|
„P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] ტყვიასავით გავარდა ხმა... ომი დეიწყოო.. ოჯახობას გული წოუვიდა ამის გაგონებაზე, რძალმა ბოვშებს სტაცა ხელი და სად წევიყვანოო, მორთო ვიშვიში. ბიჭი მარანში იყო ჩასული და, გარეთ რო შეიქნა ყვირილი, ამოვარდა, ზევით - რა ხდებაო. ამ რამდენიმეწუთიანმა გადაცემამ კინაღამ ინფარქტი დამმართა. აგვისტოს ომით მიღებული გულის ტკივილი კიდო არ ქონდა ხალხს მოშუშებული და აგი უნდოდა კიდო?
ტელეფონი აწკრიალდა, გულგახეთქილი ჩემი ქალიშვილი მირეკავდა იტალიიდან - დევიღუპე, რა გიყოთ აქედანო, გაკიოდა მთელი ხმით ყურმილის მეორე ბოლოდან. კაცო, სანამ გადაცემის ბოლოში გევიდენ და აგი ყორისფერი დადგმული იყო სპექტაკლივითო, თქვეს, - ჩვენ აღარ დავრჩით და აგია.
მეზობლების ამბავს არ იკითხავთ? ვისაც მანქანა ყავდა, ყველა გარბოდა. სად, თვითონაც არ იცოდენ მაგი. ჩიხისთავში დევეწიე მეზობლის გელაიას, გააჩერე-თქვა!
- ქაიხოსრო ბაბუა არა მაქ ადგილი მანქანაშიო და კინაღამ არ გადამიარა?
მარა ქაიხოსრო რისი ქაიხოსროა, იმისთანა ვიყვირე, მანქანაც და შიგ მჯდომებიც გაქვავდენ შიშით.
- ბიჭო, დაბრუნდით სახლში, ტყულია მაგი ომის ამბავი, ტყულია, დოუდგიათ ყოლოფერითქვა. გადმოცვივდენ მანქანიდან და დამიწყეს კოცნა გახარებულებმა. ჩიხიდან დაძრული მანქანების კოლონაც გავაჩერე. მერე ქე შევედი სახლში და დოუწყე ისევე ტელევიზორს გინებ-გინებით ყურება. უგულავა მოსახლეობას ბოდიშს უხდიდა, „იმედს" პასუხს მოვთხოვთო. სააკაშვილიც ქე გამევიდა, მარა რა, ისე რბილად თქვა, ოპოზიცია თუ გააქტიურდა, ამნაირ შედეგს ელოდეთო, კიდო თითი დეიქნია აქეთ.
არ გვინდა, ბატონო, ხალხის ამნაირი დაშინება, დევიღალეთ. ნახევარ მოსახლეობაზე მეტი საზღვარგარეთაა გაქცეული პურის ფულის საშონელად, დარჩენილები თუ დაგვხოცეთ ამნაირი ამბებით, ხმა ვინ უნდა მოგცეთ, ა?
მორჩა და გათავდა: აღარავის მივცემ ხმას, ხმა ჩემია, და ჩემთან დარჩება. ვისთვის გინდათ აგი ქვეყანა, მე მეგონა, წევიდა ი დრო: „საქართველო, ქართველების გარეშეო", რო გეიძახოდენ.
ქაიხოსრო იმერეტინსკი
23.03.2010 |