 |
 |
 |
 |
 |
|
გაზეთი `ალიონი~გურიაში `ახალი წესრიგის~დამყარების მცდელობას ეწირება |
ბოლო ხუთი წელია პერიოდულად ვაქვეყნებდითYმასალებს გაზეთ `ალიონზე~ხელისუფლების ზეწოლის შესახებ. ვამბობდით, რომ ხელისუფლება ცდილობს არაჯანსაღი, არათანაბარი კონკურენციის პირობებში ამყოფონ გაზეთები, რისთვისაც აქტიურად იყო ჩართული საბიუჯეტო თანხები. დღეს,როცა ხელისუფლების ცალკეული ჯგუფი მიზანმიმართულად ებრძვის მედია თუ სხვა ორგანიზაციებს, ჟურნალისტების პროტესტი მათზე დიდ გავლენას ვერ ახდენს, მით უმეტეს, როდესაც იციან, რომ ამისთვის მათ არავინ დასჯის, პირიქით, შეიძლება დააწინაურონ.
Kკიდევ ერთხელ ვიმეორებთ: 2005 წლის 16 ივლისის ხანძარმა ძალზე დააზარალა გაზეთი `ალიონი.~განადგურდა რედაქციის ქონება და დაიკარგა სამუშაო ფართი. ხელისუფლებამ ხანძარში მოხვედრილ არაერთ ორგანიზაციას მოუწყო ხელი ფართის მოძიებაში, მაგრამ დაზარალებული გაზეთის დასახმარებლად არაფერი უღონიათ. რედაქცია ამჟამად იმყოფება ყოფილი ქალაქის საბჭოს მუნიციპალური შენობის I სართულზე, რომელიც გარე დერეფნის ჩათვლით ავარიულ მდგომარეობაშია და აქ ადამიანების მოძრაობა სახიფათოა. Mმუნიციპალიტეტს რამდენჯერმე მივმართეთ წერილობით, უზუფრუქტით გადმოეცათ რედაქციის ამჟამინდელი ფართი, მაგრამ ჯერ-ჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ.
გაზეთს არ მიეცა პროექტების განხორციელების საშუალება. ვწერდით და კვლავ ვიმეორებთ, რომ გაზეთს არ განახორციელებინეს რეგიონული მედიის ასოციაციის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ქ. ოზურგეთში საგაზეთო ჯიხურის დადგმას და მოსახლეობისათვის რეგიონული პრესის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებდა. თავდაპირველი შეთანხმება შეცვალეს და `ალიონის~ჯიხურის დასდგმელ ადგილზე ლოტოს ჯიხური დადგეს.
2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ხელისუფლებამ ოზურგეთში `ექსპერიმენტი~ჩაატარა და სარეკლამო ხელშეკრულება ჩვენთან არ გააფორმა. ბუნებრივია `ალიონში~დაირღვა პოლიტიკური სპექტრის მიერ გამოქვეყნებული მასალების ბალანსი. ხელისუფლება ამ ბალანსის `აღდგენას~დაშინების გზით შეეცადა და ძალოვნები ჩართეს...სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა. Kკვლავ გრძელდება ხელშეშლა გაზეთის დისტრიბუციაში. რიგი საჯარო დაწესებულებები გვეუბნებიან, რომ მათ გაზეთ `ალიონის~ გამოწერას უკრძალავენ. განსაკუთრებით ეს აკრძალვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში იგრძნობა. Aამ ბოლო დროს ცალკეულ ბიზნესმენებსაც `ურჩევენ~არ გამოიწერონ გაზეთი `ალიონი~და არ განათავსონ რეკლამა ამ გაზეთში. მაგ. გაზეთის ერთ-ერთმა სტაჟიანმა ხელისმომწერმა, რომელიც ოზურგეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია, წელს გაზეთთან ურთიერთობაზე თანაშემწის საშუალებით`ზრდილობიანი~უარი განაცხადა. შევეცადეთ თავად ბიზნესმენიდან გაგვეგო, `ფერისცვალების~მიზეზი. დავურეკეთ: `მე გადმოგირეკავთო!~ ამ პასუხით სამუდამოდ დაგვემშვიდობა.
იმას, რომ 2011 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ მედიასაშუალებებზე გაცემული 20548 ლარიდან `ალიონს~ განცხადებების გამოსაქვეყნებლად მხოლოდ 90 ლარი გადაურიცხეს, არ მიგვაჩნია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პოზიციად. ასეთი საკითხები უფრო მაღლა წყდება.
სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა თავად მედიასაშუალებების ურთიერთობებში, რითაც ასევე კარგად სარგებლობს ხელისუფლება.
შარშან, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს გაზეთმა `ალიონმა~საპროტესტოა აქცია გამართა, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო `შეწყდეს ზეწოლა გაზეთ `ალიონზე.~ამ აქციას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
გაზეთ `ალიონის~ჟურნალისტებს არ ეძლევა საშუალება მნიშვნელოვანი შეხვედრების, მოვლენების მოწმენი გახდნენ. ასეთ ინფორმაციას მხოლოდ ხელისუფლების ფავორიტ ჟურნალისტებს აწვდიან. დეკემბერში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამედიცინო ცენტრის გახსნაზე ადგილობრივი ჟურნალისტები არ მიუწვევიათ. თუ ამას დავუმატებთ `მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ~კანონის 26 პრიმა მუხლით, კიდევ უფრო გაიზრდება ტოტალური კონტროლი არასამთავრობო სექტორზე, მედიაზე, გასაგები იქნება რეგიონებში კიდევ უფრო როგორ დამძიმდება მედიის მდგომარეობა.
ამჟამად გაზეთის ისტორია 81 წელს ითვლის. ერთადერთი ნათელი წერტილი გაზეთ `ალიონისათვის,~ შარშან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაზეთის მიერ წარდგენილი საგრანტო განაცხადის ნაწილობრივ დაფინანსება იყო, რითაც შესაძლებელია `ალიონის~უნიკალური არქივის ნაწილობრივი ელექტრონული ვერსიის შექმნა, რომელშიც მთავარი ადგილი 1937 წლის რეპრესიების ამსახველ მასალებს დაეთმობა.
როცა გებრძვიან, მაგრამ იცი `დანაშაული~ მხოლოდ ის არის, რომ არავის დაკვეთებს არ ასრულებ, გიჩნდება პროტესტის გრძნობა და ფიქრობ, როგორ დაძლიო იგი, თანაც იმ დროს, როდესაც საზოგადოებას უამრავი პრობლემა აწუხებს და მედიის თანადგომა სჭირდება. ვხედავთ, გაზეთი `ალიონი~გურიის ხელისუფლების ერთი ჯგუფის მიერ გურიაში `ახალი წესრიგის~დამყარების მცდელობას ეწირება. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ კორექტური და ჯერ-ჯერობით ყველაფრის თქმისგან თავს ვიკავებთ. ხელისუფლებისაგანაც ცივილურ ურთიერთობებს ვითხოვთ.
Gგაზეთი `ალიონი~მიმართავს გაზეთის ყველა იმ გულშემატკივარს, მხარდამჭერს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა, ოზურგეთის ისტორია_ დაგვიდექით გვერდით. ჩვენ ვცდილობთ უახლოესი დროის სწორი ისტორია დავუტოვოთ მომავალ თაობებს!
გაზეთი `ალიონი~
29.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ოზურგეთი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|