მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ქუთაისის ახალი მთავრობა თბილისური კადრებით

[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] გასულ კვირას ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ახალი მთავრობა განახლებული შემადგენლობით წარადგინა. შეიცვალა მერის მოადგილე. დავით გორდულაძე ამჯერად თბილისელმა კადრმა დავით ანდღულაძემ ჩაანაცვლა, რომელიც თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში მუშაობდა. ქალაქის მერი თვლის, რომ მას შესაბამისი გამოცდილება აქვს და მისი პროფესიონალური მონაცემები და პროფესიონალიზმი ქუთაისს წაადგება.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. ჩემი გამოცდილებით, რომელიც დამიგროვდა საჯარო სამსახურებში მუშაობის დროს, მზად ვარ, ვემსახურო ქალაქს, რათა ჩვენი ქუთაისი იყოს ყველასათვის მიმზიდველი. გარდა ამისა, ვეცდები, საქალაქო სამსახურები უფრო მობილიზებულები იყვნენ, რათა მათი მუშაობა უფრო ეფექტური იყოს. მე ქუთაისის პრობლემები ცოტა ხნის წინ შევისწავლე და გაგიზიარებთ ჩემს აზრს: ძალიან მომწონს ეს ქალაქი, რომელიც თბილისის ძველ უბნებს მაგონებს. მე მაქვს კონკრეტული გეგმა, სადაც პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებთ ქალაქის კეთილმოწყობით სამუშაოებზე, რადგან ამ კუთხით ბევრია გასაკეთებელი. ამასთანავე ვეცდებით, სხვა პროგრამებიც დავხვეწოთ, რასაც ახლო მომავალში გავაჟღერებთ." - აღნიშნა ქალაქის მერის მოადგილემ დავით ანდღულაძემ.
გარდა საკადრო ცვლილებებისა, ქალაქის მერიაში სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა. ეკონომიკის სამსახურს ქუთაისში ფუნქციები დაემატა, რომელშიც ტურიზმიც შევიდა. სტრუქტურულად გაზრდილ სამსახურს მალხაზ ჭრელაშვილი უხელმძღვანელებს. მისივე განცხადებით: „ტურიზმის სამსახურის ფუნქციები ძალიან ახლოსაა ეკონომიკის განვითარებასთან. ამ მიმართულებებზე ძალიან ბევრი მუშაობა იქნება საჭირო. ქალაქს აქვს რეზერვები, რომლის ამუშავებას და გამოყენებასაც ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით. აქვე გეტყვით, რომ ეკონომიკა მძლავრი ბერკეტია, როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური კუთხით. რომლის სწორად განვითარება ქალაქისთვის მნიშვნელოვანია."
მალხაზ ჭრელაშვილი ქუთაისელი, თუმცა ამჟამად თბილისიდან ქუთაისში საგანგებოდ ჩამოყვანილი კადრია. იგი მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო ეკონომიკის საკითხებში.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად ახალგაზრდა თემურ ცამციშვილი დაინიშნა. იგი თვლის, რომ „სპორტი და ახალგაზრდობა ერთმანეთთან ჯაჭვით არის გადაბმული." მისი გეგმის ნაწილი ახალგაზრდული და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციაა ქალაქში, რათა ქუთაისს კიდევ მეტი წარმატებული სპორტსმენი ჰყავდეს. თუმცა მისი კონკრეტული გეგმა, სავარაუდოდ, 2011 წელს ამოქმედდება, რადგან ამ წლის ბიუჯეტში ეს გეგმა დეტალურად გაიწერება. გეგმა კი მიმდინარე წლის გეგმისგან სრულიად განსხვავებული იქნება.
ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს ანდრო მაღლაკელიძე უხელმძღვანელებს, რომელიც კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიაში" ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. „ამ კუთხით ქალაქში ძალიან ბევრია გასაკეთებელი. მე ჩემს ფიზიკურ და გონივრულ გამოცდილებას ამ საქმის წარმატებით განხორციელებას მოვახმარ." - აღნიშნა ანდრო მაღლაკელიძემ. მისი მოადგილე ჯემალ წულაძე იქნება, რომელიც ამ დრომდე კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
ადგილები გაცვალეს ქუთაისის დასუფთავების სამსახურის უფროსმა ნიკა მაჩიტიძემ და ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბესო გიორგბერიძემ. შეიქმნა ახალი სამსახური - კონტროლის საქალაქო სამსახური, რომელსაც კახა ქორიძე უხელმძღვანელებს, იგი პირდაპირ მერს დაექვემდებარება. საბინაო სამსახურს ინფრასტრუქტურისა და მართვის სამსახურებს შეუერთდა, ხელმძღვანელ პირად კი ნარგიზა ჩოგოვაძე დაინიშნა. შეიცვალა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსიც. ვალერი კლდიაშვილი ამიერიდან ქალაქში ტრანსპორტის დარეგულირებაზე და მარშრუტების კეთილმოწყობაზე იზრუნებს. ეს ის საკითხია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მოსახლეობამ მოსაგვარებელ საკითხთა ნუსხაში დაასახელა. ახალი ხელმძღვანელი ჰყავს საფინანსო სამსახურს. ქუთაისის ფინანსებს ამჯერად თემურ ცაგარეიშვილი განკარგავს. ქუთაისის მერის, გიორგი თევდორაძის განცხადებით: „ამ ცვლილებებით ხელისუფლება უფრო ადეკვატური იქნება იმ მოთხოვნილებებისადმი, რაც მოსახლეობის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ქალაქში გამოიკვეთა. ქუთაისის თვითმმართველობა იქნება უფრო მობილური და შესაბამისი იმ მოთხოვნებთან, რაც მოსახლეობას გააჩნია. ასევე ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმ დაპირებებისადმი, რომელიც წინა საარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან იქნა გაცემული."
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებებისა, ქუთაისის მერიაში გაჩნდა ახალი - შესყიდვების სამსახური, რომელიც საფინანსო სამსახურს გამოე-ყო. შესყიდვების სამსახურის უფროსი კოტე რატიანია.
ადგილზე დარჩა კულტურის სამსახურის უფროსი გიზო თავაძე.
როგორც ქალაქის მერმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, გადაადგილებები და ცვლილებები ქუთაისის თვითმმართველობაში უფრო დაბალ სტრუქტურებშიცაა მოსალოდნელი. თუმცა კადრების შემცირებაზე ქალაქის მერს არ უსაუბრია. ქუთაისის ახალი მთავრობა განახლებული შემადგენლობით მუშაობას უკვე შეუდგა. ცვლილებების მიუხედავად, გუნდური მუშაობის პრინციპი არ შეცვლილა.

 


მარიკა ვაჭარაძე
20.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: აბა თქვენ იცით ბიჭებო, მიხედეთ ჩვენს ლამაზ ქუთაისს და ქუთაისლებს
ukan
amindis prognozi
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 1 °C + 1 °C
ღამით -2 °C -3 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.