 |
 |
 |
 |
 |
|
მზიანი ღამე ჩოხატაურში |
როცა უამინდობა ასე მოგვეძალა, ადამიანი მზიან დღეებზე ოცნებობს, მაგრამ, ზოგჯერ მზე დღისით კი არა ღამითაც შეიძლება ნახო, მაგრამ არა ბუნებაში, არამედ სხვა სამყაროში.
ეს სამყარო კი ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორის, მხატვარ მზია კვინტრაძის შემოქმედებამ წარმოადგინა.
Aამ რამდენიმე დღის წინ ჩოხატურის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში მზიას მესამე პერსონალური გამოფენის გახსნას მრავლად ჰყავდა დამთვალიერებელი.
შარშან საქართველოს მხატვართა საერთაშორისო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის გურიის რეგიონული განყოფილება შეიქმნა (თავმჯდომარე თამაზ დარჩია), რომლის ძირითადი მიზანია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა და ა.შ. რაც მთავარია, ეს ორგანიზაცია ცოცხალ ორგანიზმად იქცა და გურიის მხატვართა შემოქმედებითი პოტენციალის უკეთ წარმოჩენისათვის კონკრეტული პროგრამა დასახა. ქალბატონი მზია ამ განყოფილების გამგეობის წევრია. მის ფერწერას ოზურგეთის სამხატვრო გალერეაში 2007 წელს პერსონალური და შარშან გამართული გურიის მხატვართა საშემოდგომო გამოფენიდან იცნობს აქაური ხელოვნების მოყვარულები, მაგრამ ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში გამართული გამოფენა იყო ამ ნიჭიერი ხელოვანის შემოქმედებითი პოტენციალის უფრო სრულყოფილად წარმოჩენის დასტური.
Mმიუხედავად იმისა, რომ გარეთ თოვდა, `უჟმური~ ამინდი იდგა, ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში ხელოვნების ბევრ მოყვარულს შეეყარა თავი. Qქალბატონ მზიას პერსონალურ გამოფენაზე სიტყვებით მიმართეს და მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს ოზურგეთის სამხატვრო გალერეის დირექტორმა, გურიის კულტურის ფონდის ხელმძღვანელმა,Mმხატვარ-გრაფიკოსმა ავთანდილ თავართქილაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა კორნელი კუკულავამ, საქართველოს მხატვართა საერთაშორისო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის გურიის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელმა, მხატვარმა თამაზ დარჩიამ, გია დარჩიამ, თემურ ბერძენიშვილმა, ქეთევან კუკულავამ და სხვებმა.
* * *
Qქალბატონი მზია გაზეთ `ალიონს~ მისი ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის გარშემო ესაუბრა:
_წარმოშობით სოფ. წიფნარიდან ვარ. ბაბუა_სამსონ ანდღულაძე ერქომაიშვილის გუნდში მღეროდა. Gგურულ სიმღერაში გავიზარდე. ბაბუას გარდა სოფელში კარგად მღეროდნენ პროკობი, ილიკო ანდღულაძეები. ხალხური სიმღერები_ეს იყო ჩემი ცხოვრების აკადემია. დავამთავრე კოხნარის სკოლა, სკოლაში ფანქრით ვხატავდი თანაკლასელებს. ეს ნამუშევრები იყო იმ დონის, რომელზეც ვამბობდით: ჰგავს? ცხვირი კი... და ა.შ. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, თავიდან არ მიფიქრია მხატვრობაზე, ბოლოს გადავწყვიტე მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩამებარებინა გამოცდები. ამ სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში დავიწყე მუშაობა. ეს მცირე ხანი იყო. შემდეგ ხუთი წელი ალ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. როგორც სკოლა,…ისე სასწავლებლები წარჩინებით დავამთავრე. 1988 წელს ჩოხატაურის კულტურის სახლში ქეთევან კუკულავას ინიციატივით ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. შემდეგ 9 აპრილი იყო, სამოქალაქო ომი და ადგილის დედას დავუბრუნდი. Dდავბრუნდი სამხატვრო სკოლაში. უკვე 15 წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ. გურიის ყოფილი გუბერნატორის რამაზ ნიკოლაიშვილის თანადგომით სკოლა გავარემონტეთ და Dდღეს აქ სწავლის კარგი პირობებია...
სასწავლებელში ყოფნისას ჩემი პედაგოგი დინა დავითაშვილი მეუბნებოდა:_იცი, ჩოხატაურში, ერთ-ერთ სოფელში კარგი მხატვარი_ეთერ კალანდარიშვილი ცხოვრობს, აუცილებლად ნახე და მის ხელოვნებას გაეცანიო. Gგადიოდა წლები, მე ამას ვერ ვახერხებდი. შემდეგ სოფ. იანეულში გავთხოვდი და.. ეს ქალბატონი ჩემი მეზობელი აღმოჩნდა. საოცარი ქალბატონი იყო, `დაკარგული~ დიდ ცოდნაში. მან ჩამიტარა მასტერ-კლასი და დიდი გავლენა იქონია ჩემს შემდეგ შემოქმედებაზე. საოცარია, ამ დონის მხატვარს, თითქმის არ იცნობდა საზოგადოება...მისი შთამომავლობა გერმანიაში ცხოვრობს, შვილიშვილი მხატვარია. ბოლოს მარტო იყო და რომ გარდაიცვალა, მისი ბევრი ნამუშავარი დაიკარგა. მე ამჟამად მის 100-მდე ნამუშევარი მაქვს დაცული.
რაც შეეხება თექას, მასზე მუშაობა გვიან დავიწყე. Mმქონდა სურვილი, მაგრამ არ ვიცნობდი თექის ტექნიკას. თექა ძალიან ფაქიზია. ჩემმა აღზრდილმა თამუნა ხაჟალიამ შემიყვანა თექის სამყაროში...…
* * *
მართლაც, ფერწერულ ტილოებთან ერთად, თექაზე შესრულებულ ღრმაშინაარსიან ნამუშევრებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მზიას შემოქმედებაში. Mმოწონებას იმსახურებს მისი `ნიკალა,~ რომელიც ამ ჟანრში შესრულებული ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.
ქ-ნი მზია სამომავლოდ, გამოფენის გამართვას დედაქალაქში გეგმავს.
იყო კარგი მხატვარი, მეუღლე, დედა, პედაგოგი _ ეს ერთად, ძალზე რთულია, მაგრამ ამას ქალბატონი მზია ახერხებს. როცა გარშემო სიყვარულია, ფერებიც უფრო ნათელია და მის ნამუშევრებში ბახმაროს დევივით ბუმბერაზ მთებს შორისაც, მზის ნათელს დაინახავ. მზე კი სიცოცხლეა.
ავთანდილ თავართქილაძე:_მზია კვინტრაძე ჩემთვის აღმოჩენაა. ძალზე საინტერესო, ნიჭიერი ფერმწერია, რომლის მხატვრობა ჩემში დიდ შემოქმედებით იპულსებს იწვევს. იშვიათია კარგი შემომქმედი კარგი ორგანიზატორიც იყოს, მაგრამ მზია ამ ორ მოვალეობას სანიმუშოდ ართმევს თავს. ჩვენ გვაქვს როგორც კოლეგიალური თანამშრომლობა, ასევე შემოქმედებითი ურთიერთობები. Mმზიას პიროვნული ძალისხმევა ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია ჩოხატაურის სახვითი ხელოვნების წარმოჩენის და განვითარების საქმეში.
თამაზ დარჩია:_მე არ მეგულება ქართველი მხატვარი ქალი ასეთი გაბედული, ასეთი თავისუფალი, მოაზროვნე ფერწერაში. ფერწერა ფერით მეტყველების ხელოვნებაა და ამ ენას მაღალოსტატურად ფლობს იგი. საუკეთესო მეგობარია, საუკეთესო ოჯახი აქვს, ამასთან ერთად კარგი ორგანიზატორი და კარგი ხელმძღვანელია. ის არის გურიის მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი და თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს. გურიის მხატვართა განყოფილების გამგეობა, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გულითადად ულოცავს მის პერსონალურ გამოფენას და უსურვებს დიდ შემოქმედებით წარმატებებს მომავალ სარბიელზე.
გაზეთი `ალიონი~
05.02.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ოზურგეთი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|