მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
საბავშვო ბაღი და ნაგვის ურნები


[„P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] კიდო ნევრებმოშლილი და ნევრებდაგლეჯილი ვარ, რას ვერჩი ამ ჩემ თავს, მაინც ვერ გევიგე! მარა, ჩემნაირი ადამიანი რო დეიბადება დედამიწის ზურგზე, სხვაზე ფიქრსა და ზრუნვაში რო ათენებს და აღამებს, იმას დასვენება და წყნარი ცხოვრება არ უწერია.

ერთი სიტყვით, ამასწინეებზე მეზობლის ქალი მიიჩქაროდა საცხა, პატარა ბოვში ახლდა თან, ლამაზი, ცისფერთვალება. ეს ქალი დიდ გაწამაწიაში იყო, გარბოდა ლამის და ამ ბოვშსაც მიაჩუნდრუკებდა.

ეჩხუბებოდა, წამოდი, ჩქარა, გინდა თუ არაო. არადა, ამ ქალის ნაბიჯების ხელა სულ არ იყო ეს ბოვში. მე უთხარი, რა იყოთ, ქალბატონო მზია, საით მიგეჩქარებათ ასე-თქვა და მითხრა, სამსახურში მაგვიანდება, ეს ბოვში კიდე საბავშვო ბაღში მყავს მისაყვანიო. მე დარბაისლურად ვუთხარი, მერე აგერ არა ვარ, წადით თქვენ წყნარად და ამ გოგონას კიდე მე მივიყვან საბავშვო ბაღში-თქვა. გედეირია ქალი სიხარულისგან და რა სამადლობელი სიტყვებიც მითხრა, იმის მოყოლით აღარ მოგაბეზრებთ ახლა თავს.

რომელ ბაღში ხარ-თქვა, ვკითხე გოგონას და ჭკვიანი ბოვში აღმოჩნდა, იმწუთში მიპასუხა, ბუჩუს ბაღშიო... მიუახლოვდით ბაღს და, რაც მე იქ ვნახე, გედევირიე! გაგონილა, კაცო, ვინმეს საბავშვო ბაღის მისადგომთან ნაგვის უშველებელა ურნები? ხოდა, წადით და ნახავთ. ურნა ურნას გააჩნია! ნაგვით გამოტენილი, ასე გეგონებოდათ, ერთი თვის გოუტანელი აქვთო. თუ სადმე ირგვლივ კორპუსია, ყველას ნაგავი იმ ურნებშია. გადევირიე, დევიწყე ჩემებურად ქაქანი. შემომესიენ მშობლები და, რო გეიგეს, რაზეც ვყვიროდი, ჩეიქნიეს ხელი: მაგი მასეა, რაც თავი გვახსოვს სულო.

ეგი კიდო ცალკე პრობლემა - შენი შვილი მიდის იმ ბაღში, შენი შვილი სუნთქავს იქაურ ჰაერს და ხელი უნდა ჩეიქნიო, კაცო?

ან ბაღის ხელმძღვანელობას არა აქვს თვალები, ან დასუფთავების სამსახურში არიან დახოცილები და არ იციან რა ხდება?

მოდი ახლა და ნუ აგეშლება ნევრები, ნუ გედეირევი და გედეიშლები.


ქაიხოსრო იმერეტინსკი
24.11.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 1 °C + 1 °C
ღამით -2 °C -3 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.