მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ქუთაისში პარლამენტს თბილისელები აშენებენ

 ამჟამად პარლამენტის მომავალი შენობის ადგილას სამშენებლო კომპანია "მაგი სტილის" ტექნიკაა მობილიზებული. "მაგი სტილი" "მონო ინტერნეიშენალის" ქვეკონტრაქტორი ფირმაა, რომელიც ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოებს ახორციელებს.

"რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვედით და მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ, როგორიც არის ელექტორგაყვანილობა, წყალგაყვანილობა, ტექნიკის ადგილზე მონტაჟი," - ამბობს მშენებლობის ერთ-ერთი სპეციალისტი. მასთან ერთად კომპანია "მაგი სტილს" ამ დროისთვის მშენებლობის ადგილას 20-მდე სპეციალისტი და დამხმარე მუშა-ხელი ჰყავს ჩამოყვანილი თბილისიდან, ადგილობრივი მცხოვრებლები ამ ეტაპზე მშენებლობაში ჩართულნი არ არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ მუშა-ხელს მშენებლობის შემდგომ პროცესშიც დასაქმების ნაკლები შესაძლებლობა მიეცემა და ადგილობრივი მთავრობის მიერ შერჩეული სამშენებლო კომპანიები ძირითადად თბილისიდან ჩამოყვანილ ადამიანებს დაასაქმებენ. ამ ვარაუდს სარწმუნოს მშენებლებისგან მიღებული ინფორმაციაც ხდის. მათი თქმით, მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში უკვე დაწყებულია მშენებლობაზე დასაქმებული მუშა-ხელისა და სპეციალისტებისთვის საცხოვრებელი კოტეჯების მოწყობა.

თუმცა, იქ მომუშავეები ამბობენ, რომ თბილისიდან მხოლოდ სპეციალისტებს ჩამოიყვანენ. "ჩამოვა იმდენი ადამიანი, რამდენიც საჭირო იქნება სამუშაოების შესასრულებად. ძირითადად, საუბარია სპეციალისტებზე, რომლებიც ერთმანეთს ჩაენაცვლებიან, რადგან აქ ყველა სახის სამუშაოებს თავისი სპეციალისტი ჭირდება. თუკი ადგილზეც მოიძებნება შესაბამისი კადრი, ისიც შეძლებს აქ მუშაობას," - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული. რაც შეეხება უშუალოდ კომპანია `მაგი სტილის~ პოზიციას, ამ დროისათვის კომპანიის ხელმძღვანელთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

როგორც მშენებლობის ადგილზე დასაქმებულებმა, ასევე, უშუალოდ კომპანიაში განგვიცხადეს, მათ არ აქვთ უფლება ხელმძღვანელი პირის მობილურის ნომერი გასცენ, სხვა კი კომპეტენტური არ არის აღნიშნულ საკითხებში. როგორც მშენებლობის ადგილზე მყოფი სპეციალისტებისგან გავარკვიეთ, პარლამენტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებას დაახლოებით ერთი თვე დაჭირდება, რომლის შემდეგაც მშენებლობა აქტიურ ფაზაში გადავა და ძირითადი სამუშაოები დაიწყება. პარლამენტის მშენებლობა დაპირების თანახმად 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.


თეა ზიბზიბაძე
20.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: „ახალი გაზეთი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: Wait, I cannot fahotm it being so straightforward.
ukan
amindis prognozi
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 1 °C + 1 °C
ღამით -2 °C -3 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.