|
გასულ კვირას წყალტუბოს საფეხბურთო გუნდმა "სამგურალი 2009"-მ ლანჩხუთის "გურიას" ანგარიშით 1:0 მოუგო და მეორე ლიგაში მეოთხე ადგილი დაიმკვირდა.
კლუბი "სამგურალი 2009", წყალტუბოს საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2009 წლის 7 აგვისტოს დაარსდა. ძველი "სამგურალი", რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, გაუქმებულია, თუმცა მის ბალანსზე ამ დრომდე რჩება წყალტუბოს ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი. ახალმა გუნდმა დაარსების შემდეგ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი აითვისა. როგორც გუნდის მწვრთნელი ამირან ვარდანიძე ამბობს, ეს თანხა მხოლოდ ფეხბურთელების ფორმების შეძენას და ადმინისტრაციის შენობის 3 ოთახის გარემონტებას მოხმარდა. "ეს თანხა ძალიან მცირეა, იმედია, მომავალ წელს ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხით დაგვაფინანსებენ. საჭიროა საშხაპე და გასახდელი ოთახების მოწყობა. წელიწადში მინიმუმ 60 ათასი ლარი გვჭირდება, რომ იარსებოს გუნდმა," - ამბობს ამირან ვარდანიძე. "სამგურალი 2009"-ის გუნდში 17-18 წლის ახალგაზრდები თამაშობენ.
სოფიკო ყანჩაველი
15.11.2009 |