მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ვისი დაუდევრობის გამო „აფეთქდა" ძეხვი?
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] „ამ სიცხეში ძეხვი კი არა, ჩვენ ვფუჭდებით, ადამიანები!"(?)

ამ პროექტის ფარგლებში რედაქციაში ამოქმედებულ ცხელ ხაზზე (4 45 46) დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ მაცივარში ძეხვი „აუფეთქდათ".

მარინე ჩხეიძემ ძეხვი ბაზრის ძირითად შესასვლელთან შეიძინა, ე.წ. მოხარშულ ძეხვში 4 ლარამდე გადაიხადა.
„საერთოდ იაფფასიანი ძეხვის შეძენას ვერიდებით, მაგრამ ძაღლისთვის ვყიდულობ ხოლმე, ასეთი სასუსნავები მეც მიყვარს. საღამოს ცოტა გავსინჯე და რაღაც გემო არ მომეწონა, აღვნიშნე კიდეც. ჩემმა დამ მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს, „ლორდი" რას შეჭამსო! დილით მაცივრის კარი რომ გამოვაღე, ძეხვი აფეთქებული დამხვდა, ფაფასავით იყო გამხდარი,"- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ქალბატონმა მარინამ.
მეორე დილით ძეხვი მაღაზიაში დააბრუნა და შესაბამისად მისი საფასური თანხაც მიიღო.
ძეხვი ინდმეწარმე „ალექსანდრე გურეშიძის" მინი საწარმოში იყო დამზადებული. შესაბამისად, პრეს-ობიექტივიც ამ საწარმოსკენ მივმართეთ.
ჩვენდა გასაკვირად და საბედნიეროდ, ინდმეწარმე ალექსანდრე გურეშიძისთვის მედია არასასურველი სტუმარი სულაც არ აღმოჩნდა, პირიქით, ყველა კარი გაგვიღო და მიუხედავად იმისა, რომ წარმოების პროცესში შემოწმება დაუშვებელია, ჩვენთვის ეს გამონაკლისიც დაუშვა.
„დასამალი არაფერი მაქვს, პირიქით, ჩემს ინტერესებშიც შედის, რომ მოვიდნენ და შემამოწმონ. მე ისეთს არაფერს გავაკეთებ, ჩემს შვილებს და შვილიშვილებს არ ვაჭამო და სხვებს მივყიდო. სერტიფიკატი მაქვს, ლიცენზიაც. მყავს ექიმი, რომელიც თითქმის ყოველდღე აქაა და პროდუქციას ამოწმებს, ეს ყველაფერი ჩემს ინტერესებში შედის," - განაცხადა ჩვენთან საუბარში ალექსანდრე გურეშიძემ.
„აფეთქებული" ძეხვის ამბავმა კი ძალიან გააკვირვა. „ასეთი რამ წარმოუდგენელია, შემიძლია, ექსპერიმენტი შემოგთავაზოთ, თუ ჩემს ძეხვს მაცივარში შეინახავთ, პირობას გაძლევთ, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში მას წუნს ვერ დასდებთ. არ ვიცი, რატომ მოხდა ეს ფაქტი. მე ვფიქრობ, რომ შენახვის წესები არ იყო დაცული."
„ძეხვის გაფუჭების მიზეზები წარმოებაში არ უნდა ვეძებოთ, თუ წარმოების დროს იქნებოდა დაშვებული შეცდომა, რაც გამორიცხულია და თქვენ თავადაც ხედავთ, რომ ყველა პირობა ზედმიწევნით დაცულია, მაშინ მხოლოდ ერთი ძეხვი კი არ გაფუჭდებოდა, არამედ მთელი პარტია, მსგავსი პრეტენზიები კი არავის არასდროს ჰქონია ჩვენს მიმართ,"- განაცხადა საწარმოს ვეტ-ექიმმა იონა ყურაშვილმა.
თუ ძეხვის გაფუჭების მიზეზი წარმოების პრობლემა არ არის, მაშინ მიზეზი დისტრიბუციაშია და იმ პირობებში, რა პირობებშიც მაღაზიები ძეხვეულობას ინახავენ.
ძეხვის შენახვას თავისი პირობები აქვს, ტემპერატურა I6 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს.
ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბითუმო მაღაზიაში I6 გრადუსზე მეტი კი არა, ლამის 40 გრადუსამდეა ტემპერატურა.
„როგორ ვინახავთ ძეხვეულობას და - ჩვულებრივად, მაცივარი გვაქვს და შიგ გვიდევს, ახლა მაცივარში რამდენია ტემპერატურა ნამვილად არ ვიცით. ისე, ძეხვეული ძირითადად ზაფხულში არ იყიდება, მაგრამ ისეთი შემთხვევაც არ ყოფილა, აქ, ჩვენთან გაფუჭებულიყო პროდუქტი. ალბათ, იმ ქალბატონმა თვითონ ვერ შეინახა სათანადო პირობებში და შენი ჭირიმე, ამ სიცხეში ძეხვი კი არა, ჩვენ ვფუჭდებით ადამიანები,"- განაცხადა მაღაზიის გამყიდველმა.
„არა, მე კი დავაბრუნე, ეს ძეხვი და საფასურიც დავიბრუნე, მაგრამ მინდა სხვებმაც გაიგონ და გაფრთხილდნენ, დაფიქრდნენ, რას ვყიდულობთ საჭმელად," - გვითხრა მარინე ჩხეიძემ.


მაკა ჩინიჯიშვილი
20.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 1 °C + 1 °C
ღამით -2 °C -3 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.