მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
დეპუტატს მიწების გაცემის წესი აღელვებს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ქონების ნუსხა დაამტკიცა.
საპრივატიზაციოდ წარმოდგენილი იყო ქ. ოზურგეთში, სოფ. ლიხაურში, გურიანთაში, მაკვანეთში, შრომაში შენობა-ნაგებობები და მასზედ მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
მაგ. სოფ. ლიხაურში, ყოფილი რაიკავშირის მაღაზიის ამორტიზებული შენობა ამჟამად აუშნოებს სოფლის ცენტრს და არის მყიდველი, რომელიც იქ საბანკეტო დარბაზის მოწყობას გეგმავს.

როდესაც სოფ. გურიანთაში 610 კვ. მეტრი მიწის ფართობი და მასზე მდგომი 313,39 კვ. მეტრი შენობის პრივატიზებაზე იყო საუბარი, ამ სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ მჟავიამ დასვა კითხვა:_რომელ შენობაზე იყო საუბარი და როცა ცალკეულ სოფელში მუნიციპალიტეტი რაიმეს გაყიდვას აპირებს, ამის შესახებ უნდა იცოდეს თუ არა ამ სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმაო? Mმან დარბაზს მიმართა, რომელიმე დეპუტატმა თუ იცოდა, რა იყიდებოდა მათ სოფლებში. Aამ კითხვას, დარბაზში მყოფმა ვერც ერთმა დეპუტატმა ვერ უპასუხა. A
მერაბ მჟავიას თანასოფლელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის საკითხებში ლაშა ღლონტიც დაემოწმა და განაცხადა:_მიწათმომწყობები მალავენ რუკებს, მხოლოდ მაგათ თუ იციან რა მიწები გააქვთ აუქციონზეო.

საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილმა აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს განკარგავენ, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწებს_ეკონომიკის სამინისტრო ელექტრონული ტენდერით. მამეშვილმა აღნიშნა, რომ ისინი ფიქრობენ, რამდენად მიზანშეწონილია ამა თუ იმ შენობა-ნაგებობის გაყიდვა. Mმაგ. Yყოფილი სანეპიდსადგურის შენობა პირველ აუქციონზე არ გაიყიდა. ამჟამინდელი ფასი კი არაა შესაბამისი, ამიტომ ფიქრობენ ეს შენობა მუნიციპალურ მფლობელობაში დატოვონ და მასში დასუფთავების სამსახური განათავსონ.
Eმიწების თემა რომ აქტუალურია, ამას ეკონომიკის სამინისტროში გამართული და გასამართავი ელექტრონული ტენდერები მოწმობენ. მასში ძირითადად მსხვილი ჩინოვნიკები პირადად ან სხვის სახელს ამოფარებულნი იმარჯვებენ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიზერულ ფასად ყიდულობენ სახნავ-სათესებს და სხვა სასოფლო-სამეურნეო მიწებს. Aამის მაგალითია 22 ექადიელი გლეხისა თუ მოსამსახურესათვის წართმეული 3, 7 ჰექტარი სახნავ-სათესი, რომელსაც საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი დიდი თანამდებობის პირი ელექტრონულ ტენდერში მიზერულ ფასად დაეუფლა.
როგორც დაზარალებულები ამბობენ, ჩინოვნიკებმა ჯერ კარგად მოირგეს კანონები, ახლა კი თავად ეუფლებიან მიწებს. Mმერე რა, თუკი მრავალსულიან ან შეჭირვებულ ოჯახებს უკანასკნელ მასაზრდოებელ ლუკმას წაართმევენ...
გაზეთი `ალიონი~
05.02.2012
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.