მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ოზურგეთელი ალექსანდრე ტუღუში ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოეს
საქართველოს პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტის დროს საქართველოს ტელევიზიის ყველა არხი უჩვენებდა ვაშინგტონში, ამერიკის სამხედრო ცენტრში ავღანეთში დაჭრილი მეთაურის, ოზურგეთელი ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდე ტუღუშის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოებას. Pპრეზიდენტმა მას ეს ჯილდო ჰოსპიტალში გადასცა.
ალექს (ასე ეძახიან ამერიკელები) ტუღუში ვახტანგ გორგასლის ყველა ხარისხის ორდენის კავალერია. მას გენერალ კვინიკაძის მედალი, ერაყში სამსახურის დროს `ჯორჯ ბუშის ვარსკვლავი~ და სხვა საბრძოლო ჯილდოებიც აქვს მიღებული.
_არ ვფიქრობდი ალეკო სამხედრო გახდებოდა. ჩვენს ოჯახს II მსოფლიო ომთან დიდი ტკივილი აკავშირებს. Aალეკოს ბაბუა სანდროს ხუთი უფროსი ძმა იბრძოდა ამ ომში და მხოლოდ ერთი დაბრუნდა ცოცხალი. (ამ თემაზე ჩვენი გაზეთი წერდა 1975 წლის 3 აპრილის ნომერში). Aამ ომმა შეიწირა ჩემი მხრიდან ალეკოს ბაბუას ორი ძმა. ალბათ მათმა თავდადებამ გაუღვიძა ჩემს შვილს მხედრული სული,_ გვიყვება ალექსანდრეს დედა, სოფ. ოზურგეთის საჯარო სკოლის გეოგრაფია-ბუნებათმცოდნეობის მასწავლებელი თინა გოგუაძე. ზაზა დამენიას და ხათუნა ჩემს შვილთან სწავლობდა და აქედან მეგობრობდნენ ალეკო და ზაზა. Aალეკოს ძალიან უყვარდა საქართველოს ისტორია, ქართული პოეზია, განსაკუთრებით ლადო ასათიანი. საოცრად მიზანდასახული და მტკიცე იყო და ეს ხასიათი გაყვა შემდეგაც.
ანასეულის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტში ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავარა. იმ პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაცვლითი პროგრამა ჰქონდა რუსეთში და ალექსანდრე პეტერბურგში, სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა. სამი წელი იქ სწავლობდა, ერთი წელი_ მოსკოვში. შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა დაიძაბა და იძულებული გახდა საქართველოში დაესრულებინა სწავლა. სწავლის დასრულების შემდეგ, კოჯრის სწრაფი რეაგირების ბატალიონში მსახურობდა, ოპერატიული სამსახურის უფროსი იყო. შემდეგ კოსოვოში წავიდა, იქაც ოპერატიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. იქედან ჩამოსული ქუთაისში იყო ერთ-ერთი ბატალიონის უფროსი.
საქართველოში რუსეთთან ორთავე ომის მონაწილეა. 2004 წელს, როცა მისი მეგობარი ზაზა დამენია გმირულად დაიღუპა, ალექსანდრეც ცხინვალთან იყო, ოღონდ სხვა ადგილას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, ბრძოლის წინა ხაზზე.
ორჯერ იყო ალეკო ერაყში. წითელ ზოლში მსახურობდა, დაგეგმარების უფროსი იყო. როგორც გონიერმა მეთაურმა ამერიკელი გენერლის დევიდ პეტრეუსის ყურადღებაც დაიმსახურა.
გამოცდილი მეთაური ავღანეთში ბატალიონს ხელმძღვანელობდა. შარშან 15 მაისს, ვიცე-პოლკოვნიკს 35 წელი შეუსრულდა. 19 ოქტომბერს მეორედ წავიდა ავღანეთში. Hთავდაპირველად ჰერმანის მხარეში იყვნენ, ახლა კი _უფრო სამხრეთით ქართველი მებრძოლები.
8 დეკემბერს ალექსანდრე ჯარისკაცებთან ერთად ნაწილიდან 700-დე მეტრით დაშორებულ სოფელში უხუცესებთან წავიდა მოსალაპარაკებლად. შეხვედრა შედგა. Uუკან, ნაწილში სხვა გზით დაბრუნდნენ. Eეტყობა გული უგრძნობდა ცუდს და განმნაღმველებს მეტ ყურადღებას სთხოვდა. ერთხელ შეცდნენ და მეთაური მძიმედ დაიჭრა. გონება დიდხანს არ დაუკარგავს და თავად აძლევდა დარიგებას თანამებრძოლებს როგორ გაეყვანათ...პირველი დახმარება ქართველმა ექიმებმა აღმოუჩინეს. სასწრაფოდ გადაიყვანეს თვითმფრინავით გერმანიაში, ქალაქ ლანდშუტში, ამერიკელების ჰოსპიტალში. ქართველი ექიმი ზაურ ზაქარაია გაჰყვა ავღანეთიდან, ხოლო ადგილზეც სხვებთან ერთად ქართველი ექიმი სერგო გაბუნიაც მკურნალობდა. შობას კი ამერიკაში გადაიყვანეს...
Dდედის თქმით, ალექსანდრეს მკურნალობა-რეაბილიტაცია 7-8 თვეს გაგრძელდება. მათ ფიზიკურად ვერ შეძლეს, მაგრამ ალექსანდრეს მამიდაშვილი ლექსო გოგრიჭიანი გერმანიაშიც იყო დაჭრილი ბიძაშვილის მოსანახულებლად და ახლა ვიზას ელოდება ამერიკაში გასამგზავრებლად.
Aალექსანდრეს მამა, ზურაბ ტუღუში ოზურგეთის ავტოსადგურში მუშაობს დისპეჩერად. ოჯახში ჰყავს უფროსი ძმა თენგიზი, 12 წლის ძმისშვილი ზურაბი, რძალი ნათია ანთიძე.
Dდედამ გვაჩვენა აკურატურად შესრულებული სამხედრო სასწავლებლის რვეულები, სადაც ბოლო ფურცლებზე ქართული მხედრული ლექსებია კარგი კალიგრაფიით მიწერილი. `თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს...~
Qქალბატონმა თინამ გვითხრა, რომ აუცილებლად ჩავა თბილისში, რათა მადლობა გადაუხადოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას გამოჩენილი ყურადღებისათვის და პირადად შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს.
გაზეთი `ალიონი~
05.02.2012
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.