვადა 6 თვემდე გაეზარდათ), მაგრამ თუ არ განიხილეს, გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში...მაგ კონკრეტულ შემთხვევაში თუ განცხადება არ განიხილა ლეგალიზაციის კომისიამ, საქმე სასამართლოში უნდა დაესრულებინათ.
Eექადიელები აპირებენ ყველა კანონიერი გზით იბრძოლონ თავიანთი უფლებების დასაცავად და ამისთვის, როგორც სასამართლოს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართონ.
გაზეთი „ალიონი“
29.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
You've maagend a first class post |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ოზურგეთი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|